სტუმრები

საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე, გვესაუბრება ქალბატონი მედია ბურჯანაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.



 

 

საქართველო ბიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOBC) კონფერენციას მასპინძლობს

-ქალბატონო მედეა, საინტერესოა კონფერენციის მოკლე ისტორია - რას ეძღვნება, როდიის დაარსდა, რა ტრადიციები აქვს?

ბიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOBC) დაფუძნდა 1955 წელს, როგორც სამეცნიერო კავშირის საერთაშორისო საკონსულოს (ICSU) მიერთებული გლობალური ორგანიზაცია. IOBC ხელს უწყობს მავნებლებისა და დაავადების კონტროლის ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებს. ეს არის ბიოლოგიურ კონტროლში მომუშავე პირების დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც არის ადვოკატი ბიოლოგიური კონტროლისთვის და შეუძლია გავლენა იქონიოს პოლიტიკასა და მთავრობაზე.


IOBC ხელს უწყობს ბიოლოგიური კონტროლის განვითარებას და მის გამოყენებას მავნებლების ინტეგრირებული მართვის პროგრამებში, აგროვებს, აანალიზებს და ავრცელებს ინფორმაციას ბიოლოგიური კონტროლის შესახებ და ხელს უწყობს ნაციონალურ და საერთაშორისო საქმიანობას, როგორიცაა: კვლევა, პერსონალის მომზადება, ფართომასშტაბიანი განაცხადის კოორდინაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბიოლოგიური კონტროლის სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.


ასევე აწყობს კონფერენციებს, შეხვედრებს და სიმპოზიუმებს, იღებს გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით, ხელს უწყობს ბიოლოგიური კონტროლის მუშაკთა შორის ურთიერთობას, აქვს დამოუკიდებელი ბეჭვდითი ორგანო და ჟურნალი BioControl. მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე IOBC Global- ს აქვს 6 რეგიონალური სექცია, რომელთაგანაც თითოეულს ჰყავს თავისი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და მდივანი.


ორგანიზაცია, კონფერენციის მოწყობისათვის გასცემს გარკვეულ ხარჯებს, ასევე გააჩნია შემოწირულობები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და კერძო კომპანიებიდან.



-ვინ არაის საქართველოში კონფერენციის ჩატარების ორგანიზატორები? სად და როდის გაიმართება? რომელი უნივერსტეტები იქნებიან ჩართული?

2017 წლის 11–14 ივნისს შედგება ბიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის/დაასვლეთ პალეარქტიკული რეგიონალური სექციის (IOBC/WPRS) სამუშაო ჯგუფის მე-16 თათბირი – „უხერხერმლო მავნებლების მიკრობიოლოგიური და ნემატოდური კონტროლი“, რომელიც ტარდება თბილისში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.


ბიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონფერეციის ორგანიზატორია თავად ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს მასპინძელ ქვეყანაში ადგილობრივი ორგანიზაცია. ჩვენ შემთხვევაში მასპინძელია საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, ხოლო მასპინძელი ორგანიზაციაა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. IOBC ორგანიზაციის მხრიდან ორგანიზატორია ბიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო საბჭოს წევრი, სამუშაო ჯგუფის – „უხერხერმლო მავნებლების მიკრობიოლოგიური და ნემატოდური კონტროლის“ თავჯდომარე, პროფესორი იოჰანეს ჯეიჰელი, საქართველოს მხრიდან ადგილობრივი კომიტეტის თავჯდომარეა, აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიური მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, მედეა ბურჯანაძე. კონფერენციაში მონაწილეობენ აგრარული ინვერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის მეცნიერები. ასევე საპატიო სტუმრები მოწვეულები არიან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან, სოფლის მეურნეობის აკადემიიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრიდან, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან, მეცნიერებისა ტექნიკის საერთაშორსო ფონდიდან, ილიას უნივერსიტეტიდან, ფერმერები და სხვა სტუმრები.


-რამდენი ხანია საქართველო მონაწილეობს ამ კონფერენციაში და ამჟამად ვინ მიიღებს მონაწილეობას ?

1999 წლიდან ქართველი მეცნიერები რეგულარულად ღებულობენ მონაწილეობას ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ შეხვედრებში. ეს მეცნიერები არიან ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის, ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის, ზოოლოგიის ინსტიტუტის, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები, რომელთა სამუშაო ეხება მავნე მწერებისა და უხერხემლოების პათოგენური მიკროორგანიზმების, როგორც ბიოლოგიური კონტროლის აგენტების გამოვლენასა და შესწავლას, ბრძოლის მიკრობიოლოგიური პრეპარატებისა და საშუალებების გამოყენებას სასაოფლო სამეურნეო, სათბურის, ტყისა და დეკორატიული მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. მავნე მწერების მიკრობიოლოგიური კონტროლის მომართულება საქართველოში ჩამოყალიბდა 50-იანი წლების ბოლოს და ამ მიმართულებით მუშაობდა სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტების ლაბორატორიები. მაგრამ, ამ მიმართულებით სკოლის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონს, პროფესორ ცისია ჩხუბიანიშვილს, რომელმაც მრავალი კარგი მეცნიერი და მკვლევარი აღზარდა (მეც მისი მოსწავლე ვარ), რომელიც დღესაც აქტიური მეცნიერია და ხელმძღვანელობს ბიოკონტროლის განყოფილებას ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში.



-რატომ და როგორ გადაწყდა კონფერენციის საქართველოში ჩატარება?

ამ ღონისძიებას აქვს რეგულარული ხასითი, ორ წელში ერთხელ მორიგეობით ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. სადაც მეცნიერები წარადგენენ თავიანთი კვლევის შედეგებს. ამ დარგში მომუშავე მეცნიერები დაინტერესებული არიან, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს მათ ქვეყანაში. ჩვენთვისაც, ეს იყო სანუკვარი ოცნება, საქართველოშიც ჩატარებულიყო ეს შეხვედრა, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვხატავდით ამ ინიციატივას, რადგან იმ პერიოდში საქართველო ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორიო მოთხოვნებს, ხოლო ბიოლოგიური კონტროლის საერთაშორი ორგანიზაციას აქვს თავისი სტანდარტები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მასპინძელი ქვეყანა და ის ორგანიზაცია, სადაც უნდა ჩატარდეს ღონისძიება.

2005 წლიდან, ძალიან ფრთხილად, მაგრამ პრინციპულად დავიწეყეთ შეთავაზება

ორგანიზაციის ზოგიერთ წევრთან და იმ ადამიანებთან ვისაც შეეძლო მხარი დაეჭირა ჩვენთვის, რომ საქრთველო ყოფილიყო მასპინძელი ამ ღონისძიების. მოგეხსენებათ ჩვენ იმ დროისათვის, საქართველოს მშვენიერი ბუნებისა და ადგილმდებარეობის გარდა არაფერი გაგვაჩნდა შესათავაზებელი. არ იყო სათანადო უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა. იმ პერიოდისთვის ჩვენ ვერ ვპასუხობდით მათ მოთხოვნებს. მახსენდება, 2011 წელს ერთ ერთი რიგითი ღონისძიება ჩატარდა ავსტრიაში, ინსბრუკში. ყოველ შეხვედრაზე იგეგმება მომდევნო კონფერენციის ჩატარების ადგილი. ბიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის მრჩეველმა საუბარი გამართა ჩვენ ლატვიელ კოლეგასთან, მე კი ძალაინ მინდოდა, რომ ჩვენთვის შემოეთავაზებინა ამ კონფერენციის ჩატარება. 2011 წლიდან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების შეუერთდა აგრარულ უნივესიტეტს, ბატონმა კახა ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტი აქცია ნამდვილ თანამედროვე ტიპის უნივერსიტეტად, რომელიც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. მეც არ დავაყოვნე და 2015 წელს გავაკეთე განაცხადი (მოზადებაში მეხმარებოდა ახალგაზრდა დოქტორანტი ქეთევან ქორიძე), სადაც ჩავდეთ დეტალური ინფორმაცია, როგორც უნივერსიტეტის შესახებ ასევე ავიახაზების და ფრენების განხორციელების შესაძლებლობით. რვა თვე ველოდებოდით პასუხს, როცა იმედი გადაგვეწურა, მაშინ მივიღეთ თანხმობა ორგანიზაციიდან, რომ საქართველო პასუხობს ყველა მოთხოვნას ღონისძიების ჩატარებისთვის. შედეგმა რა თმა უნდა გაგავახარა და დავიწყეთ ინტენსიური მომზადება კონფერენციის ჩატარებისათვის.



-რა ძირითადი თემატიკა იქნება წარმოდგენილი ამჯერად კონფერენციაზე ვინ იქნებიან მომხსენებლები?

ჩვენი სამუშაო ჯგუფის სახელწოდებაა „მავნე უხერხემლოების მიკრობული და ნემატოდური კონტროლი“ . ეს ჯგუფი აერთიანებს მავნე მწერების, ტკიპებისა და სხვა უხერხემლო ორგანიზმების დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების: ვირუსების, ბაქტერიების, პროტოზოების, სოკოების და პარაზიტული ნემატოდების გამოვლენას და შესწავლას, რომელიც მომავალში გამოიყენება ბიოლოგიურ კონტროლისათვის, ასევე სწავლობს ბიოპრეპარატების გამოცდის, წარმოებისა და ინოვაციური ტექნოლოგიის შესაძლებლობებს. რაც კონფერენციის სლოგანიშიც „ არის მზად მავნე მწერების ინტეგრირებული მართვა მიკრობული კონტროლის აგენტების გამოყენებისათვი?“ არის ასახული.

მოხსენებები არის სხვადასხვა მიმართულებით, მხოლოდ ერთ მოხსენებაზე გავამახვილებ ყურადღებას, ეს არის “მიკრობიოლოგიური აგენტების გამოყენება მვნებლების მიმართ მცენარეთა დაცვისათვის საქართველოში: წარსული და მომავალი“ , რომელსაც წარმოადგენს პროფესორი ცისია ჩხუბიანიშვილი და გახსნის კონფერენციის პლენარულ მოხსენებებს.

-როგორია კონფერენციის გეგმა, რა ღონისძიებებია დაგეგმილი მიმდინარეობისას?

კონფერენციის ჩატარებას აქვს თავისი ფორმატი, რომელიც უნდა დაიცვას კონფერენციის მომწყობმა ორგანიზაციამ. ჩვენც ამ ფორმატით გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც მოიცავს გაცნობით შეხვედრას, კონფერენციის გახსნით ცერემონიალს, სესიებს სამუშაო ჯგუფების საქმიანობის მიხედვი , ექსკურსიას, შემაჯამებელ და დასკვნით ცერემონიალს, წვეულებას.

კონფერენციაში მონაწილეობს 90 დელეგატი, მსოფლიოს ოთხი კონტინეტის 15 ქვეყნიდან, არიან ახალგაზრდა მეცნიერები და სტუდენტები, 8 სტუდენი დაფინანსდა სამოგზაურო გრანტით.



-რა მნიშვნელობა აქვს ამ კონფერენციას, როგორც დარგის განვითარებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის?

ამ შეხვედრას აქვს როგორც ადგილობრივი ასევე რეგიონალური მნიშვნელობაც, რადგან ეს ღონისძიება პირველია არ მხოლოდ საქართველოსთვის, არეამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვისაც.

ამ ღონისძიების ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართველი მკვლევარებისათვის, ვინადან, ჩვენ შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად შევა GLOBAL IOBC-ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში, რაც ნიშნავს რომ ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციის მხარდამჭერი სუბიექტი. ეს კი ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერებისა და ექსპერტების ინტეგრირებას საერთაშორისო დონეზე, რაც მომავალში გააუმჯობესებს ურთიერთობებს, გაადვილებს ერთობლივი და გლობალური პროექტების მოზიდვას და განხორციელებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარებისათვის, რომლებიც ეხლა გადიან ცხოვრების ასპარეზზე, რომელებიც შეიძენენ გამოცდილებას და გზა გაეხსნებათ მომავალი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობებისათვის.


მინდა მადლობა გადავუხადო აგრარული უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვატო ლეჟავას სრული მხარდაჭერისთვის, პროფესორ ელიზბარ ელიზბარაშვილს, ანი მილაშვილს, საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, სტუდენტებს გაწეული სამუშაოსთვის.

ესაუბრა ნატალია ინგოროყვა

გამოქვეყნებულია 11-06-2017