14. მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.2. სილიციუმი

1. რა განსხვავებაა სილიციუმის ელექტრონულ აღნაგობასა და ნახშირბადის ელექტრონულ აღნაგობას შორის? ამ განსხვავების გამო რა თვისებებია დამახასიათებელი სილიციუმისთვის?

2. სილიციუმის ატომის ელექტრონული სტრუქტურებისაგან (ჰიბრიდული მდგომარეობიდან) რომელია მდგრადი? როგორია სილიციუმის ატომის ჟანგვითი რიცხვი ნაერთებში?

3. მოიყვანეთ სილიციუმის მიღების მეთოდები.

4. როგორ მიიღება ქიმიურად სუფთა სილიციუმი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

5. რა მეთოდით და როგორ მიიღება ნანო-SiO2? რაზეა დაფუძნებული ეს მეთოდი?

6. როგორ მიიღება ტექნიკაში სილიციუმ/ნახშირბადის შენადნობი კარბორუნდი?

7. როგორ და რა პირობებში იშლება კარბორუნდი?

8. სად გამოიყენება კარბორუნდი?

9. რომელ მინერალურ მჟავასთან და როგორ ურთიერთქმედებს სილიციუმი?

10. როგორ ურთიერთქმედებს სილიციუმი ტუტეების წყალხსნარებთან და წყალთან?

11. რომელი კრისტალური ფორმები შეესაბამება სილიციუმის დიოქსიდს? სილიციუმის რომელ ბუნებრივ სახეობებს იცნობთ?

12. რატომ გამოირჩევა ალმასი და კარბორუნდი (SiC) დიდი სიმაგრით?

13. როგორ მიიღება სილიციდები და რა გამოყენება აქვთ მათ?

14. რა სამრეწველო გამოყენება აქვს სილიციუმს?

15. რას წარმოადგენს H2[SiF6] და როგორ მიიღება?

16. როგორი ფიზიოლოგიური ეფექტი აქვს სილიციუმის ტეტრაფთორიდს და ფთორსილიკატებს ადამიანის მიმართ?

17. როგორი აღნაგობა აქვს სილიციუმის დიოქსიდს?

18. რა არის სიტალები და რა გამოყენება აქვთ მათ?

 

s