ელიზბარ ელიზბარაშვილი - ნაშალი კლდისა

დგას... უფრო სწორად, დაყუდებულა... უზარმაზარი, შავი ფრიალო კალთებით, რომლებიც ქვემოთ, არაგვის პირას, ნელ-ნელა ყვავილებითა და ხასხასა მწვანე ბალახით მოჩითულ ჭალაში გადადის. მისი შემხედვარე, იტყვი, ამ დალოცვილს ფესვი მდინარეში გაუდგამს, ამიტომაც წამომართულა ამოდენაო...



წელს ზევით გაშიშვლებულ გოლიათს ჰგავს, მრავალჭირნახულსა და არაერთ ომგადახდილს. ჭალასთან ახლოს იარებს მწვანე ქათიბი და არაგვიდან მონაბერ სიოსთან მოთამაშე ყვავილნი უფარავენ, მოშიშვლებულ მკერდზე კი ჟამთა სვლასთან დაუნდობელ შერკინებაში მიღებული არაერთი ნაიარევი აჩნია. ერთიანად დასერვია ტორსი.... ერთ-ერთი ასეთი ნაპრალიდან კი მის გულისნადებს ამოუხეთქავს და აქაფებულ, აყეფებულ ხევად ქვევით დაშვებულა. საუკუნეებია, ამ მდინარით იქარვებს გულის ვარამს. და დარდთა ამ მდინარებას თითქოს შუაზე გაუპია მისი ტანი, ქცეულა ერთ დიდ, გრძელ ნაიარევად, რომელიც არაგვის შესართავამდე გაგრძელებულა..





სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 12-05-2014




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას