ერნესტ რეზერფორდი

Ernest Rutherford


დაბადება

30-08-1871

დაბადების ადგილი

სპრინგ-გრუვი, ახალი ზელანდია

გარდაცვალება

19-10-1937

ქვეყანა

ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი

ალმა–მატერი

კენტერბერგის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი

პრემია

1908

ერნესტ რეზერფორდი

ახალზელანდიური წარმოშობის ბრიტანელი ფიზიკოსი ერნესტ რეზერფორდი-დაიბადა 1871 წლის 30 აგვისტოს ახალზელანდიურ დასახლება სპრინგ-გრუვში ქ. ნელსონის მახლობლად-გარდაიცვალა 1937 წლის 19 ოქტომბერს-კემბრიჯში.

1908 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. ცნობილია, როგორც ატომური ფიზიკის ”მამა”. შექმნა ატომის პლანეტარული მოდელი.


ბიოგრაფია

მამა-ჯეიმს რეზერფორდი, დედა-მარტა ტომსონი. ერნესტი იყო მეოთხე შვილი თორმეტიდან. წარმატებით დაამთავრა კოლეჯი ქ.ნელსონში.600 ქულიდან მიიღო 580 ქულა და მისცეს პრემია, სწავლის გასაგრძელებლად, ქალაქ კრაისტჩიორჩის კენტერბერიის კოლეჯში.

მისი სამაგისტრო ნაშრომი დაწერილი 1892 წელს ეხებოდა, მაღალსიხშირიანი რადიტალღების აღმოჩენას, რომლის არსებობაც დაამტკიცა 1888 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა ჰენრიხ ჰერცმა.

1895 წელს, ბაკალავრის ხარისხის მიღებისა და ორწლიანი კვლევითი მუშაობის შემდეგ, რეზერფორდი სწავლის გასგრძელებლად გაემგზავრა ინგლისში-კემბრეჯის უნივერსიტეტის კავენდიშის ლაბორატორიაში(1895-1898).

სამეცნიერო მოღვაწეობა

აღმოაჩინა, რადონის ხანმოკლე სიცოცხლის უნარიანი იზოტოპის ალფა და ბეტა გამოსხივება (რამოდენიმეა, თვითონ რადონი აღმოაჩინა გერმანელმა ქიმიკოსმა). აღმოაჩინა და აღწერა ქიმიური ელემენტების რადიაქტიული გარდაქმნა. შექმნა რადიაქტიული დაშლის თეორია, გახლიჩა აზოტის ატომი, აღმოაჩინა პროტონი. შექმნა ატომის პლანეტარული თეორია. რის მიხედვითაც ატომი შედგება ატომბირთვისაგან და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისაგან. პირველმა აღმოაჩინა მძიმე რადიაქტიული ელემენტების დაშლისას წარმოქმნა ახალი ქიმიური ელემენტებისა. დაეხმარა გეიგერს გეიგერის მრიცხველის აღმოჩენაში. დაწერა და გამოაქვეყნა მისი სამუშაოების 3 ტომი. ყველა მისი სამუშაო ექსპერიმენტალურია.

საინტერესო ფაქტები

კეთილგანწყობილმა სტუდენტებმა რეზერფორდს ნიანგი შეარქვეს.

1931 წელს ”ნიანგმა” მოაკვარახჭინა 15 ათასი ფუნტი სტერლინგი კაპიცას ლაბორატორიის ასაშენებლად და მოსაწყობად. 1933 წელს კემბრიჯში შედგა ლაბორატორიის სადღესასწაულო გახსნა. ორსართულიანი შენობის ფასადის მთელ კედელზე ამოკვეთილი იყო უზარმაზარი ნიანგი, რომელიც კაპიცას შეკვეთით დაამზადა ცნობილმა მოქანდაკე ერიკ გილმა. რეზერფორდმ აღნიშნა, რომ ეს თვითონ იყო. შესასვლელი კსრი გახსნეს ნიანგის ფორმის გასაღებით.


ძირითადი შრომები

Radio-activity (1904), 2nd ed. (1905), ISBN 978-1-60355-058-1

Radioactive Transformations (1906), ISBN 978-1-60355-054-3

Radiations from Radioactive Substances (1919)

The Electrical Structure of Matter (1926)

The Artificial Transmutation of the Elements (1933)

The Newer Alchemy (1937)


ნობელის პრემია

"ქიმიაში რადიოაქტიური ნივთიერების ელემენტთა გახლეჩვის სფეროში მის მიერ ჩატარებული კვლევისათვის"



ლიტერატურა

1. "Ernest Rutherford: British physicist". Encyclopædia Britannica. http://www.britannica.com/EBchecked/topic/514229/Ernest-Rutherford-Baron-Rutherford-of-Nelson-of-Cambridge.

2. M. S. Longair (2003). Theoretical concepts in physics: an alternative view of theoretical reasoning in physics. Cambridge University Press. pp. 377–378. ISBN 9780521528788. http://books.google.com/?id=bA9Lp2GH6OEC&pg=PA377&dq=rutherford+positive+charge+concentrated+nucleus&q=rutherford%20positive%20charge%20concentrated%20nucleus.

3. McLintock, A.H. (18 September 2007). "Rutherford, Sir Ernest (Baron Rutherford of Nelson, O.M., F.R.S.)". An Encyclopaedia of New Zealand (1966 ed.). Te Ara — The Encyclopedia of New Zealand. ISBN 978-0-478-18451-8. http://www.teara.govt.nz/1966/R/RutherfordSirErnestbaronRutherfordOf/RutherfordSirErnestbaronRutherfordOf/en. Retrieved 2008-04-02.

4. Campbell, John (22 June 2007). "Rutherford, Ernest 1871-1937". The Dictionary of New Zealand Biography. 3 (1996 ed.). New Zealand Ministry for Culture and Heritage,. ISBN 0-478-18451-4. http://www.dnzb.govt.nz/dnzb/default.asp?Find_Quick.asp?PersonEssay=3R37. Retrieved 2008-04-02.

5. Rutherford, Ernest in Venn, J. & J. A., Alumni Cantabrigienses, Cambridge University Press, 10 vols, 1922–1958.

6. London Gazette: no. 33683, p. 533, 23 January 1931.

7. D.A. Ramsay (2001). "Book review of Rutherford, Scientist Supreme by J. Campbell". ISI Short Book Reviews. International Statistical Institute. http://isi.cbs.nl/sbr/sbrRev2001.htm#4. Retrieved 2008-04-02.

8. Michael Freemantle (2003). "ACS Article on Rutherfordium". Chemical & Engineering News (American Chemical Society). http://pubs.acs.org/cen/80th/print/rutherfordium.html. Retrieved 2008-04-02.

სტატია მომზადებულია ასოც. პროფ. თამაზ ქარუსაშვილის მიერ