სიახლეები

 

ქიმიის მე-2 რესპუბლიკური ოლიმპიადა “ზურგჩანთა“ - მეორე ტური

ოლიმპიადის მე-2 ტური ჩატარდება 22 აპრილს შემდეგი განრიგით:

  • VIII-IX კლასები -  10:00 საათი
  • X - XII კლასები -  11:00 საათი

ოლიმპიადის მეორე ტური ტარდება ონლაინ ვირტუალური რეალობის (zoom პლატფორმა) თანა-გამოყენებით.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მე-3 ტურში გადასული მოსწავლეები  29-30 აპრილს გაემგზავრებიან ორდღიან ბანაკში კახა ბენდუქიძის ბაზალეთის კამპუსში.

 

ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობაა:

  • პერსონალური კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილი იქნება კამერით და მიკროფონით
  • სკანერი ან ტელეფონი ფოტო გადაღებისათვის
  • სათანადო სიჩქარის ინტერნეტი, რომელიც უზრუნველყოფს 4 საათის განმავლობაში ვიდეო კავშირს ხარვეზების გარეშე.

 

ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ოლიმპიადის ვებგვერდზე. იგი ასევე გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტის საშუალებით.

წინა საოლიმპიადო კონსულტაციები და ტექნიკური შემოწმება ჩატარდება 21 აპრილს 21:00 საათზე zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

შეხვედრის ბმული:  https://us06web.zoom.us/j/82300762201?pwd=WnBJaEc5MmpRbmc3MTQwUU1YYkQxdz09
ოთახის ნომერი:  823 0076 2201
პაროლი: 414674

 

 

გამოქვეყნებულია: 09-04-2023