მეცნიერება

მაკროციკლური პოლიაზომეთინური კომპლექსნაერთები

 

საკვანძო სიტყვები:  მაკროციკლური აზომეთინები. კომპლექსნაერთები, საღებრები

 

აზომეთინური ნაერთები დიდი წარმატებით გამოიყენება კომპლექსური ნაერთების მისაღებად, რომელთაც მრავალი საინტერესო ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თვისებები გააჩნიათ. ლიტერატურაში აღწერილი მასალიდან ირკვევა, რომ გარდამავალი პერიოდის მეტალებთან მდგრადი კომპლექსების წარმოქმნისათვის ღიაჯაჭვიანი აზომეთინები გარკვეულ აღნაგობას უნდა აკმაყოფილებდნენ. კერძოდ, როგორც "ამინურ", ისე "კარბონილურ" ფრაგმენტში აზომეთინის მიმართ ორთო მდებარეობაში უნდა იყოს ჩანაცვლებული ჰირდოქსილის ჯგუფი.

20–წევრიანი მაკროციკლური პოლიაზომეთინური ნაერთების „თაიგულის“ დიამეტრი ქვანტურ–ქიმიური გაანგარიშებების მიხედვით არის 4.2÷4.33 Å. გარდა ამისა, აზომეთინური ჯგუფის მიმართ ორთო–მდებარეობაში ჩანაცვლებულია ჰიდროქსილის ფუნქციური ჯგუფი, რომელმაც ასევე ხელისშემწყობი როლი უნდა ითამაშოს კომპლექსების წარმოქმნაში. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომში 20–წევრიანი მაკროციკლური პოლიაზომეთინური ნაერთების მონაწილეობით განხორციელებული იქნა კომპლექსური ნაერთების სინთეზი.

პოლიაზომეთინური საღებრის 20 დიმეთილფორმამიდის ხსნარის გაცხელება 70 °C-ზე ექვიმოლური რაოდენობის CuCl2-ის თანაობისას 4 სთ-ის განმავლობაში იძლევა შესაბამის კომპლექსურ ნაერთს, რომლის სარეაქციო სისტემიდან გამოყოფა წარმოებს სარეაქციო მასის წყლით განზავებით და გამოყოფილი კრისტალების გაფილტვრით (სქემა 1).

კომპლექსაციის რეაქციის წარმატებულობაზე მეტყველებს რამდენიმე ფაქტი. მიღებული ყვითელი ფერის კრისტალური მასას საწყისი აზომეთინისაგან განსხვავებით აღარ ახასიათებს ლუმინესცენცია. უნდა აღინიშნოს, როგორც ლიტერატურიდან არის ცნობილი, მეტალთა იონები ხშირად იწვევენ ლუმინესცენციის ჩახშობას. კომპლექსური ნაერთების   წარმოქმნას ასევე მიუთითებს მისი ელექტრონული შთანთქმის სპექტრები (ნახ. 1).

სქემა 1. მარკოციკლური პოლიაზომეთინის სპილნძის კომპლესნაერთების სინთეზი და მიღებული კომპლექსნაერთების სავარაუდო სტრუქტურები

ნახ. 1. სპილენძის იონის შემცველი აზომეთინური კომპლექსური ნაერთის ელექტრონული შთანთქმის სპექტრი (გამხსნელი - DMF)

ასევე მიღებულია პოლიაზომეთინური საღებრის Cr(III), Co(II), Ni(II) კომპლექსური ნაერთები. მიღებული კომპლექსური ნაერთების თვისებების მრავალფეროვნების მინიჭების მიზნით აზომეთინის კომპლექსაცია მეტალის იონებთან ჩატარებული იქნა აზოსაღებრის თანაობისას. Cr(III)–ის შემცველი კომპლექსების სინთეზი განხორციელდა სქემა 2–ის მიხედვით. მიზნობრივი L1L2Me ტიპის კომპლექსების მისაღებად პირველ ეტაპზე მიღებული იქნა აზოსაღებარი ორთო–ამინოფენოლის დიაზოტირებითა და რეზორცინთან აზოშეუღლებით. კომპლექსწარმოქმნა განხორციელდა ეთანოლის არეში მორეაგირე კომპონენტების  ექვიმოლური თანაფარდობით.

სქემა 2. მაკროციკლური აზომეთინის, აზოსაღებრის  და ქრომის (III) შემცველი კომპლექსური ნაერთის სინთეზი და მიღებული კომპლექსის სავარაუდო სტრუქტურები

 

პუბლიკაციები, პატენტები, გრანტები

1. Elizbarashvili E., Matitaishvili T., Topuria Kh. Synthesis of Macrocyclic Polyazomethines. Journal of Brazilian Chemical Society. 2007, 18, 6, 1254-1258.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, elizbarashvili@gtu.ge
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ორგანული ქიმიის მიმართულება

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები