სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის VIIIბ და ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას’ მე-8-1 კლასის მოსწავლე ელენე მოსიძე.



 

 

სკოლა  “ზურგჩანთა“ ჯადოსნური კარია ქიმიის საოცარ სამყაროში შესასვლელად

- გამარჯობა, გაგვეცანით ელენე.

მოგესალმებით. მე ვარ ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის VIIIბ კლასის მოსწავლე ელენე მოსიძე.

 

- გვითხარით მოკლედ, რამ გამოიწვა ქიმიით თქვენი დაინტერესება?

ჩემი აზრით ქიმია ის სფეროა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. მასთან ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს.  ამიტომ გამიჩნდა ინტერესი გამეგო კიდევ უფრო მეტი და ვეწვიე ონლაინ სკოლა „ზურგჩანთას“.

 

-სად მოიპოვეთ ინფორმაცია ონლაინ სკოლა  „ზურგჩანთის“ შესახებ და რატომ აირჩიეთ ეს სკოლა?

ინფორმაცია, რომელიც ონლაინ სკოლა ზურგჩანთას ეხებოდა სოციალური ქსელიდან გავიგე. ონლაინ სკოლა ,,ზურგჩანთა’’ გვთავაზობს განათლების უნივერსალურ, განსაკუთრებულ მეთოდებს განვითარებისთვის.

 

- გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინები ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ"?

ეს სკოლა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ქიმია ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად. მასწავლებლები, რომლებიც გვასწავლიან დაუღალავად და სახალისო მეთოდებით გვაძლევენ გასაღებს  ქიმიის განხრით გზის გასაკვალად. ჩვენთვის სკოლა “ზურგჩანთა’’ ჯადოსნური კარია ქიმიის საოცარ სამყაროში შესასვლელად.

 

- რამდენად გამოიყენეთ აქ მიღებული ცოდნა თქვენს სასკოლო გარემოში?

კიდევ გავიმეორებ სკოლა  “ზურგჩანთა’’ ჯადოსნური კარია საოცარ ცხოვრებაში გადასასვლელად. გაკვეთილებს რომლებსაც დავესწარი საოცრად დიდი ცოდნა მომცა. ქიმიის გაკვეთილებზე მეტი ჩართულობა სწორედ ამ სკოლის დამსახურებაა.

 

- და ბოლოს, როგორი იქნება თქვენი რჩევები და სურვილები ონლაინ სკოლისთვის?

სკოლა “ზურგჩანთა’’ კეთილშობილი აირების მსგავსად სრულყოფილია, უბრალოდ მსურს ადამიანები რომლებმაც ჩვენს განათლებაში წვლილი შეიტანეს არა ვირტუალურად, არამედ პირისპირ ვნახო.

...და ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ქიმიის მასწავლებლებს: ვახტანგ თავდგირიძეს, და ონლაინ სკოლა „ზურგჩანთის“ მასწავლებლებს როინ ბერულავას და ხატია ყურაშვილს.

 

- დიდი მადლობა. ჩვენც წარმატებას გისურვებთ.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 12-04-2022