6. მე-6 ჯგუფის ელემენტები

6.1. ქრომი

1. როგორია ქრომის ატომის გარე გარსის ელექტრონული კონფიგურაცია? რომელ ჟანგვით რიცხვს ავლენს ნაერთებში ქრომი და მათგან რომელია მისთვის ტიპური? რატომ?

2. რატომ არის გავრცელებული ბუნებაში ქრომი მხოლოდ ნაერთების სახით? ქრომის რომელი მინერალი არის გავრცელებული ბუნებაში? დაწერეთ მისი ქიმიური ფორმულა

3. როგორ მიიღება ქრომის მნიშვნელოვანი შენადნობი - ფეროქრომი? დაწერეთ მისი მიღების შესაბამისი ქიმიური რეაქციის განტოლება. სად გამოიყენება ფეროქრომი?

4. როგორ ღებულობენ სუფთა ქრომს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

5. როგორი ფიზიკური თვისებებია დამახასიათებელი ქრომისათვის?

6. რით არის გამოწვეული ქრომის მაღალი ჟანგვითი და თერმოჟანგვითი კოროზიამედეგობა?

7. რატომ არ მოქმედებს ქრომზე ცივ პირობებში კონცენტრირებული აზოტმჟავა და კონცენტრირებული გოგირდმჟავა?

8. რომელ ლიგანდებთან წარმოქმნის კომპლექსნაერთებს ქრომი ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით?

9. რომელი ოქსიდია თერმოდინამიკურად მდგრადი - Cr2O3 თუ CrO3? რატომ?

10. რომელი გამარტივებული ხერხით მიიღება ქრომის ტრიოქსიდი?

11. რატომ არის ქრომის ნაერთები +2 ჟანგვითი რიცხვით ჰაერზე არამდგრადი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

12. როგორ იცვლება ფუძე-მჟავური თვისებები რიგში: 
Cr(OH)2 → Cr(OH)3 → H2CrO4→ H2Cr2O7

13. როგორ აიხსნება Cr2(SO4)3-ისდა (NH4)2S-ის წყალხსნარების ურთიერთქმედებით Cr(OH)3-ის ნალექის გამოყოფა? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

14. როგორ შეიძლება განვახორციელოთ ქრომის მარილების (მაგალითად, CrCl3-ის) ჰიდრატების დეჰიდრატაცია? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის განტოლება.

15. როგორ მიიღება Cr2O3-დან ა) კალიუმის ქრომიტი და ბ) კალიუმის ქრომატი? შეადგინეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

16. დაწერეთ საღებავების დასამზადებლად გამოყენებული Cr2O3-ის მიღების რეაქციის ტოლობები.

17. რომელი მეტალების ქრომატებია გამოყენებული საღებავებად?

18. კალიუმის ქრომატის და დიქრომატის ხსნარზე ბარიუმის მარილის ხსნარის მოქმედებით ილექება ერთნაირი შედგენილობის ნაერთები. რატომ?

19. როგორ დამოკიდებულებაშია მე-6 ჯგუფში ქრომის მომდევნო ელემენტები მოლიბდენი და ვოლფრამი წყლის, ჟანგბადის, მჟავას და ტუტის მიმართ? დაწერეთ შესაბამისი რეაქციების განტოლებები.

 

s