ქიმია და კრიმინალისტიკა ნაწილი 3. საღებრებისა და საღებავების ქიმია და კრიმინალისტიკა.

ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: ელ-ვერსია

გამოცემის წელი: 2011

ISBN: -

ანოტაცია: წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია საღებრებისა და საღებავების კრიმინალისტიკური ქიმიის საკითხები. შესავალი ნაწილის შემდეგ მოკლედ არის მიმოხილული ფერთა თეორიის ზოგადი საკითხები, კერძოდ ფერის რაოდენობრივი დახასიათება, CIE სისტემის ელემენტებსა და საღებრების მეტამეტრიზმის შესახებ. შემდეგ თავში შეხვდებით საღებრების ქიმიის ზოგად საკითხებს, მათ შორის საღებრების კლასიფიკაციას სხვადასვა მიდგომების საშუალებით. მომდევნო თავები ეთმობა საღებრებისა და საღებავები გამოყენების არეალების (მელნები, მექანიკურ და კომპიუტერულ ბეჭდვა, მექანიკური ბეჭდვა, საღებავები) ასპექტებს და ასევე იმ დამხმარე საშუალებებს (გამხსნელები, ფისები და ა.შ.), რომელიც საღებრებთან და საღებავებთან ერთად გამოიყენება. სახელმძღვანელოში ერთი თავი მთლიანად ეთმობა მელნებისა და საღებავების კრიმინალისტიკური ანალიზს. კერძოდ, განხილულია ისეთი მეთოდები, როგორიცაა ანალიზური მეთოდები, ოპტიკური მიკროსკოპია, ალტერნატიული დანათების მეთოდი, ხსნადობის ტესტი და თხელფენოვანი ქრომატოგრაფია, სპექტროსკოპია და მიკროსპექტროფოტომეტრია, მას სპექტრომეტრია, გაზქრომატოგრაფიული მას სპექტრომეტრია (GCMS) და მაღალი სიზუსტის თხევადი ქრომატოგრაფია (HPLC), ელემენტური ანალიზი, ხანდაზმულობა და დათარიღება.

   ჩამოწერა
  

ქიმია და კრიმინალისტიკა. ნაწილი2. ბოჭკოები და კრიმინალისტიკური ქიმიური ანალიზი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: ელ–გამოცემა

გამოცემის წელი: 2011

ISBN: -

ანოტაცია: განხილულია ბოჭკოებისა და მათი ანალიზის კრიმინალისტიკური ქიმიის საკითხები. შესავალი ნაწილის შემდეგ მოკლედ არის მიმოხილული ბოჭკოების სახეები და მათი კლასიფიკაცია. შემდეგ თავში განვიხილულია ბოჭოების ანალიზის მეთოდები, როგორიცაა მიკროსკოპით დაკვირვება, ლღობის ტემპერატურისა და ხსნადობის ტესტი, ქრომატოგრაფია და სპექტროსკოპია და მიკროსპექტროსკოპია. სახელმღვანელოში შეხვდებით ამონარიდებს რეალური საგამოძიებო საქმეებიდან, რომელთაც გარდა ინფორმაციული ხასიათისა, მჭიდრო კავშირი აქვს ტექსტში გადმოცემულ თეორიულ მასალასთან.

   ჩამოწერა
  

ქიმია და კრიმინალისტიკა. ნაწილი 1. მიკრონაწილაკები კრიმინალისტიკაში.

ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: ელ–ვერსია

გამოცემის წელი: 2011

ISBN: -

ანოტაცია: განხილულია მიკრონაწილაკების კრიმინალისტიკური ქიმიის საკითხები: მიკრონაწილაკების გამოყენების ისტორიული მომენტები კრიმინალისტიკური თვალსაზრისით, მიკრონაწილაკების როლი თანამედროვე კრიმინალისტიკურ ექსპერტიზაში და მიკროობიექტების მცნება, მათ კლასიფიკაცია სხვადასხვა მიდგომის მიხედვით. შემდეგ თავებში განხილულია მიკრონაწილაკების აღმოჩენის, ფიქსაციისა და კვლევის პრობლემები. ერთი თავი მთლიანად ეთმობა მიკრონაწილაკების ანალიზის და მათ შორის აღმოჩენის მეთოდებს (სკრინინგი, სიმკვრივის გრადიენტული განაწილება და ა.შ.). გაეცნობით მიკრონაწილაკების შემადგენლობას (პირველადი მინერალები, თიხოვანი მინერალები, ორგანული მასალები, მიკრობიოლოგიური ჩანართები, ყვავილის მტვერი და სხვა ბოტანიკური მასალები) და მათი ანალიზის მეთოდებს. ასევე აღმოაჩენთ ინფორმაციას მიკროობიექტების ზომების, მიკროსკოპის სახეებზე და მათი მოქმედების პრინციპის შესახებ. გარდა ამისა, სახელმღვანელოში შეხვდებით ამონარიდებს რეალური საგამოძიებო საქმეებიდან, რომელთაც გარდა ინფორმაციული ხასიათისა, მჭიდრო კავშირი აქვს ტექსტში გადმოცემულ თეორიულ მასალასთან.

   ჩამოწერა
<< < 1 2 3 4 5

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას