რიჩარდ ჰეკი

Richard Heck


დაბადება

15-08-1931

დაბადების ადგილი

გარდაცვალება

-

ქვეყანა

აშშ

ალმა–მატერი

კალიფორნიის უნივერსიტეტი

პრემია

2010

რიჩარდ ჰეკი

p>რიჩარდ ფრედ ჰეკი (დაიბადა 1931 წლის 15 აგვისტოს) არის ამერიკელი ქიმიკოსი და ცნობილია ჰეკის რეაქციის აღმოჩენით, რომელიც გულისხმობს მეტალური პალადიუმით ორგანული რეაქციების კატალიზს, რომლის დროსაც არილ ჰალოგენიდები შედიან შეუღლებაში ალკენებთან.

ჰეკს 2010 წლის 6 ოქტომბერს მიენიჭა ნობელის პრემია ორ იაპონელ მეცნიერთან ეი–იჩი ნეგიშისთან და აკირა სუძუკისთან ერთად მათ მიერ წარმოებული კვლევებისათვის ორგანულ სინთეზში პალადიუმით კატალიზირებული შეუღლების რეაციების დარგში კვლევებისათვის.


ბიოგრაფია

დაიბადა მასაჩუსტესში 1931 წელს. ბალაკავრის (1952 წ) და დოქტორის (1954) დიპლომები მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს ანჟელესი, აშშ) დოქტორ საულ ვინსტეინის ხელმძღვანელობით. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ პოსტდოქტორანტურის ორი კურსი გაიარა შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ციურიხი, შვეიცარია). შემდეგ კვლავ ბრუნდება კალიფორნიის უნივერსიტეტში. 1957 წელს მიიღო თანამდებობა ჰერკულესის კორპორაციაში (ვილინგტონი, დელავერი). ჰერკულესის კორპორაციაში მის მიერ წარმოებულმა პროდუქტიულმა კვლევებმა განაპირობა მისი მიწვევა დელავერის უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტში (1971). იგი გახდა დელავერის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი, რომელზეც მუშაობდა პენსიაზე გასვლამდე (1989).

ჰეკის რეაქციის შემუშავებას წინ უძღვოდა 60–იან წლებში წარმოებული კვლევები , რომელშიც ჰეკი პალადიუმის კატალიზატორს იყენებდა არილვერცხლისწყალ ნაერთებსა და ოლეფინებს შორის შეუღლების რეაქციებში. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულ იქნა შვიდი თანმიმდევრული სტატიის სახით ჟურნალში Journal of the American Chemical Society (JACS), რომელშიც ჰეკი იყო ერთპიროვნული ავტორი.

1970 –იანი წლების დასაწყისისათვის მიზიროკმა და ჰეკმა დამოუკიდებლად გამოაქვეყნეს შრომები, რომელშიც შედარებით უფრო ნაკლებ ტოქსიკური არილჰალოგენიდების, როგორც პარტნიორ რეაგენტების, გამოყენებაზე შეუღლების რეაქციებში. მთელი თავისი კარიერის მანძილზე ჰეკი ანვითარებდა აღნიშნულ გარდაქმნას, და შეიმუშავა ორგანული სინთეზის მძლავრი სინთეზური მეთოდი.

ჰეკის რეაქციის მნიშვნელობა ნელ–ნელა იზრდებოდა. მაგალითად, 1982 წელს ჰეკმა შეძლო დაეწერა ორგანული რეაქციების ერთი თავი მისი რეაქციის გამოყენებაზე, რომელმაც შეადგინა მხოლოდ 45 გვერდი. 2002 წლსათვის რეაქციის გამოყენება იმდენად გაიზარდა, რომ მხოლოდ შიდამოლეკული ჰეკის რეაქციების აღწერას 377 გვერდი დასჭირდა. დღეისათვის, ჰეკის რეაქცია წარმოადგენს ორგანულ სინთეზში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მეთოდს C-C ბმის სინთეზისათვის. რეაქცია აღწერილია მრავალ სამეცნიერო სტატიასა და მონოგრაფიაში.



ნობელის პრემია

"რთული მოლეკულების აგების მიზნით ნახშირბადატომების ერთმანეთთან შეერთების ახალი, უფრო ეფექტური გზის შემუშავებისათვის, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას."



სტატია მომზადებულია პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილის მიერ