8. მე-8 ჯგუფის ელემენტები

8.1. რკინა

1. რატომ მიაკუთვნებენ ნიკელსა და კობალტს რკინის ოჯახს?

2. რომელი ჟანგვითი რიცხვებია დამახასიათებელი რკინისათვის?

3. როგორი სახით არის გავრცელებული ბუნებაში რკინა? დაასახელეთ რკინის შემცველი მინერალები და დაწერეთ მათი შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

4. როგორ მიიღება რკინა მრეწველობასა და ლაბორატორიაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

5. რკინის რომელი შენადნობი გამოიყენება ტექნიკაში უფრო ფართოდ? რომელი ნედლეული გამოიყენება რკინის შენადნობების მისაღებად?

6. რომელი სტადიების გავლით აწარმოებენ რკინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენადნობს - ფოლადს?

7. პირობების მიხედვით, რამდენი მოდიფიკაციის სახით შეიძლება არსებობდეს რკინა? როგორია მათი მდგრადობის ტემპერატურული ინტერვალი? როგორი სტრუქტურა აქვს რკინის მოდიფიკაციებს?

8. როგორ გარდაიქმნება რკინა ტენიან ჰაერზე? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

9. როგორ მოქმედებს რკინა განზავებულ აზოტმჟავასთან ამ უკანასკნელის კონცენტრაციაზე დამოკიდებულებით? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

10. რომელ ნაერთშია რკინა ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით? ადამიანისთვის რა საშიშ თვისებას ავლენს აღნიშნული ნაერთი?

11. როგორ მიიღება ქიმიურად სუფთა რკინა?

12. როგორ მიიღება რკინა(II)-ის მარილები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.

13. დაწერეთ რკინა(II)-ის მარილების დაჟანგვის რეაქციების ტოლობები.

14. რა სახით არის წყალხსნარებში Fe2+? დაწერეთ შესაბამისი ფორმულა

15. რაში გამოიხატება რკინა(II)-ის ნაერთების მსგავსება მანგანუმ(II)-ის, კობალტ(II)-ის და ნიკელ(II)-ის ანალოგიურ ნაერთებთან?

16. რკინის რომელ განსაკუთრებით მდგრად კომპლექსებს იცნობთ? დაწერეთ მათი ქიმიური ფორმულები. როგორ მიიღება ეს კომპლექსები? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის განტოლებები. რა გამოყენება აქვს ამ კომპლექსებს?

17. როგორ მიიღება Fe(III)-ის ნაერთები?

18. რომელი ნაერთია რკინის ნაერთებს შორის ყველაზე მდგრადი?

19. რომელ ოქსიდებს წარმოქმნის რკინა? როგორ შეიძლება წარმოვადგინოთ შერეული ოქსიდი Fe3O4 სხვა სახით? რა გამოყენება აქვს ამ ოქსიდს?

20. რომელი ქიმიური რეაქციით დასტურდება, რომ Fe3O4 (რკინის ხენჯი) შერეული ოქსიდია? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

21. რა არის ფერატები და როგორ მიიღება ეს ნაერთები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

22. რა გამოყენება აქვს რკინის შემცველ პრეპარატებს (რკინის გლუკონატი, ფერუმ-რედუქტი და სხვ.)?

 

s