ჰანს ფიშერი

Hans Fischer


Hans Fischer

დაბადება

1881-07-21

დაბადების ადგილი

ხოხსტი, ფრანკფურტი

გარდაცვალება

1945-03-31

ქვეყანა

გერმანია

ალმა–მატერი

University of Lausanne, University of Marburg

პრემია

1930

ჰანს ფიშერი

ფიშერმა მუშაობა დაიწყო სამედიცინო კლინიკაში, მიუნხენში. ამის შემდეგ მან საქმიანობა ბერლინში განაგრძო, მაგრამ 1911 წელს ის კვლავ მიუნხენს დაუბრუნდა. 1913 წელს ფიზიოლოგიის ლექტორად დაიწყო მუშაობა, ხოლო 1916 წელს ის გახდა პროფესორი სამედიცინო ქიმიის დარგში ინსბრუნკსის უნივერსიტეტში. 1918 წელს სწავლება ვენაში განაგრძო. 1921 წლიდან, გარდაცვალებამდე ის გახლდათ ორგანული ქიმიის პროფესორი ‘’მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში’’.

ჰანს ფიშერმა 1935 წელს იქორწინა. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 63 წლის ასაკში, 1945 წლის 31 მარტს. მისი ქმედება გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის დროს იმ კვლევებისა და ნაშრომების განადგურებამ, რომლებსაც ფიშერი მთელ ცხოვრებას უთმობდა.

ფიშერის სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეხებოდა სისხლის პიგმენტებს, ნაღველს, მცენარის შემადგენელ ქლოროფილს, მცენარეთა მღებავი ნივთიერების სტრუქტურას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბილირუბენისა და ჰემინის სინთეზი. მან ქიმიისა და მედიცინისთვის გაწეული ღვაწლისთვის არაერთი ჯილდო მიიღო, მაგრამ პირველ ადგილზე ნობელის პრემია დგას, რომლითაც 1930 წელს დააჯილდოვეს.


ბიოგრაფია

ჰანს ფიშერი, ცნობილი სამედიცინო ქიმიკოსი, დაიბადა 1881 წლის 27 ივლისს, ფრანკფურტში, ეუგენი ფიშერისა და ანნა ჰერდეგენის ოჯახში. განათლების საწყისი საფეხური, მან შტუტგარტში გაიარა, ხოლო შემდგომ სწავლა ვისბადენში, "ჰუმანიტარულ გიმნაზიაში" განაგრძო. ის სწავლობდა ქიმიასა და მედიცინას, თავდაპირველად ლაუზანეს, შემდგომ კი მარბურგის უნივერსიტეტში. 1904 წელს მიიღო ხარისხი ქიმიაში, ხოლო 1906 წელს მედიცინაში. 1908 წელს მოიპოვა მედიცინი დოქტორის წოდება (M. D. ).



ნობელის პრემია

"შრომებისთვის სისხლის და მცენარეთა მღებავი ნივთიერების სტრუქტურისთვისა და ჰემინის სინთეზის კვლევისათვის"



ლიტერატურა

http://www. nobelprize. org/nobel_prizes/chemistry/laureates/1930/fischer-bio. html

სტატია მომზადებულია თეკლე ზაკალაშვილის მიერ