იერსახე

მეტალური პალადიუმი

ძირითადი თვისებები

იერსახე: მოვერცხლისფერო თეთრი მეტალი
Ar (სტანდარ).: 106.42(1)
Ar (დაყვანლი): 106.42

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ატომური ნომერი: 46
ჯგუფი: 10
პერიოდი: 5
ბლოკი: d
ელექტრონული კონფიგურაცია: [Kr] 4d10
ელექტრონები ორბიტალებზე: 2, 8, 18, 18

ფიზიკური თვისებები

აგრეგატ. ფაზა (ნპ) მყარი
ლღობის ტემპ.,°C 1554.9
დუღილის ტემპ.°C 2963
სიმკვრივე, გ/სმ3 12.023
კრიტიკული წერტილი:
წვის სითბო: 16.74
აორთლების სითბო: 25.98
მოლური სითბოთევადობა:  

ატომის თვისებები

ჟანგვითი რიცხვები: 0, +1, +2, +3, +4 
ელექტოუარყოფითობა: 2.20 
იონიზაცია: I: 804.4 kJ/mol
II: 1870 kJ/mol
III: 3177 kJ/mol 
ატომური რადიუსი: 137  
კოვალენტური რადიუსი: 139 

სხვა თვისებები

კრისტალური სტრუქტურა: კუბური, წახნაგცენტრირებული 
თერმული გაფართოვება: 11.8  
თერმული გამტარებლობა: 71.8  
ელექტრული წინაღობა: 105.4  
მაგნიტურობა: პარამაგნიტური 
იუნგის მოდული: 121  
ბალკის მოდული: 180  

ისტორია

დასახელება: პლანეტა პალადისი; პალას ათენა, ბერძ. მით.  
აღმოჩენა: უილიამ ვილასტონი (1802) 
პირველი სინთეზი: უილიამ ვილასტონი (1802) 

პალადიუმი

პალადიუმი (ლათ. Palladium) წარმოადგენს ქიმიური ელემენტს, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Pd. მისი ატომური ნომერია 46. ის მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის, გარდამავალი, პლატინის ჯგუფის კეთილშობილი ლითონია. იყენებენ ტექნიკაში, მედიცინაში და სხვ.

 

 

ისტორია

ინგლისელმა ქიმიკოსმა ვილიამ ვოლასტონმა 1803 წელს აღმოაჩინა პალადიუმი და როდიუმი. ვოლასტონმა ის გამოყო პლატინის მადნიდან, რომელიც იყო ჩამოტანილი სამხრეთ ამერიკიდან.

ელემენტის გამოსაყოფად ვოლასტონმა მადანი გახსნა სამეფო წყალში, მჟავა გაანეიტრალა ტუტის ხსნარით, შემდეგ გამოლექა პლატინა ამონიუმის ქლორიდის NH4Cl  ზემოქმედებით (ნალექის სახით გამოიყოფა ამონიუმის ქლორპლატინატი). შემდეგ პალადიუმი გადაიყვანეს ციანიდში ხსნარში ვერცხლისწყლის ციანიდის დამატებით, საიდანაც გამოყვეს სუფთა პალადიუმი გაცხელებით.

პალადიუმის მოპოვება 2005 წელს

  

დასახელებულია ასტეროიდ პალადის სახელის მიხედვით, რომელიც აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა ოლბერტსომ 1802 წელს პალადიუმის აღმოჩენამდე მცირე ხნით ადრე. თავის მხრივ ეს ასტეროიდს სახელი ეწოდა ათენა პალადისის საპატივსაცემოდ ძველბერძნული მითოლოგიიდან. მითოლოგიის თანახმად პალადი, ლეგენდარული ათენა პალადისის ხის გამოსახულება, იყო ერთ-ერთი პირობა ტროას სიმტკიცის. ტროა დაეცა მას შემდეგ, როცა ღმერთის რჩეულებმა ოდისეიმ და დიონისემ, ღამის სეირნობის დროს მოიპარეს პალადი.

 

 

ფიზიკური თვისებები

პალადიუმი არის  მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის, გარდამავალი, წახნაგცენტრირებული კუბური მესერის მქონე მეტალი.

პალადიუმი პლასტიურია. ნიკელის, კობალტის, როდიუმის ან რუთენიუმის მიკროდანამატი აუმჯობესებს პალადიუმის Pd მექანიკურ თვისებებს, ზრდის მის სიმტკიცეს.

პალადიუმი წყალში უხსნადია.  მისი სიმკვრივეა 12.02 გ/სმ3 -20 °C-ზე. განსაკუთრებულ პირობებში წარმოქმნის კოლოიდურ პალადიუმს ან პალადიუმის შავს. მისი ლღობის ტემპერატურაა  1554°C, დუღილის ტემპერატურა კი - 2940 °C. დნობის სითბოა 37.8 კალ/გ, კუთრი სითბოტევადობა -  0.0586 კალ/(გ×გრადუსი) 20 °C-ზე, სითბოგამტარობა - 0.161 კალ/(სმ×წმ×გრადუსი).

 

ქიმიური თვისებები

პალადიუმი არ ურთიერთქმედებს წყალთან, განზავებულ მჟავებთან, ტუტეებთან, ამიაკის ჰიდრატთან. რეაგირებს კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან და აზოტმჟავასთან, ”სამეფო სპირტთან”, ჰალოგენებთან, გოგირდთან. იჟანგება კალიუმის ჰიდროსულფატთან შელღობით:

Pd + 2HCl+ 2Cl2 → H2[PdCl6]

Pd + 2KCl + Cl2  → K2[PdCl4]

Pd + 4HNO3  → Pd(NO3)2↓+ 2NO2↑ + 2H2O

 

მიღება

ძირითადად პალადიუმს ღებულობენ ნიკელის, სპილენძის და ვერცხლის სულფიდური მადნებიდან.

 

გამოყენება

პალადიუმი ხშირად გამოიყენება როგორც კატალიზატორი, ძირითადად ცხიმების ჰიდრირების და ნავთობის კრეკინგის დროს.

პალადიუმი შედის ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორებში.

პალადიუმის ქლორიდი სინთეზში გამოიყენება როგორც კატალიზატორი. პალადიუმის კატალიზატორები ხელს უწყობენ რეაქციების მიმდინარეობას ნახშირწყალბადებს შორის ახალი კავშირების წარმოსათქმელად.

წყალბადი ძალიან კარგად დიფუნდირებს პალადიუმის მეშვეობით. ამიტომ  პალადიუმი გამოიყენება წყალბადის ღრმა გასუფთავებისათვის. ასევე პალადიუმს შეუძლია ძალიან ეფექტურად, შექცევადად წყალბადის აკუმულირება. წყალბადის გაწმენდისა და მისი იზოტოპების დაცალკევებისათვის წარმოებული მემბრანები, ძვირადღირებული პალადიუმის ეკონომიისათვის, დამზადებულია პალადიუმის  სხვა მეტალებთან შენადნობების სახით. საუკეთესო ეფექტს იძლევა შენადნობი იტრიუმთან.

პალადიუმის ქლორიდი გამოიყენება, როგორც გამააქტიურებელი ნივთიერება დიელექტრიკების გალვანური მეტალიზაციისათვის - ნაწილობრივ, ლამინირებული პლასტიკატის ზედაპირზე სპილენძის გამოსალექად ბეჭდური მიკროსქემების წარმოებისათვის ელექტროტექნიკაში.

პალადიუმი და პალადიუმის შენადნობები გამოიყენება ელექტრონიკაში - დანაფარებისათვის, რომლებიც მდგრადია სულფიდების ზემოქმედების მიმართ.

პალადიუმი ხშირად გამოიყენება მაღალი სიზუსტის, პრეციზიულ წინაღობებსა და რეოქორდებში (სამხედრო და კოსმოსურ ტექნიკაში). ზემოთ აღნიშნულ მოწყობილობებში მისი გამოყენება ძირითადად განპირობებულია პალადიუმისა და მისი შენადნობების მაღალი ცვეთამედეგობის გამო. პალადიუმი ხშირად გამოიყენება გადამრთველების კონტაქტებში, მრავალჯერადი საკოორდინაციო შემაერთებლების კონტაქტებში.

ასევე პალადიუმი შედის კერამიკულ კონდენსატორებში, სადაც იგი გამოიყენება მისი მაღალტემპერატურული სტაბილური ელექტრული თვისებების გამო.

პალადიუმისა და მისი შენადნობებისაგან ამზადებენ სამედიცინო ინსტრუმენტებს, კარდიოსტიმულატორების დეტალებს, კბილის პროთეზებს. იგი ასევე შედის ზოგიერთ სამკურნალო საშუალებებსა და მედიკამენტებში.

 

პალადიუმით დაფარული ქამრის ბალთა

შენადნობები, რომელიც გამოიყენება საიუველირო საქმეში (მაგალითად, ოქრო-პალადიუმის შენადნობის მისაღებად - ე.წ. ”თეთრი ოქრო”), მთლიანობაში პალადიუმს თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობას (1%), შეუძლია მკვეთრად შეცვალოს ოქროს ფერი მოვერცხლისფრო-თეთრ ფერში.

ზოგიერთ ქვეყანაში პალადიუმის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყენება ციტოსტატიკური პრეპარატების დასამზადებლად - კომპლექსური ნაერთების სახით, ცის-პლატინის ანალოგიურად.

პალადიუმი და მისი ნაერთები წარმოადგენენ კატალიზატორებს ქიმიურ პროცესებში.

სუფთა პლატინა, ოქრო და ვერცხლი ფლობენ მაღალ პლასტიკურობას, ხოლო პლატინის ჯგუფის ლითონები ასევე ძალიან ძნელად დნობადები არიან.

 

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით