ქეთევან კუპატაძე - ქიმია და... მხატვრობა

დიახ, დიახ, აქა-იქ თითქოს უკვე მესმის: ოჰ, შეგვაწუხა ამან თავისი ქიმიითო, სად გაგონილა ქიმიის მუდმივი პოპულარიზაცია, ვისაც უნდა და სჭირდება, ისედაც ისწავლისო. თუმცა მე იმ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც დახურული კარისთვის გასაღების მორგება უფრო ეხალისება, ვიდრე ფართოდ გაღებულ კარიბჭეში შესვლა. ამიტომ იქ, სადაც ჩემს პროფესიას, ანუ ქიმიას, დახურული კარი დახვდება, გასაღებად ცდას არ დავაკლებ.

მახსოვს, პროფესორ ნუგზარ ალექსიძეს სადისერტაციო გამოცდას ვაბარებდი ზოგად ბიოქიმიაში. ბიოქიმია განსაკუთრებულად მიყვარდა და დღემდე ასეა. ან როგორ არ მიყვარდეს? აბა, დაუკვირდით: ბიო ქიმია, ანუ სიცოცხლის ქიმია, - განა შეიძლება, არ გაინტერესებდეს და არ გიყვარდეს ის, რაც ცოცხალ ორგანიზმებში ხდება? გამოცდაში უმაღლესი შეფასება დავიმსახურე, მერე ცოტა გავისაუბრეთ კიდეც. ბატონმა ნუგზარმა თავისი ხუმრობანარევი სურვილი გამანდო: ჩემი ნება რომ იყოს, ბიოქიმიას ყველა სპეციალობის სტუდენტებისთვის სავალდებულო საგნად ვაქცევდიო; როგორ, რა ხდება მათსავე ორგანიზმში, არ უნდა იცოდნენო?! გულში გავივლე, რომ მეც სწორედ ასე ვფიქრობდი, მაგრამ ეს არარეალური იყო.

სტატია სრულად იხილეთ www.mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 23-11-2012




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას