4. მე-4 ჯგუფის ელემენტები

4.1. ტიტანი

1. გარდამავალი მეტალების რომელ რიგს მიეკუთვნება ტიტანი? რატომ?

2. რამდენი მოდიფიკაციის სახით არსებობს ტიტანი? რა განსხვავებაა ამ მოდიფიკაციებს შორის?

3. რატომ არ გვხვდება ტიტანი ბუნებაში თავისუფალ მდგომარეობაში?

4. რა სამრეწველო ხერხებით მიიღება ტიტანი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის განტოლებები.?

5. რატომ ავლენს ტიტანი სხვადასხვა გარემოს მიმართ მაღალ კოროზიამედეგობას?

6. რომელ მჟავაში იხსნება ტიტანი ადვილად? რატომ?

7. როგორი შედგენილობის ნაერთებს წარმოქმნის ტიტანი სხვადასხვა მეტალთან (მაგალითად, ალუმინთან, მაგნიუმთან)?

8. რომელი ჟანგვითი რიცხვია ტიტანისათვის ტიპური? როგორი სტრუქტურა აქვთ ტიტანის ნაერთებს +4-ის ტოლი ჟანგვითი რიცხვით?

9. როგორ მეტალებს მიეკუთვნება ტიტანი? რა უარყოფითი თვისება აქვს ტიტანის მტვერს?

10. როგორ მიიღება ე.წ. რაფინირებული ტიტანი?

11. როგორ ამზადებენ ტექნიკაში ტიტანის სხმულებს?

12. რა პირობებში და როგორ გარდაიქმნება ტიტანი? რა თვისებას ავლენს ტიტანი განზავებული მჟავების მოქმედების მიმართ?

13. რა პირობებში და როგორ ურთიერთქმედებს წვრილად დისპერგირებული ტიტანი კონც. გოგირდმჟავასთან და მარილმჟავასთან?

14. რა პირობებში და რომელი ნაერთების წარმოქმნით აღდგება ტიტანის დიოქსიდი (TiO2) ტეტრაქლორიდი (TiCl4)?

15. რა გამოყენება აქვს ტიტანს ტექნიკაში, მედიცინაში, ყოფა-ცხოვრებაში? რა ფაქტორები განაპირობებს მის გამოყენებას?

16. რა სპეციფიკური თვისებებით ხასიათდება და სად გამოიყენება ტიტანის შენადნობები?

17. რა გამოყენება აქვს TiCl3-ს, როგორც აღმდგენს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის განტოლება.

 

s