ქიმია და პერსონალური კომპიუტერი

ე. ელიზბარაშვილი, ლ. გვასალია

გამომცემლობა: "ტექნიკური უნივერსიტეტი"

გამოცემის წელი: 2005

ISBN: 99940-48-12-0

ანოტაცია: პერსონალური კომპიუტერები სულ უფრო მეტ გამოყენებას პოულობენ მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა დარგში. გამონაკლისი არც ქიმია და ქიმიური ტექნოლოგიაა. სხვადასხვა მძლავრი კომპანიებისა და ცალკეული სამეცნიერო ჯგუფების მიერ შექმნილია რამდენიმე ათეული ქიმიური პროგრამა პერსონალური კომპიუტერებისათვის, რომლებიც საშუალებას იძლევიან უსწრაფესად გადაიჭრას ნებისმიერი სირთულის ქიმიური და ქიმიურ-ტექნოლოგიური ამოცანები. ამ პროგრამების გამოყენება მომხმარებლისაგან გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია უნივერსიტეტების ქიმიური და ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ვფიქრობთ, კარგ მეგზურობას გაუწევს მათ ქიმიური პროგრამების მრავალფეროვან ლაბირინთებში გზის გასაკვლევად. სახელმძღვანელო, სტუდენტების გარდა, დაეხმარება ქიმიის დარგში მომუშავე სხვა მომხმარებელსაც.

   ჩამოწერა
  

სპექტრომეტრული მეთოდების გამოყენება ორგანულ ქიმიაში

ე. ელიზბარაშვილი, ზ. გელიაშვილი, გ. ჭირაქაძე

გამომცემლობა: "ტექნიკური უნივერსიტეტი"

გამოცემის წელი: 2005

ISBN: 99940-35-83-5

ანოტაცია:

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ქიმიის პროფილის სტუდენტთა და მაგისტრანტთათვის.

დამხმარე სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს, მაგისტრანტებს, ასპირანტებსა და ქიმიკოს-მკვლევარებს ორგანული ნაერთების სტრუქტურული კვლევისათვის გამოყენებული ფიზიკური მეთოდების ათვისებაში.

წიგნში განხილულია სპექტრომეტრული მეთოდების (უი-, იწ-, H1-ბმრ- და მას-სპექტრომეტრია) საშუალებით ორგანული ნაერთების სტრუქტურის დადგენა. მასალის თვალსაჩინოებისათვის მოყვანილია მრავალი კონკრეტული ამოცანა. წიგნს ერთვის საცნობარო მასალა ცხრილების სახით, რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს სპექტრების ინტერპრეტაციაში.

   ჩამოწერა
  

ორგანული ქიმია. ნაწილი 1

ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: ელ-ვერსია

გამოცემის წელი: 2009

ISBN: -

ანოტაცია: ორგანული ქიმიის სახელმძღვანელოში შესულია ნახშირწყალბადები. იგი დიდ დახმარებას გაუწევს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

   ჩამოწერა
  

პოპულარული ლექციები ქიმიაში

ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: ელ-წიგნი

გამოცემის წელი: 2009-2010

ISBN: -

ანოტაცია: ელ-წიგნი მოიცავს 6 პოულარულ ლექციას ქიმიაში: "რატომ უნდა ვისწავლოთ ქიმია", "XXI საუკუნე და პოლიმერული რევოლუცია", "ფერი, ქიმია, ჩვენ", "როგორ მივიღოთ საწვავი", "ქიმია+აგრონომის=აგროქიმია", "რამდენად საშიშია ოზონი".
ელ-წიგნი შექმნილია ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის "სამეცნიერო პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისათვის" ფარგლებში.

   ჩამოწერა
  

კრიმინალისტიკური ქიმია

ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: ელ-წიგნი

გამოცემის წელი: 2011

ISBN: -

ანოტაცია: ელ-წიგნი მოიცავს ქკიინალისტიკური ქიმიის სამ თავს: მიკრონაწილაკები, ბოჭკოები, საღებრები და საღებავები. ელ-წიგნის კოლექციაში ასევე შესულია სალექციო პრეზენტაციები და და სხვა დამხმარე მასალა.

   ჩამოწერა
<< < 1 2 3 4 5 > >>

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას