სიახლეები

ვიზიტი თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში

2014 წლის 24 იანვარს შედგა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში ვიზიტი პროექტის „შეიყვარე პროფესია, შეაყვარე სხვას“ ფარგლებში. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ საჯაროს სკოლის ქიმიის პედაგოგის ქალბატონი ლია სულიკაშვილი და სკოლის დირექტორი ქალბატონი ლიანა ფუტკარაძე. სკოლას სტუმრობდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფ. თეო ურუშაძე, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი, სტუ-ს მე-4 კურსის სტუდენტი თამარ ქოქრაშვილი და აგრარული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-2 კურსის სტუდენტები: ანი თეგეტაშვილი, კესო ბარამიძე, ანა ბაიაძე და ნონა ნონიაშვილი.



შეხვედრაზე ჩატარებული იქნა სამეცნიერო-პოპულარული ლექცია თემაზე: „ფერი, ქიმია, ჩვენ“, ხოლო პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტების მიერ ნაჩვენები იქნა სახალისო ცდები, რომლებშიც უშუალოდ სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.



შეხვედრის დასასრულს სკოლის ადმინისტრაციამ წიგნით „ქიმია ყველასათვის“ დააჯილდოვა ქიმიის ვიქტორინაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები. დაიგეგმა სკოლის მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება.





















 

გამოქვეყნებულია: 18-02-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები