წინა ელემენტი   შემდეგი ელემენტი

სახე

მქრალი ნაცრისფერი, მოვერცხლისფრო

ძირითადი თვისებები

დასახელება, სიმბოლო, ნომერი

კალციუმი, Ca, 20

წარმოთქმა

ელემენტის კატეგორია

ტუტე მიწათა მეტალი

ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი

2, 4, s

ატომური მასა

40.078(4) გ მოლი-1

ელექტრონული კონფიგურაცია

[Ar] 4s2

ელექტრონები ორბიტალებზე

2, 8, 8, 2
(იხ. სურათი)

ფიზიკური თვისებები

აგრეგატული მდგომარეობა

მყარი

სიმკვრივე

1.55 გ სმ-3

სიმკვრივე თხევად მგდომარეობაში (ლღობის ტემპერატურაზე)

1.378 გ სმ-3

ლღობის ტემპერატურა

1115 K, 842˚C
1548 ˚F

დუღილის ტემპერატურა

1757 K, 1484 ˚C, 2703 ˚F

კრიტიკული წერტილი

დნობის სითბო

8.54 კჯ მოლი-1

აორთქლების სითბო

154.7 კჯ მოლი-1

სპეციალური სითბოტევადობა

(25 ˚C)
25.929 კჯმოლი-1
K-1

ორთლის წნევა
P(Pa) 1 10 100 1k 10k 100k
T(K)-ზე 864 956 1071 1227 1443 1755

ატომური თვისებები

ჟანგვითი რიცხვები

+2, +1
(ძლიერი ფუძე ოქსიდი)

ელექტროუარყოფითობა

1.00 (პოლინგის შკალა)

იონიზაციის ენერგიები

I: 589.8 კჯმოლი-1
II: 1145.4 კჯმოლი-1
III: 4912.4 კჯმოლი-1

ატომური რადიუსი

197 pm

კოვანელტური რადიუსი

176±10 pm

ვან დერ ვაალსის რადიუსი

231 pm

სხვადასხვა

კრისტალური სტრუქტურა

ზედაპირცენტრირებული კუბისებრი

მაგნიტური მოწესრიგებულობა

დიამაგნიტური

კუთრი ელექტრული წინაღობა

(20˚C) 33.6ნΏ მ

სითბოგამტარობა

(300 K) 201 ვტმ-1K-1

სითბოგადაცემა

(25˚C) 22.3 µm m-1K-1

ბგერის სიჩქარე

(20˚C) 3810 მ/წმ

იუნგის მოდული

20 გპა

შერის მოდული

7.4 გპა

ბულკის მოდული

17 გპა

სიმტკიცე მოსის მიხედვით

1.75

CAS-ის რეფისტრაციის ნომერი

7440-70-2

მდგრადი იზოტოპები

იზოტოპი NA ნახევარ-სიცოცხლე DM DE(MeV) DP
40Ca 96.941% 40Ca მდგრადია  20 ნეიტრონით
41Ca კვალი 1.03×105 y ε - 41K
42Ca 0.647% 42Ca მდგრადია   22 ნეიტრონით
43Ca 0.135% 43Ca მდგრადია  23 ნეიტრონით
44Ca 2.086% 44Ca მდგრადია   24 ნეიტრონით
45Ca სინთეზ 162.7 d β 0.258 45Sc
46Ca 0.004% >2.8×1015 y ββ  ? 46Ti
47Ca სინთეზ 4.536 d β 0.694, 1.99 47Sc
γ 1.297 -
48Ca 0.187% >4×1019 y ββ  ? 48Ti

კალციუმი

კალციუმი ქიმიური ელემენტია, რომლის სიმბოლოა Ca, მისი ატომური ნომერია 20, ხოლო ატომური მასაა 40.078. კალციუმი რბილი ნაცრისფერი ტუტემიწათა მეტალია და მეხუთეა დედამიწის ქერქში გავრცელებით მასის მიხედვით (3.6%). იგი ასევე მეხუთეა ზღვის წყალში გავრცელებით, როგორც მოლარობის, ისე მასის მიხედვით ნატრიუმის, ქლორის, მაგნიუმის და სულფატების შემდეგ.

კალციუმი აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმებისათვის, კერძოდ უჯრედის ფიზიოლოგიაში, სადაც კალციუმის იონი Ca2+ გადააადგილდება ციტოპლაზმის შიგნით და გარეთ და ფუნქციონირებს როგორც ბევრი უჯრედული პროცესის სიგნალი. იგი გამოიყენება ძვლების მინერალიზაციისათვის.

დახასიათება

კალციუმი ცეცხლის ალში შეტანისას იძლევა მოწითალო შეფერილობას

ქიმიურად კალციუმი რეაქციისუნარიანი მეტალია, იგი რბილია (ძნელად, მაგრამ მაინც იჭრება დანით). მისი სიმკვრივეა 1.55გ/სმ3 და ტუტემიწათა მეტალებში ყველაზე მსუბუქია. თუმცა მაგნიუმს და ბერილიუმს, უფრო მეტი სიმკვრივე აქვთ (მაგნიუმის 1.74 გ/სმ3, ბერილიუმის 1.84 გ/სმ3) ვიდრე კალციუმს, მაგრამ ისინი უფრო მსუბუქნი არიან კალციუმზე.

კალციუმი მიიღება კალციუმის ქლორიდის ნალღობის ელექტროლიზით. პირველად ამ მეთოდით სუფთა ლითონი მიიღო გერმანელმა ქიმიკოსმა რ. ბუნზენმა 1855 წელს.

კალციუმი ნაერთბი ავლენს +2 დაჟანგულობის ხარისხს, ჰაერზე ადვილად იჟანგება, ამიტომ მას ინახავენ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. ჰაერზე გახურებისას იწვის მოწითალო-აგურისფერი ალით და წარმოქმნის თეთრ კვალს, რომელიც CaO-ს უწვრილესი ნაწილაკებისაგან შედგება.

კალციუმი რეაგირებს წყალთან წყალბადის გამოძევებით. ამასთან რეაქცია ცივ წყალთან მიდის ნელა, ხოლო ცხელ წყალთან აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან ენერგიულად მიმდინარეობს რეაქცია მჟავასთან წყალბადის გამოყოფით. განზავებულ გოგირდმჟავასთან რეაქცია ფერხდება მცირედხსნადი CaSO4-ის წარმოქმნის გამო.

კალციუმს უფრო მაღალი ხვედრითი წინაღობა გააჩნია, ვიდრე სპილენძს და ალუმინს. მისი დაბალი სიმკვრივის გამო, კალციუმი გაცილებით უკეთესი გამტარია, ვიდრე სპილენძი და ალუმინი, თუმცა მისი მიწისზედა გამოყენება შეზრუდულია მისი მარალი რეაქციისუნარიანობის გამო.

შენაერთები

კალციუმი უერთდება ფოსფატებს ჰიდროქსილფოსფატის წარმოქმნით. ეს მინერალი შედის ადამიანთა და ცხოველთა ძვლების და კბილების შემადგენლობაში. კალციუმის ჰიდროქსიდი (ჩამქრალი კირი) ბევრ ქიმიურ პროცესში გამოიყენება. იგი მიიღება კირქვის გამოწვით მაღალ ტემპერატურაზე (825 °C) და შემდგომ მასზე წყლის ზემოქმედებით. ჩამქრალი კირი თეთრი ფერის, ფხვნილესებური ნივთიერებაა, წყალში მცირედ ხსნადია (1ლ წყალში ჩვეულებრივ პირობებში იხსნება 1.5გ Ca(OH)2). მის ნაჯერ წყალხსნარს კირიანი წყალი ეწოდება. მასში კალციუმის ჰიდროქსიდი მთლიანად დისოცირებულია წყალში. თუ წყალში მეტ ჰიდროქსიდს შევიტანთ, ვიდრე შეიძლება გაიხსნას, მიიღება კირიან წყალში კალციუმის ჰიდროქსიდის ნაწილაკთა თეთრი სუსპენზია - კირრძე. კალციუმის ჰიდროქსიდი იაფი და ხელმისაწვდომია ამავე დროს ძლიერი ფუძეა.

როდესაც კალციუმის ჰიდროქსიდს უმატებენ ქვიშას მოცულობის გასადიდებლად, მიიღება დუღაბი, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში აგურის დასაკავშირებლად და კედლების შესალესად. დუღაბის გამაგრება დაკავშირებულია დროთა განმავლობაში ჰაერიდან ნახშირბადის დიოქსიდის შთანთქმასთან.

Ca(OH)2 + CO2 → + H2O

და რეაქციასთან, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს

Ca(OH)2 + SiO2 → CaSiO3 +H2O

ამიტომ დუღაბის გამაგრების პროცესში შენობაში დიდხანს რჩება სინესტე. ძველი ეგვიპტელები დუღაბს ჯერ კიდევ 4000 წლის წინ იყენებდნენ.

კალციუმის კარბონატი (CaCO3) კალციუმის ყველაზე გავრცელებული ნაერთია. გაცხელებით იგი იძლევა ჩაუმქრალ კირს (CaO), რომელზედაც წყლის დამატებით, მიიღება ჩამქრალი კირი (Ca(OH)2). ცარცი, მარმარილო და კირქვა წარმოადგენენ კალციუმის კარბონატს.

კირიანი წყალში ნახშირბადის დიოქსიდის გატარებისას ხსნარი იმღვრევა უხსნადი CaCO3-ის გამოყოფის გამო (ამ რეაქციას იყენებდნენ ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) აღმოსაჩენად). CO2-ის შემდგომი გატარებისას, ხსნარი ისევ გამჭვირვალე ხდება, რადგან უხსნადი კარბონატი, ხსნად ჰიდროკარბონატში (Ca(HCO3)2) გადადის. თუ ამ უკანასკნელ ხსნარს გავაცხელებთ, იგი კვლავ იმღვრევა, რადგანაც კვლავ წარმოიქმნება CaCO3. კალციუმის კარბონატისა და ჰიდროკარბონატის ურთიერთგარდაქმნას ადგილი აქვს ბუნებაში. წვიმის წყალი ხსნის ნახშირბადის დიოქსიდს და იგი ნიადაგში ჩაჟონავის დროს ურთიერთქმედებს კირქვასთან, გარდაქმნის მას ჰიდროკარბონატად. ასეთი წყალხსნარის ზედაპირზე ამოსვლისას და წყლის აორთქლებისას კალციუმის კარბონატი კვლავ გამოიყოფა.ეს რეაქციები იწვევს დედამიწის კირქვიანი ქანების ფენებში გამოქვაბულების წარმოქმნას და მასსი საოცარი სტალაქტიდების გაჩენას. კალციუმის იონების არსებობა განაპირობებს წყლის სიხისტეს. კალციუმის სხვა მნიშვნელოვანი ნაერთებია: კალციუმის ნიტრატი, კალციუმის სულფიდი, კალციუმის ქლორიდი, კალციუმის კარბიდი, კალციუმის ციანიდი და კალციუმის ჰიპოქლორიდი.

კალციუმის ნაერთები, რომელშიც იგი ავლენს +1 დაჟანგულობის ხარისხს ახლახანს იქნა შესწავლილი.

ნუკლეოსინთეზი: სტაბილური კალციუმი წარმოიქმნება ექსტრემალურად დიდ და ექსტრემალურად ცხელ ვარსკვლავებზე, რისთვისაც საჭიროა ერთი ატომი არგონი და ერთი ატომი ჰელიუმი.

 

იზოტოპები

ბუნებრივი კალციუმი ექვსი იზოტოპის ნარევია (40Ca, 42Ca, 43Ca, 44Ca, 46Ca, 48Ca), რომელთაგან ძირითადია 40Ca (96.9%). კალციუმს აგრეთვე გააჩნია კოსმოგენური იზოტოპი, რადიაქტიური 41Ca, რომლის ნახევარდაშლის პერიოდია 103.000 წელიწადი. კოსმოგენური იზოტოპისაგან განსხვავებით იგი წარმოიქმნება ატმოსფეროში. 41Ca მიიღება 40Ca-ზე ნეიტრონით გააქტივებისას.როგორც ავღნიშნეთ ბუნებრივი კალციუმი გვხვდება 40Ca ფორმით, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ შვილობილს 40K-ის დაშლის პროდუქტებში 40Ar-თან ერთად. იზოტოპი 40Ca ბირთვი შეიცავს 20 პროტონს და 20 ნეიტრონს. არის სტაბილური იზოტოპი იმ ელემენტებს შორის, რომლებიც შეიცავენ პროტონების და ნეიტრონების ტოლ რაოდენობას.

 

ისტორია

კალციუმი (ლათ. Calcis ნიშნავს ”კირს”) ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდანაა ცნობილი, როდესაც ა. რომანმა მიიღო კალციუმი კალციუმის ოქსიდის სახით. ლიტერატურული მონაცემებით, კალციუმის სულფიდს ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში იყენებდნენ დამტვრეული ძვლების დასალექად. კალციუმი არ იყო სუფთა სახით გამოყოფილი 1808 წლამდე, როდესაც ს.დევიმ ჩაატარა კირისა და ვერცხლისწყლის ოქსიდების ნარევის ელექტროლოზი. ს.დევი ცდილობდა გამოეყო კალციუმი, რადგანაც მან იცოდა, რომ შვედმა მეცნიერმა ჯ. ბერცელიუსმა მიიღო კალციუმის ამალგამა ვერცხლისწყალში კირის ელექტროლიზით. დევი მთელი თავისი ცხოვრება მუშაობდა ელექტროლიზზე და მან შეძლო აღმოეჩინა და გამოეყო ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ბორი და ბარიუმი. 1855 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა რ.ბუნზენმა კალციუმის ქლორიდის ნალღობის ელექტროლიზით მიიღო კალციუმი სუფთა სახით და ეს მეთოდი 1896 წლიდან დღემდე კალციუმის სამრეწვწლო მიღების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს. დიდი რაოდენობით მეტალური კალციუმის მიღება შესაძლებელი გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში.

 

გავრცელება

ბუნებაში კალციუმი არ მოიპოვება ელემენტის სახით. იგი გვხვდება დალექილ ქანებში მინერალ კალციუმის დოლომიტის სახით. კალციუმი აგრეთვე გვხვდება ცეცხლოვან და მეტამორფულ საბადოებში, უმთავრესად სილიკატური საბადოების: პლაგიოკლაზების, ამფიბოლების, პიროქსენის და გარნეტის სახით.დედამიწის ქერქში გავრცელების მიხედვით კლციუმი მე-5 ადგილზეა (O, Si, Al და Fe) მთელი მასის 3.38%. ის ენერგიულად მიგრირებს და გროვდება სხვა და სხვა გეოქიმიურ სისტემებში, ქმნის 385 მინერალს (მე–4 ადგილი მინერალებში). Ca დედამიწის გულში ძალიან მცირეა, ის ჭარბობს დედამიწის ქერქის ქვედა ნაწილში, სადაც გროვდება ძირითად ქანებში; Ca-ის უდიდესი ნაწილი შედის ფელდშპატის - კალციუმის ანორტიტის Ca[Al2Si2O8 ] შემადგენლობაში. ასევე სხვა მინერალებში:

დიოფსიტი - CaMg[Si2O6]

ვოლასტონიტი - Ca3[Si3O9]

კალციტი - CaCO3 (ბუნებ. ფორმები - ცარცი, კირი, მარმარილო)

დოლომიტი - CaMg(CO3)2

ფოსფორიტი - Ca5(PO4)3(OH,CO3), სხვა და სხვა მინარევით.

აპატიტი - Ca5(PO4)3(F,Cl),

თაბაშირი - CaSO4.2H2O (გავრცელებულია მლაშე და მარილოვან ტბებში)

ფლუორიტი - CaF2

 

 

ქიმიური თვისებები

კალციუმი ტიპიური ტუტემიწა ლითონია. ის აქტიურია თუმცა ყველაზე უფრო ინერტულია ტუტემიწა ლითონებს შორის. კალციუმი ღია გარემოში ადვილად შედის რეაქციაში ჟანგბადთან და ჰაერში მყოფ წყალთან, რის გამოც მისი ზედაპირი სერი ფერისაა, ამიტომაც მას ნავთში ან თხევად პარაფინში ინახავენ. გარე ელექტრონული კონფიგურაციაა - Ca 4s2, რის შესაბამისად კალციუმი ნაერთებში ორ ვალენტიანია.

ეგზოთერმული რეაქციები

ჰაერზე ან ჟანგბადში კალციუმის გახურებით აალდება და წარმოიქმნება კალციუმის ოქსიდი CaO

2Ca+O2 → 2CaO

მოქმედებს ჰალოგენებთან:

Ca+Br2 → CaBr2

აქტიურად მოქმედებს წყალთან და წარმოქმნის კალციუმის ჰიდროქსიდს:

Ca+2H2O → Ca(OH)2+H2+Q

მოქმედებს წყალბადთან და წარმოქმნის კალციუმის ჰიდრიდს:

Ca+H2 → CaH2

კალციუმი გახურებისას მოქმედებს ნაკლებად აქტიურ არალითონებთან:

Ca+6B → CaB6

3Ca+N2 → Ca3N2

Ca+2C → CaC2

3Ca+2P → Ca3P2 (კალციუმის ფოსფიდი), ასევე ცნობილია CaP და CaP5

2Cа+Si → Ca2Si (კალციუმის სილიციდი) ასევე ცნობილია CaSi, Ca3Si4 და CaSi2

Ca2+ იონი უფერულია, კალციუმის მარილები იწვიან მოწითალო–აგურისფერი ალით. კალციუმის არალითინებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნილი ნაერთების უმეტესობა წყალთან რეაგირებისას იშლებიან:

CaH2+2H2O → Ca(OH)2+2H2

Ca3N2+3H2O → 3Ca(OH)2+2NH3

წყალში ასევე კარგად იხსნებიან: კალციუმის ქლორიდი CaCl2, კალციუმის ბრომიდი CaBr2, კალციუმის იოდიდი CaI2, კალციუმის ნიტრატი Ca(NO3)2. წყალში უხსნადია კალციუმის ფტორიდი CaF2, კალციუმის კარბონატი CaCO3, კალციუმის სულფატი CaSO4, კალციუმის ორთოფოსფატი Ca3(PO4)2, კალციუმის ოქსალატი CaC2O4 და სხვანი. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კალციუმის ჰიდროკარბონატი Ca(HCO3)2 კალციუმის კარბონატისაგან - Ca(CO3)2 განსხვავებით წყალში იხსნება. ბუნებაში ამიტომც ხდება შემდეგი პროცესები: როდესაც წვიმის ან მდინარის წყალი, რომელიც გაჯერებულია ნახშირორჟანგით ჩადის მიწაში და ხვდება კირქვოვანებს, მაშინ შეინიშნება მათი გახსნა წყალში:

CaCO3+CO2+H2O → Ca(HCO3)2

 

ხოლო იმ ადგილებში, სადაც წყალი გაჯერებული კალციუმის ჰიდროკაბონატით მიწის ზედაპირზე ამოსვლის შემდეგ, თბება მზის სხივების მიერ და მიდის საპირისპირო რეაქცია, უკურეაქცია:

Са(НСО3)2 → СаСО3 + СО2↑ + Н2О.

წყალში გახსნილი კალციუმის ჰიდროკარბონატები განსაზღვრავენ წყლის სიხისტეს.

 

გამოყენება

ტრავენტინის ტერასები პამუკალეში, თურქეთი

სუფთა კალციუმის ლითონი გამოიყენება- როგორც აღმდგენი ლითონების მიღების დროს, განსაკუთრებით კი – ნიკელის, სპილენძის და უჟანგავი ფოლადის.

სუფთა კალციუმი ფართოდ გამოიყენება მეტალოთერმიაში იშვიათი ლითონების მისაღებად. ასევე გამოიყენება ტყვიის ლეგირების დროს და ბაბიტების წარმოებისას.

ასევე გამოიყენება, როგორც ჟანგბადის, გოგირდის ან ნახშირბადის მოსაცილებლად რკინისა და არარკინაშემცველი შენადნობებისაგან.

კალციუმი გამოიყენება, როგორც ალუმინის, სპილენძის, ბერილიუმის, ტყვიის და მაგნიუმის შემალღობელი აგენტი.

კალციუმის კარბონატი (CaCO3) გამოიყენება სამშენებლო საქმეში ცემენტის და დუღაბის მისაღებად.

ყველის წარმოებაში, რძის კოაგულაციისათვის.

კალციუმის კარბიდი გამოიყენება აცეტილენის მისაღებად და პლასტიკატების წარმოებაში.

კალციუმის არსენატი (Ca3(AsO4)2) გამოიყენება ინსუქტიციდებში.

კალციუმის გლუკონატი (Ca(C6H11O7)2) გამოიყენება, როგორც საკვების დანამატი და ვიტამინები.

კალციუმის ჰიპოქლორიდი (Ca(OCl)2) გამოიყენება საცურაო აუზების დეზინფექციისათვის, აგრეთვე როგორც მათეთრებელი აგენტი, აგრეთვე როგორც დეოდორანტების ინგრედიენტები, აგრეთვე ზღვის ცყალმცენარეებსა და ფუნგიციდებში.კალციუმის პერმანგანატი (Ca(MnO4)2) გამოიყენება რაკეტების თხევად საწვავებში, ასევე ტექსრილის წარმოებაში და წყლის მასტერილიზებელ აგენტად სტომატოლოგიურ პროცედურებში.

კალციუმის ფოსფატი (Ca3(PO4)2) გამოიყენება, როგორც ცხოველების საკვების დანამატი, როგორც სასუქი, ასევე გამოიყენება ცომისა და დროჟის წარმოებაში, მინის წარმოებაშიდა ასევე კბილის პასტებში.

კალციუმის სტეარატი (Ca(C18H35O2)2) გამოიყენება ცვილის ფანქრებში,ცემენტში, სხვადასხვა ხარისხის პლასტიკატებში და კოსმეტიკაში, როგორც საკვები დანამატი, ასევე წყალგამძლე მასალებისა და საღებრების წარმოებაში.

კალციუმის სულფატი (CaSO4•2H2O) გამოიყენება დაფაზე საწერ ცარცად.

კალციუმის ფოსფიდი (Ca3P2) გამოიყენება ფეიერვერკებში, როდენტიციდებში (ზოოციდებში), ტორპედოებში და რაკეტებში.

კალციუმის ვოლფრამატი (CaWO4) გამოიყენება ფოსფორესცირებულ საღებრებში და X-სხივების შესწავლის დროს.

ჰიდროქსილაპატიტი (Ca5(PO4)3(OH), რომელიც ჩვეულებრივ ასე ჩაიწერება Ca10(PO4)6(OH)2) შეადგენს ძვლების 70%-ს, ასევე იგი არის ძირითადი მინერალი რისგანაც შედგება კბილის ემალი.

იზოტოპი 48Ca -ყველაზე ეფექტური და გამოყენებადი ელემენტია ზემძიმე ლითონების წარმოებისა და პერიოდული სისტემის ახალი ელემენტების აღმოსაჩენად.

კალციუმი და მისი ჰიდრიდი ასევე გამოიყენება ძნელად აღსადგენი ლითონების მისაღებად, ესენია: ქრომი, თორიუმი და ურანი. კალციუმისა და ტყვიის შენადნობი გამოიყენება აკუმულატორებში.

კალციუმის ნაერთები გამოყიენება ოპტიკაში (კალციუმის ფტორიდი) ლინზები, ობიექტივები, ლაზერებში (კალციუმის ვოლფრამატი). გამოიყენება დენის ქიურ წყაროებში (კალციუმის ქრომატი) ბატარეებში, ცეცხლგამძლე საგნების დამზადებისას (კალციუმის ოქსიდი) კერამიკაში. დიდი გამოყენება აქვს ასევე სამკურნალო საშუალებებში (კალციუმის ქლორიდი, კალციუმის გლუკონატი, კალციუმის გლიცეროფოსფატი) მოხუცებისა და ფეხმძიმეთათვის.

 

ბიოლოგიური როლი

კალციუმი მაკროელემენტია, რომელიც გავრცელებულია მცენარეებში, ცხოველებშიდა ადამიანში. კალციუმის უმეტესი ნაწილი განლაგებულია ჩონჩხში და კბილებში ფოსფატების სახით. კალციუმის იონები ღებულობენ სისხლის შედიდებაში მონაწილეობას, ასევე უზრუნველყოფენ მის ოსმოსურ წნევას. ასევე ის როგორც უნივერსალური მეორადი შუამავალი არეგულირებს სხვა და სხვა უჯრედების შიდა პროცესებს - კუნთების შეკუმშვას, ეკზოციტოზი, მათ შორის ჰორმონების და ნეირომედიატორების სეკრეცია და სხვა. კალციუმის კონცენტრაცია ადამიანის უჯრედის ციტოპლაზმაში შეადგენს - 10-7 მოლი, უჯრედშორის სითხეში - 10-3 მოლი.

მოთხოვნილება კალციუმზე დამოკიდებულია წლოვანებაზე. ზრდასრულისათვის დღეღამეში საჭირო ნორმაა - 800მგ–დან 1000მგ–მდე, ბავშვებისათვის - 600მგ–დან 900 მგ-მდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის ჩონჩხის ინტენსიური ზრდის გამო.ორგანიზმში კალციუმის უდუდესი ნაწილი რძის პროდუქტებით ხვდება, დანარჩენი კი ხორცზე, თევზზე და ზოგიერთ მცენარეზე (ლობიო, ცერცვი და სხვა) მოდის. კალციუმის მიმოცვლაში დიდი მნიშვნელობა აქვს მაგნიუმს მისი ნაკლებობის შემთხვევაში ხდება კალციუმის ძვლებიდან გამორეცხვა და ილექება თირკმლებში ქვების სახით.

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით