9. მე-9 ჯგუფის ელემენტები

9.1. კობალტი

1. როგორი ჟანგვითი რიცხვია დამახასიათებელი ჩვეულებრივი კობალტისთვის?

2. როგორ ღებულობენ კობალტს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

3. რომელ ნაერთებშია კობალტი ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით? დაწერეთ ამ ნაერთების ფორმულები.

4. კობალტ(III)-ის კატიონური კომპლექსებიდან რომელია მდგრადი?

5. რა გამოყენება აქვს კობალტს ტექნიკაში?

6. კობალტ(III)-ის ნაერთებიდან (არაკომპლექსური) რომელია მდგრადი?

7. როგორი კომპლექსის სახით არსებობს Co(II)-ის იონები წყალში? რა ცვლილებას განიცდის CoCl2·6H2O-ს კრისტალჰიდრატი? რა გამოყენება აქვს მას?

8. როგორ ახსნით ორბირთვიანი კობალტის კარბონატის წარმოქმნას ნიკელის ერთბირთვიანი კარბონილისგან [Ni(CO)4] განსხვავებით?

9. როგორია კომპლექსწარმომქმნელის ატომური ორბიტალების ჰიბრიდიზაციის ტიპი კომპლექსურ იონებში, თუ ცნობილია, რომ [Co(NH3)6]2+ პარამაგნიტურია, ხოლო [Co(NH3)6]3+ - დიამაგნიტური?

10. როგორია კობალტის ბიოლოგიური როლი ადამიანის ორგანიზმში?

 

s