სიახლეები

ელიზბარ ელიზბარაშვილი: კოაგულაცია - ძმაო, ძმითა ხარ...

ალბათ ყველას გვახსოვს არაკი რძეში ჩავარდნილ ხვლიკსა და ბაყაყზე; ბაყაყმა იმდენი იხტუნა, რძე კარაქად აქცია და დახრჩობას გადაურჩა. კიდევ ბევრი ასეთი ამბავი მოიძებნება ლიტერატურასა თუ ზეპირსიტყვიერებაში: ცხრა ძმა ხერხეულიძისა და სამასი არაგველის, გნებავთ, სპარტელის ამბავი, ამბავი ერთ კონად შეკრული ისრებისა და სხვა.

რა აქვს პირველ იგავს საერთო დანარჩენებთან? ლიტერატურულად, ჩვენებრ მოკვდავთა ენაზე - თანადგომა, მოცადობა, ბედისადმი დაუმორჩილებლობა, ხოლო ქიმიკოსთა ენაზე - კოაგულაცია.

რა განსხვავებაა წყალსა და რძეს შორის? ცხადია, ერთი შეხედვით პასუხი მარტივია: პირველი უფერულია და გამჭვირვალე, მეორე - თეთრი და სხივგაუმტარი. მაგრამ თუ დავფიქრებულვართ, რატომ არ არის რძე გამჭვირვალე? წყაროს წყალიც კი, რაგინდ კამკამა იყოს, არასოდესაა „სუფთა", რადგან წყლის მოლეკულებთან ერთად მარილებსაც შეიცავს. სწორედ ამ მარილების ბუკეტი აძლევს მას სასიამოვნო და განუმეორებელ გემოს. მარილებგამოცლილი წყალი ბევრი ვერაფერი სარწყულია ჩვენი გამომშრალი ხახისთვის. რატომ არ ჩანს მარილები წყალში? იმიტომ, რომ ხსნარებში, მით უფრო - ჭეშმარიტ ხსნარებში, კონცენტრაციის „დემოკრატიულობის" კანონია უზენაესი: წყლის აუარება მოლეკულას შორის ყოველთვის თანაბრად არის განაწილებული მათი „ხიზანი" მარილების იონები - დოქის ყელთანაც და ფსკერზეც წყალს ერთი და იგივე გემო აქვს.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

გამოქვეყნებულია: 19-04-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები