ვილჰელმ ოსტვალდი

Wilhelm Ostwald


დაბადება

2-09-1853

დაბადების ადგილი

რიგა, რუსეთის იმპერია

გარდაცვალება

4-04-1932

ქვეყანა

გერმანია

ალმა–მატერი

დორპატის უნივერსიტეტი

პრემია

1909

ვილჰელმ ოსტვალდი

ვილჰელმ ფრიდრიხ ოსტვალდი (დ. 2 სექტემბერი, 1853, რიგა — გ. 4 აპრილი, 1932, ლაიფციგი), გერმანელი ქიმიკოსი და ფილოსოფოს-იდეალისტი. 1875 წელს დაამთავრა დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტი. რიგის პოლიტექნიკური სასწავლებლისა (1882-1887) და ლაიფციგის უნივერსიტეტის (1887-1906) პროფესორი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1896). ოსტვალდის შრომებმა დიდი როლი ითამაშა ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის განვითარებაში. მან დაადგინა ოსტვალდის განზავების კანონი (1888), მან ანალიზურ ქიმიაში რეაქციები განიხილა როგორც იონებს შორის ურთიერთქმედება (1894). სწავლობდა აგრეთვე ქიმიური კინეტიკისა და კარალიზის საკითხებს; შეიმუშავა ამიაკის კატალიზური ჟანგვის საფუძვლები. 1887 ოსტვალდმა იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფთან ერთაფ დაარსა „ფიზიკური ქიმიის ჟურნალი“. ოსტვალდი ენერგეტიზმის ფუძემდებელია. ნობელის პრემია ქიმიის დარგში (1909).




ნობელის პრემია

„რეაქციათა სიჩქარეებისა და ქიმიური წონასწორობის მართვის პრინციპების კვლევისა და კატალიზმში ჩატარებული სამუშაოების წვლილის აღიარებისთვის“



სტატია მომზადებულია მიერ