სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას” მე-8 კლასის მასწავლებელი ქეთი გელაშვილი



 

 

“ზურგჩანთა” სკოლაა, სადაც სწავლობ და ასწავლი

- გაგვეცანით. ვინ არის  ქეთი გელაშვილი ?

მოგესალმებით. დავამთავრე სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა.

აბიტურიენტობის პერიოდში, საკმაოდ მტკიცეთ მქონდა გადაწყვეტილ, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, გამეგრძელებინა ქიმიის მიმართულებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ საშუალება მომეცა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დავრწმუნებულიყავი.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიანტი, ასევე აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში: 2016 წელს ვმონაწილეობდი პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის პროექტში „ შეიყვარე პროფესია, შეაყვარე სხვას“, 2017 წელს-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ავიღე  მეორე ადგილი. 2018 წელი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულ „ნორჩ ქიმიკოსთა კლუბში“, ვიყავი ერთ-ერთი რეგიონის კოორდინატორი.  2019 წელი ამავე ასოციაციის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური კონფერენცია ქიმიაში „ოქროს რიცხვი“,  ვიყავი ორგანიზატორი. მიღებული მაქვს სერთიფიკატი წარჩინებული სტუდენტისთვის „საწარმო პრაქტიკაში“. 2021 წლიდან ვარ საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი.

 

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩემი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილებები უკავშირდება სწორედ ქიმიას - ამ კონკრეტული საგნის უკეთ შესწავლას, გაცნობასა და გათავისებას.  ქიმიის საკითხების უფრო ღრმად შესწავლამ,  სწავლება-სწავლის მეთოდების უფრო ახლოს გაცნობამ, კიდევ უფრო გამიადვილა გადაწვეტილების მიღება. არ არის მარტივი სამომავლო პროფესიის სწორად არჩევა, რომელიც შემდგომ  დიდ წილად განაპირობებს შენს მომავალს. პედაგოგობის კუთხით ჩემი საქმიანობის გაგრძელებას ვუყურებ როგორც ერთგვარ გამოწვევას და დიდ შანსს , რომელიც  მომცემს შესაძლებლობას ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე - ვასწავლო ჩემთვის სასურველი საგანი, მომეცეს შესაძლებლობა დავაინტერესო ახალი თაობა ქიმიით იმ თანამედროვე და საინტერესო მეთოდებით, რომელსაც მეც თავად ყოველდღიურად ვსწავლობ და ვითვისებ.

 

- რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა  „ზურგჩანთა“?

ჩემი აზრით, ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ იძლევა ყველაზე განსხავებული და ამავდროულად საინტერესო მეთოდებით სწავლების შესაძლებლობას.  აქ ქიმიით დაინტერესებულ თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა შეისწავლოს ქიმია გაცილებით სიღრმისეულად და რაც მთავარია თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული მეთოდებით.

რაც შეეხება, ჩემთვის, როგორც მომავალი პედაგოგისთვის, სკოლა  „ზურგჩანთა“ , არის დიდი შანსი და ერთგვარი გამოწვევა, რომელიც იძლევა საშუალებას უკეთ გავითავისო სწავლების ყველა თავისებურება და სპეციფიკა, შევიძინო ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებლად სჭირდება პედაგოგს, რადგან შეძლოს მარტივად დააინტერესოს მოსწავლე საკუთარი საგნის შესწავლით.

 

- რას შესთავაზებთ მოსწავლეებს განსაკუთრებულს და განსხვავებულს ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამისა და სასწავლო პროცესისაგან?

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ ზოგადად არ წარმოადგენს სტანდარტულ სკოლას, სწორედ ეს ხდის მას ასეთ საინტერესოს და განსხვავებულს, რომ ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ საგნის შესწავლის განსხვავებულ მეთოდებს  სხვა სკოლებისგან განსხვავებით. ასევე სკოლას კიდევ მეტ ინტერესს სძენს ის ფაქტი, რომ ჩვენს სკოლაში ქიმიის შესწავლა შეუძლია ნებისმიერი კლასის მოსწავლეს, ამასთან მათ შეუძლიათ  ერთდროულად ისწავლონ რამდენიმე კლასში თუ, რა თქმა უნდა,  ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვთ. დღეს სკოლაში გვყავს მოსწავლეები, რომელთაც სკოლაში ჯერ ქიმიის შესწავლა არ დაუწყიათ.

 

- რას ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

პირველ რიგში , რითიც შემიძლია მივმართო მოსწავლეებს, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ ქიმია საფუძვლიანად, განსხვავებული და თანამედროვე მეთოდებით,  ვურჩევდი აუცილებლად გამოიყენონ ის  შესაძლებლობა და შანსი, რომელსაც ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ სთავაზობს თითოეულ მათგანს.  დაისახონ მიზანი, არ შეუშინდნენ ახალ გამოწვევებს ცხოვრებაში. ყოველივე ეს აუცილებლად შედეგიანი აღმოჩნდება მათთვის.

 

- უკვე ერთი თვე გავიდა რაც ამ სკოლაში ასწავლით. როგორ შეაჯამებდით გავლილ პერიოდს?

არ შემიძლია, არ ავღნიშნო უამრავი დადებითი ემოცია, რომელიც გამოიწვია ჩემთვის ამ პროექტმა. მიხარია, რომ მეც ამ გუნდის ნაწილს წარმოვადგენ და მაქვს შესაძლებლობა ვისწავლო და ვასწავლო, ისეთ კვალიფიცირებულ და გამოცდილ ადამიანებთან ერთად, რომლებიც სათავეში უდგანან პროექტს და ზრუნავენ, თითოეული ჩვენგანის კარიერული კუთხით ზრდა-განვითარებაში.

რაც შეეხება მოლოდინებს, ჩემი მხრიდან, მოლოდინები თავიდანვე დიდი  იყო, მაგრამ ასევე უნდა აღნიშნო, რომ პროექტმა, მაინც მოახერხა და ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 28-11-2021