გაიარეთ
რეგისტრაცია


ტრენინგი ექპერიმენტულ ტექნიკაში გურიის რეგიონის ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მასწავლებელებისათვის

რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის პროექტის მცირე გრანტების პროგრამაში (SGS) გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში  კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრში (ოზურგეთი, ანასეული) ბაზაზე შეიქმენება მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი.

 

"მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის" მიზანია გურიის რეგიონის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება საბუნებისმეტყველო საგნებში (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა). პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 150 მასწავლებლის გადამზადება შესაბამისი საგნის ექსპერიმენტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

 

ტრენინგის გავლის შედეგად მასწავლებელები  აიმაღლებენ კვალიფიკაციას, მათ მიეცემათ შესაძლებლობა მეცადინეობები ჩაატარონ ექსპერიმენტების გამოყენებით, მოსწავლეებსა და აბიტურიენტებში ხელი შეუწყონ საბუნებისმეტყველო დარგის პოპულარიზაციას, შეასრულონ კვლევითი ხასიათის პროექტები და მოსწავლეები წარადგინონ ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებზე, ასევე დასაქმდნენ ინდუსტრიისა თუ დიაგნოსტიკის ლაბორატორიებში.

 

მასწავლებლები ტრენინგს გაივლიან უფასოდ. 

 

ერთი ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენს 30 საათს (2 კრედიტი). ტრენინგები ჩატარდება 10 მასწავლებლისაგან შედგენილ ჯგუფებში 6 მაისიდან 20 ნოემბრის ჩათვლით შემდეგი განრიგის მიხედვით:

 

1. ჯგუფი 1 ქიმია 6, 7, 8, 13, 14, 15 მაისი
2 ჯგუფი 2 ბიოლოგია 20, 21, 22, 27, 28, 29 მაისი
3 ჯგუფი 3 ქიმია 3, 4, 5, 10, 11, 12 ივნისი
4 ჯგუფი 4 ფიზიკა 17, 18, 19, 24, 25, 26 ივნისი
5 ჯგუფი 5 ფიზიკა 1, 2, 3, 8, 9, 10 ივლისი
6 ჯგუფი 6 ფიზიკა 15, 16, 17, 22, 23, 24 ივლისი
7 ჯგუფი 7 ფიზიკა 25, 26, 27, 28, 29, 30ივლისი
8 ჯგუფი 8 ქიმია 2, 3, 4, 9, 10, 11 სექტემბერი
9 ჯგუფი 9 ბიოლოგია 16, 17, 18, 23, 24, 25 სექტემბერი
10 ჯგუფი 10 ქიმია 30 სექტემბერი, 1, 2,  7, 8, 9 ოქტომბერი
11 ჯგუფი 11 ბიოლოგია 14, 15, 16, 21, 22, 13 ოქტომბერი
12 ჯგუფი 12 ბიოლოგია 28, 29, 30 ოქტომბერი;  4, 5, 6 ნოემბერი

 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

 

 

საკონტაქტო პირი: თეა მათითაიშვილი t.matitaishvili@agruni.edu.ge. ტელ: 595 63 66 76

 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას