ქიმიის ოლიმპიადა

 


მნიშვნელოვანი თარიღები

14-02-2022 - რეგისტრაციის დაწყება

11-03-2022 - რეგისტრაციის დასრულება

12-03-2022 - I ტური (VIII და IX კლასები)

13-03-2022 - I ტური (X-XII კლასები)

16-04-2022 - II ტური (VIII და X კლასები)

17-04-2022 - II ტური (IX, XI და XII კლასები)

სრულად








მიმდინარე შედეგები




ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერ პირს, რომელიც ატარებს საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლის სტატუსს.

 

- ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად უნდა ვიყო რეგისტრირებული ონლაინ სკოლაში „ზურგჩანთა“?

ოლიმპიადაში  მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო არ არის ონლაინ სკოლში  „ზურგჩანთა“ რეგისტრაცია.

ოლიმპიადაში მონაწილეობა ფასიანია?

ოლიმპიადაში მონაწილეობა არის უფასო.

- რომელი ასაკობრივი ჯგუფებისათვის ტარდება ოლიმპიადა?

ოლიმპიადა ტარდება ოთხ ასაკობრივ ჯგუფში, კერძოდ  მე-8, მე-9, მე-10 და მე-11-12 კლასის სასწავლო პროგრამის მიხედვით.

- როგორ უნდა ავირჩიო ასაკობრივი ჯგუფი?

ასაკობრივი ჯგუფი უნდა აირჩიოთ რეგისტრაციის გავლის დროს.

- შემიძლია ავირჩიო სხვა ასაკობრივი ჯგუფი, ვიდრე ამჟამად ვსწავლობ სკოლაში?

დიახ, ასაკობრივი ჯგუფის არჩევანს აკეთებს თავად აპლიკანტი. ქვედა კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზედა ასაკობრივი ჯგუფის ტურში.

- შემიძლია ავირჩიო რამდენიმე  ასაკობრივი ჯგუფი?

რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფის არჩევა არ არის შესაძლებელი, რადგან ფინალური ტური ტარდება ერთ დღეს ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის.

- როდის და რა ფორმით შევიტყობ ტურის შედეგს?

პირველი ტურში  მიღებულ ქულას შეიტყობთ ტურის დამთავრებისთანავე, მეორე ტურის შედეგებზე ინფორმაციას მიიღებთ ტურის დამთავრებიდან 48 საათის განმავლობაში ელ-ფოსტით. ხოლო მესამე ტურის შედგები გამოცხადდება დაჯილდოების ცერემონიალზე.

ყოველ მომდევნო ტურში გადასული მოსწავლეების სია გამოქვეყნდება ოლიმპიადის ვებ გვერდზე.

-როგორია ოლიმპიადის საპრიზო ფონდი?

ყოველ ტურზე დგება რანგირების შკალა. მომდევნო ტურზე გადადის მონაწილეთა საერთო რაოდენობის 60%.

ფინალურ ტურზე საუკეთესო ნაშრომების 10%-ს ენიჭება პირველი ხარისხის დიპლომი, 20%-ს მეორე ხარისხის და 30%-ს მესამე ხარისხის დიპლომი.

- კიდევ რა სახის წახალისებას იღებს ოლიმპიადაში გამარჯვებულები?

ფინალური ტურის საუკეთესო ათეული გაივლის ორკვირიან ტრენინგს  ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურში მონაწილეობისათვის.