ქეთევან კუპატაძე - რუჯი და ქიმია

„ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას".... დილიდან ამეკვიატა და აღარ შემეშვა. ზღვა მიყვარს, ოღონდ თავისებურად, ჩემებურად... არ მიყვარს ცურვა და რუჯის მიღება. აბა, რა გიყვარსო, მკითხავთ. ზღვის ნაპირზე ჯდომა და ზღვისიქითა სივრცეში ყურება, ზღვის იოდიანი ჰაერის სუნთქვა, ტალღების ხმაურის მოსმენა მიყვარს. ჰო, კიდევ ზღვაზე დიდი გემით მოგზაურობა და ზღვის პროდუქტების დაგემოვნება. აი, სულ ამით შემოიფარგლება ჩემი და ზღვის ურთიერთობა. თუმცა, ასეთი მგონი მარტო მე ვარ, თორემ რუჯის მიღება ყველას სიამოვნებს და ფიქრობენ,რაც მეტად მით უკეთესი.

დღეს რუჯის ქიმიაზე ვწერთ.

ბუნებაში ყავისფერი და შავი შეფერილობა პიგმენტ მელანინთან არის დაკავშირებული. თიროზინი 20 პროტეინგენური ამინმჟავადან ერთ-ერთია. პროტეინგენური იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ ამინმჟავების სხვადასხვა კომბინაციით წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ცილები. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ოცეული შეუცვლელ და ცვლად ამინმჟავებად იყოფა. თიროზინიც თავის მხრივ, მრავალი ცილის შემადგენლობაში გვხვდება. თიროზინი საწყის ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმში ისეთი ნაერთების სინთეზისთვის, რომლებიც ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალის გადაცემაში მონაწილეობენ. თუმცა, ამ წერილში ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ თიროზინი მელანინის წინამორბედია. თიროზინის დაჟანგვით თავდაპირველად „დოფა" წარმოიქმნება (რომელიც სხვათა შორის, ადრენალინის წინამორბედიცაა). მელანოციტებნში კი დოფა იჟანგება და პოლიმერიზაციით ფერმენტების თანაობისას მელანინის მოლეკულას წარმოქმნის. ეს პროცესი კანის სპეციალურ უჯრედებში მელანოციტებში მიმდინარეობს და ამ რეაქციას ფერმენტი თიროზინაზა აჩქარებს.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 05-09-2013




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას