პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისათვის

პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია საქართველოს ნორჩ ქიმიკოსთა კლუბთან ერთად ახორციელებს პროექტს "პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისათვის".

პროექტის მიზანია ქიმიის დისციპლინის პოპულარიზაცია. ლექციებს წაიკითხავენ გამოჩენილი მეცნიერები. ლექციის თემატიკები შესაძლებელია შერჩეული იქნას სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე.

პროექტი თანამშრომლობისთვის იწვევს როგორც მეცნიერებს, ისე საჯარო და კერძო სკოლებს.

  • გსურთ, ლექცია ქიმიაში წაგიკითხოთ გამოჩენილმა მეცნიერმა?
  • გსურთ მიიღოთ მეტი და საინტერესო ინფორმაცია ქიმიის შესახებ?
  • გსურთ ფეხი აუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს?

დაგვიკავშირდით  contact@chemistry.ge

ჩამოტვირთეთ ბუკლეტი .PDF (713KB)

 

 

 

 

სამეცნიერო პოპულარული ლექციები ქიმიაში

რატომ უნდა ვისწავლოთ ქიმია?

ავტორი: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი

ინფო: რატომ არის ქიმის საწყისების ცოდნა აუცილებელი ნებისმიერი ადამიანისთვის, რას გვაძლევს ქიმიის ცოდნა. რა საშუალებებით უნდა ვისწავლოთ ქიმია. რა მნიშვნელობა აქვს ელემენტების პერიოდულ სისტემას.  ტუტე მეტალების, ტუტემიწათა მეტალებისა და ჰალოგენების ჯგუფი. მათი ფიზიკური და ქიმიური თვისებები კლიპებით...

XXI საუკუნე და პოლიმერული რევოლუცია

ავტორი: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი

ინფო: პოლიმერების აღმოჩენა, პოლიმერიზაციისა და პოლოკონდენსაციის რეაქცია, პოლიეთილენი, პოლიპროპილენი, კაუჩუკი, პოლიაცეტილენი. "ჭკვიანი" პოლიმერები. ბიოდეგრადირებადი პოლიმერები. პოლიმეების გამოყენება ბოჭკოების, CR-ROM დისკების, დამამახსოვრებელი მოწყობილობების, სამედიცინო და სხვა მასალების დასამზადებლად. პოლიმერები და ეკოლოგია...

 

ფერი, ქიმია, ჩვენ

ავტორი: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი

ინფო: ფერი, სამყაროს ერთ-ერთი საოცრება; რამდენი ფერი არსებობს; რამდენად სწორად ვხედავთ ფერებს; რამდენი ფერის გარჩევა შეუძლია თვალს; რისგან შედგება ფერი? როგორ მიიღება ფერი ბუნებაში, ლაბორატორიაში;  რა არის საღებარი, საღებავი; სად გამოიყენება საღებარები...

როგორ მივიღოთ საწვავი

ავტორი: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი

ინფო:  რა ტიპის საწვავებს ვიცნობთ? საწვავი გვჭირდება ყველას, რატომ არის ნავთობი ენერგოტევადი; ნავთობი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორ დავძლიოთ პრობლემები; როგორ მიიღება ბენზინი, ბენზინი და მისი ხარისხი, რა არის რიფორმინგი, მეთანოლი – შესაძლო მომავლის საწვავი; როგორ მიიღება მეთანოლი; რა სხვა ალტერნატიული საწვავები არსებობენ; ბიოდიზელი – ოცნება თუ რეალობა?

 

ქიმია + აგრომონია = აგროქიმია

ავტორი: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი

ინფო:  ჩვენ და სოფლის მეურნეობა. რას ვითხოვთ მისგან? ნიადაგი (იგივე დედამიწა) - კვებავს თავის პირმშოთ! საჰარის უდაბნო დღეს. როგორი იყო იგი ადრე? რა არის საჭირო მცენარების ვეგეტაციისათვის? ნიადაგი – მცენარის კვების არე; რა არის ნიადაგი? ეროზია – საშიშია თუ არა? სილიკატები თიხოვანი მინერალები; ნიადაგის ორგანული კომპონენტები; როგორ ხვდებიან იონები ნიადაგში? pH და ნიადაგი; რატომ არ არის სასურველი მჟავა ნიადაგები? როგორ მოვაცილოთ ნიადაგს მჟავიანობა? როგორ შევინარჩუნოთ ნიადაგების ნაყოფიერება? ზოგიერთი ელემენტების შემცველობა სხვადასხვა ტიპის ნიადაგებში; როგორია მიკროელემენტების ნორმა ნიადაგში?აზოტის ცირკულაცია ბუნებაში.

 

რამდენად საშიშია ოზონი?

ავტორი: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი

ინფო:  რას წარმოადგენს ოზონი? ატმოსფეროს ფორმირება; ატმოსფეროს შედგენილობა; ოზონი – ატმოსფეროს “ჟანდარმი”; როგორ წარმოიქმნება ოზონი ატმოსფეროში? ოზონის მიღების ქიმიზმი; რამდენ ხანს გვექნება ოზონი? ოზონი – საშიში აგენტი! როგორია სტატისტიკა? რა იწვევს ოზონის შრის გაქრობას? ქლორისა და ფთორის ატომების როლი; ჰიდროქსილ–რადიკალების როლი; როგორ მივიღოთ ოზონი?

ქართული მინანქრის საიდუმლო. მითი და რეალობა

ავტორი: ასოც. პროფ. მალხაზ რაზმაძე

ინფო: