ეთიკის კოდექსი

ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპები


წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპებს საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირებისათვის, კერძოდ რედაქტორებისთვის, ავტორებისა და ხელნაწერთა რეცენზენტებისათვის. მოცემული პრინციპები შემუშავებულია ჟურნალის რედაქტორების მიერ და რეგულარულად ხდება მისი გადახედვა, და საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი რედაქტირება-დაზუსტება.

 

ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპები საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებით

შესავალი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ჟურნალი  "ქიმიის უწყებანი" ემსახურება ქიმიის, ქიმიური ინჟინერინგისა და მონათესავე დაგრების (როგორიცაა მაგალითად ფარმაცია, ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია, კვების ტექნოლოგია და ა.შ.) პოპულარიზაციას. ჟურნალის რედაქტორის მოვალეობაა, შეიმუშაოს სახელმძღვანელო პრინციპები, რომლითაც იხელმძღვანელებს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნაშრომების შერჩევისა და მიღების პროცესში.
მოცემული სფეროს არსებითი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა მისი წევრების მიერ იმ კოდექსის მიღება, რომლითაც მოცემულია მათი ქცევის სასურველი წესები და მოვალეობები ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე. მოცემული კოდექსი შეიქმნა, უპირველესად, საზოგადოების სასარგებლოდ, საგამომცემლო საქმიანობის ინტერესების დასაცავად.


მითითებები

ა. ეთიკური ნორმები ჟურნალის რედაქტორებისათვის

1. რედაქტორი ვალდებულია მიუკერძოებლად და მართებულად განიხილოს გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ყველა ხელნაწერი, განურჩევლად ავტორის/ავტორების რასისა, აღმსარებლობისა, ეროვნებისა, სქესისა, სამუშაო სტაჟისა და ორგანიზაციის წევრობისა. თუმცა, რედაქტორს შეუძლია გაითვალისწინოს განსახილველი ხელნაწერის დამოკიდებულება იგივე ავტორის/ავტორების მიერ წარსულში ან იმავდროულად წარმოდგენილ ხელნაწერებთან.
2. რედაქტორი ვალდებულია, პუბლიკაციისთვის წარმოდგენილი ხელნაწერები მისაღებად მოკლე ვადაში განიხილოს.
3. პუბლიკაციისთვის ხელნაწერის მიღებისა და უარყოფის პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ რედაქტორს. ამ მოვალეობის კეთილსინდისიერად და ზედმიწევნით შესასრულებლად რედაქტორი ტრადიციულად მიმართავს შესაბამისი გამოცდილების მქონე სამართლიან რეცენზენტებს, რათა მიიღოს კონსულტაცია პუბლიკაციისათვის წარმოდგენილი ხელნაწერების ხარისხისა და სარწმუნოობის (უტყუარობის) შესახებ. თუმცა, ხელნაწერი შეიძლება დაწუნებულ იქნეს შეფასების გარეშეც, თუ რედაქტორების აზრით, იგი ჟურნალისთვის შეუფერებელია. ხელნაწერის დაწუნების საფუძველი შეიძლება გახდეს ხელნაწერის შეუსაბამო (ზედმეტად დიდი) ზომა ჟურნალში მისთვის განკუთვნილ ადგილთან, მისი არააქტუალობა; აგრეთვე, შემდეგი მიზეზები: ხელნაწერი არ არის საკმარისად ფართო ინტერესის, აკლია შინაარსის სიღრმე, არ არის მისაღები ენით დაწერილი და სხვ.
4. რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრები ვალდებულნი არიან არ გაამჟღავნონ ინფორმაცია განსახილველი ხელნაწერის შესახებ სხვა პირებთან, გარდა იმ პირებისა, რომლებისგანაც ისინი პროფესიულ კონსულტაციებს იღებენ მოცემულ ხელნაწერთან დაკავშირებით (თუმცა, რედაქტორმა, რომელიც შუამდგომლობს ან უკვე მოლაპარაკებულია ავტორთან ხელნაწერის პუბლიკაციისთვის წარმოდგენასთან დაკავშირებით, შეიძლება სხვა ავტორს განუმარტოს, რომ მას უკვე მიღებული აქვს ანალოგიური ხელნაწერი პუბლიკაციისთვის ან ასეთი ხელნაწერი მზადდება გამოსაქვეყნებლად). ხელნაწერთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რედაქტორმა და სარედაქციო კოლეგიის წევრებმა შეიძლება გაამჟღავნონ ან გამოაქვეყნონ იმ ხელნაწერთა სათაურები და იმ ნაშრომების ავტორთა გვარები, რომლებიც მიღებულია პუბლიკაციისთვის, თუმცა მხოლოდ იმ ზომით, რაზეც არსებობს ავტორის/ავტორების ნებართვა. სხვა შემთხვევაში საჭიროა ავტორისგან/ავტორებისგან დამატებით ნებართვის აღება.
5. რედაქტორი პატივს სცემს ავტორების ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას.
6. სარედაქციო პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება ხელნაწერზე, რომლის ავტორიც თავად რედაქტორია და რომელიც წარმოდგენილია რედაქტორის ჟურნალში გამოსაქვეყნებლად გადაეცემა სხვა კვალიფიციურ პირს, როგორიცაა იმავე ჟურნალის სხვა რედაქტორი ან სარედაქციო ექსპერტთა კოლეგიის წევრი. გამოსაქვეყნებელი ხელნაწერის ამა თუ იმ ფორმით განხილვა მისსავე ავტორი რედაქტორის მიერ ითვლება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობით/ინტერესთა კონფლიქტად და ამდენად, გაუმართლებელია.
7. პუბლიკაციისთვის წარმოდგენილი ხელნაწერის ავტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელნაწერში არსებული იმ ინფორმაციის, არგუმენტებისა და ახსნა-განმარტებების რედაქტორის მიერ საკუთარი კვლევის მიზნებით გამოყენება, რომლებიც არ ქვეყნდება. თუმცა, თუ ასეთი სახის ინფორმაცია მიუთითებს, რომ რედაქტორის ესა თუ ის კვლევა, სავარაუდოდ, არახელსაყრელი იქნება, რედაქტორი ეთიკურად უფლებამოსილია შეწყვიტოს მუშაობა. თუ ხელნაწერი იმდენად მჭიდრო კავშირშია რედაქტორის წარსულში წარმოებულ ან მიმდინარე კვლევასთან, რომ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს, რედაქტორი ვალდებულია სარედაქციო პასუხისმგებლობა მოცემულ ხელნაწერზე გადასცეს სხვა კვალიფიციურ პირს. რიგ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს ავტორის საქმის კურსში ჩაყენება მოცემულ სფეროში რედაქტორის კვლევისა და გეგმების შესახებ.
8. თუ რედაქტორს წარმოუდგინეს იმის დამამტკიცებელი ფაქტი, რომ რედაქტორის ჟურნალში გამოქვეყნებული ანგარიშის მთავარი არსი ან დასკვნები შეცდომითია, რედაქტორი ვალდებულია იზრუნოს შესაბამისი ანგარიშის გამოქვეყნებაზე, სადაც მითითებული იქნება დაშვებული შეცდომა და შეცდომის გასწორება, რამდენადაც შესაძლებელია. ანგარიში შეიძლება დაწეროს პირმა, რომელმაც პირველმა შენიშნა შეცდომა ან თავდაპირველმა ავტორმა.
9. ავტორს შეუძლია მოსთხოვოს რედაქტორს, რომ მისი ხელნაწერის განხილვისას კონსულტაციის მისაღებად არ მიმართოს ამა თუ იმ რეცენზენტს. თუმცა, რედაქტორმა შეიძლება მიმართოს დასახელებული რეცენზენტებიდან ერთს ან რამდენიმეს თუ იგი თვლის, რომ მისი (მათი) აზრი უცილობლად მნიშვნელოვანია ხელნაწერის ჯეროვნად შეფასებისათვის. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელნაწერი აშკარა შეუსაბამობაშია პოტენციური რეცენზენტის წინა ნაშრომთან.


ბ. ეთიკური ნორმები ავტორებისთვის

ხელნაწერების ავტორებს მოეთხოვებათ ქვემოთ მოცემული ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა. ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში რედაქტორის/რედაქტორების მხრიდან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმები, რომლებიც, სხვა სანქციების გარდა, საგამომცემლო პრივილეგიების გაუქმებასაც გულისხმობს.

1. ავტორის ძირითადი მოვალეობაა წარმოადგინოს მენციერულად  და ტერმინოლოგიურად გამართული ხელნაწერი.
2. ავტორს უნდა ესმოდეს, რომ ჟურნალში ხელნაწერის პუბლიკაციისათვის გამოყოფილი ადგილი ფასეული რესურსია და მასზე მნიშვნელოვანი დანახარჯია გაწეული. ამდენად, ავტორს მოეთხოვება მისი გონივრულად და ეკონომიურად გამოყენება.
3. ავტორმა მითითება უნდა გააკეთოს იმ პუბლიკაციებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს მითითებული ნაშრომის შინაარსი და რომლებიც შეიცავს მითითებას წარსულში დამუშავებულ ყველა იმ ნაშრომზე, რომლებიც ეხმარება მკითხველს მოცემული კვლევის უკეთ გაგებაში. იმ ნაშრომის ციტირება, რომელიც არ მიეთითება მოცემულ კვლევაში, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. აღნიშნული არ ეხება რეცენზიას. ავტორი ვალდებულია ჩაატაროს ინფორმაციული ძიება (ლიტერატურის მოძიება), მოიძიოს და მიუთითოს ამოსავალი პუბლიკაციები, რომლებშიც მოცემულია მოცემულ ნაშრომთან დაკავშირებული ნაშრომი. ნაშრომში გამოყენებულ დეფიციტურ მასალასთან დაკავშირებით კეთდება შესაბამისი ციტირება წყაროების მითითებით, თუ მასალა არა ავტორის, არამედ სხვა პირის მიერ არის მოწოდებული.
4. კვლევაში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებთან, აღჭურვილობასთან თუ პროცედურებთან დაკავშირებით უჩვეულო/იშვიათი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი გარკვევით უნდა მიეთითოს ხელნაწერში, რომლის საფუძველზეც ქვეყნდება ნაშრომი.
5. სტატიის დანაწევრება არ არის რეკომენდებული. ავტორმა, რომელმაც ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამუშაოები, პუბლიკაცია ისეთი სტრუქტურით უნდა წარმოადგინოს, რომ თითოეულ მათგანში მოცემული იყოს ზოგადი კვლევის ყოველი კონკრეტული ასპექტის ამომწურავი მიმოხილვა. დანაწევრებული ანგარიში ჟურნალის ფურცლებზე საჭიროზე მეტ ადგილს იკავებს და ართულებს ლიტერატურის მოძიებას (ინფორმაციულ ძიებას). მკითხველს უიოლდება ინფორმაციის აღქმა, როდესაც ანგარიშები რელევანტური კვლევების შესახებ ქვეყნდება ერთსა და იმავე ჟურნალში ან მხოლოდ რამდენიმე ჟურნალში.
6. ხელნაწერის გამოსაქვეყნებლად წარდგენისას ავტორი ვალდებულია რედაქტორს აცნობოს მის ხელნაწერთან დაკავშირებული იმ ხელნაწერების შესახებ, რომლებიც ავტორს წარედგინა სარედაქციო განხილვისათვის ან გამოქვეყნებულია პრესაში. რედაქტორს უნდა წარედგინოს ამ ხელნაწერთა ასლები და უნდა მიეთითოს, თუ რა სახის დამოკიდებულება არსებობს მოცემულ ხელნაწერებსა და პუბლიკაციისთვის წარმოდგენილ ხელნაწერს შორის.
7. არ არის რეკომენდებული ავტორმა ხელნაწერები, რომლებშიც აღწერილია არსებითად ერთი და იგივე კვლევა, წარადგინოს პირველადი პუბლიკაციისთვის ერთზე მეტ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, თუ საქმე არ ეხება დაწუნებული ან პუბლიკაციიდან ამოღებული ხელნაწერის ხელმეორედ წარდგენას.
8. ავტორმა უნდა მიუთითოს მთელი ციტირებული და წარმოდგენილი ინფორმაციის წყარო, გარდა საყოველთაოდ ცნობილი/აღიარებული ინფორმაციისა. ავტორის ნაშრომში ისეთი კერძო არხებით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება და მითითება, როგორიცაა მაგ., არაოფიციალური საუბრები, მიმოწერა და დისკუსია მესამე მხარესთან დაუშვებელია მკვლევარის სპეციალური ნებართვის გარეშე, ვისთან ერთადაც მოხდა ინფორმაციის მიღება. იგივე წესები ვრცელდება ისეთი კონფიდენციალური მომსახურებისას მიღებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა ხელნაწერის რეცენზირება და ანკეტების წარდგენა.
9. ექსპერიმენტული ან თეორიული კვლევა შეიძლება ამართლებდეს სხვა მეცნიერის ნაშრომის კრიტიკას და, რიგ შემთხვევებში, მკაცრ კრიტიკასაც კი. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი კრიტიკული შეფასება შეიძლება გამოქვეყნებულ ნაშრომებშიც მიეთითოს. თუმცა, პირადი კრიტიკა სრულიად დაუშვებელია.
10. ნაშრომის თანაავტორები უნდა იყვნენ პირები, რომელთაც მნიშვნელოვანი მეცნიერული წვლილი მიუძღვით მოცემულ ნაშრომში და რომლებიც სხვებთან ერთად პასუხს აგებენ და ანგარიშვალდებულად თვლიან თავს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. თანაავტორების მიერ სხვა სახით გაწეული წვლილი მოცემულ ნაშრომთან დაკავშირებით მიეთითება სქოლიოში ან “მადლობის” ნაწილში. კვლევასთან ადმინისტრაციული ხასიათის კავშირი თავისთავად არ გულისხმობს მოცემული პირის თანაავტორობას (თუმცა, განსაკუთრებული ადმინისტრაციული დახმარების შემთხვევაში რეკომენდებულია მადლობის გამოხატვა). გარდაცვლილი პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ თანაავტორად აღიარების კრიტერიუმს, იწერებიან თანაავტორებად, ხოლო ცნობა მათი გარდაცვალების შესახებ (კერძოდ, გარდაცვალების თარიღი) მოცემულია სქოლიოში. ავტორი და თანაავტორი გამოგონილი სახელით არ მოიხსენიება. ავტორი, რომელიც წარადგენს ხელნაწერს პუბლიკაციისათვის პასუხს აგებს იმ ფაქტზე, რომ მის მიერ მითითებული თანაავტორები ნამდვილად ხელნაწერის თანაავტორები არიან და არც ერთი პირი, რომელიც არ არის თანაავტორი, არ არის ავტორის მიერ თანაავტორად მოხსენიებული. ხელნაწერის წარმომდგენი ავტორი ვალდებულია ყველა ცოცხალ თანაავტორს გაუგზავნოს ხელნაწერის ასლი და მიიღოს თანაავტორის თანხმობა ხელნაწერის თანაავტორობაზე.


გ. ეთიკური ნორმები მეცნიერთათვის, რომლებიც აქვეყნებენ ნაშრომებს არასამეცნიერო ლიტერატურულ წყაროებში

1. ავტორი, რომელიც აქვეყნებს ნაშრომს სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურულ წყაროებში, მოვალეა ზუსტად გადმოსცეს კვლევების არსი და მიუკერძოებლად განმარტოს ისინი, როგორც მოცემული კვლევების სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნების შემთხვევაში.
2. რამდენადაც არასპეციალისტს შეიძლება არ ესმოდეს სამეცნიერო ტერმინოლოგია, ავტორმა შეიძლება მიზანშეწონილად ჩათვალოს ნაშრომში ნაკლებად სპეციფიკური სიტყვების გამოყენება, რაც გაუიოლებს საზოგადოებას გამოქვეყნებული მასალის აღქმას. იმის გათვალისწინებით, რომ ურთიერთობას ავტორსა და ფართო საზოგადოებას შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სამეცნიერო ტერმინების შედარებით პოპულარული ენით გადმოცემა დასაშვებიც კია. თუმცა, ავტორი უნდა ეცადოს მაქსიმალურად დაიცვას სამეცნიერო ტერმინოლოგიის სიზუსტე პოპულარული ენით წერისას, შენიშვნებისა და ინტერვიუების გამოქვეყნებისას, რაც ხელს არ შეუშლის ეფექტურ ურთიერთობას საზოგადოებასა და მეცნიერს შორის.
3. ავტორი ვალდებულია, საზოგადოებას არ ამცნოს აღმოჩენის შესახებ თუ არ არსებობს აღმოჩენის საკმარისად მყარი ექსპერიმენტული, სტატისტიკური ან თეორიული საფუძველი, რის შედეგად მოხდება მისი სამეცნიერო ლიტერატურულ წყაროში გამოქვეყნება. ექსპერიმენტული ნაშრომისა და იმ შედეგების ანგარიში, რომელთა საფუძველზეც ქვეყნდება აღმოჩენა სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი უნდა იყოს რაც შეიძლება მალე. თუმცა, მეცნიერებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ კვლევის შედეგების გამოქვეყნება საზოგადოებრივ პრესაში, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ან განცხადებათა ელექტრონულ დაფაზე შეიძლება ჟურნალის რედაქტორის მიერ სამეცნიერო ჟურნალში წინასწარი შეტყობინების გამოქვეყნებად ჩაითვალოს.