ადოლფ ბაიერი

Johann Friedrich Wilhelm Adolf von Baeyer


ადოლფ ბაიერი 1905 წლის ფოტო

დაბადება

31-10-1835

დაბადების ადგილი

ბერლინი, გერმანია

გარდაცვალება

20-08–1917

ქვეყანა

გერმანია

ალმა–მატერი

ბერლინის უნივერსიტეტი

პრემია

1905

ადოლფ ბაიერი

ადოლფ ბაიერი (დ. 31 ოქტომბერი, 1835, ბერლინი — გ. 20 აგვისტო, 1917, შტარნბერგი, მიუნხენის მახლობლად), გერმანელი ქიმიკოსი. სტრასბურგის (1872) და მიუნხენის (1875) უნივერსიტეტების პროფესორი. განახორციელა ინდიგოს სრული სინთეზი, დაადგინა მისი სტრუქტურა (1878-1883); გამოიკვლია კონდენსაციისა და წყლის გამოყოფით მიმდინარე რეაქციები, მაგ., ფთალის ანჰიდრიდის კონდენსაციის რეაქცია ფენოლებთან (1871); წამოაყენა და განავითარა ჰიპოთეზა, რომელიც ნახშირბადის სხვადასხვა ციკლური ნაერთის ფარდობითი მდგრადობის ახსნას იძლევა (1885). ნობელის პრემია (1905).



ძირითადი შრომები

1. Adolf Baeyer, Viggo Drewsen (1882). "Darstellung von Indigblau aus Orthonitrobenzaldehyd (p )". Berichte der deutschen chemischen Gesellschaft 15 (2): 2856–2864. doi:10.1002/cber.188201502274.

2. Adolf von Baeyer: Winner of the Nobel Prize for Chemistry 1905 Armin de Meijere Angewandte Chemie International Edition Volume 44, Issue 48 , Pages 7836 - 7840 2005 Abstract

3. Adolf Baeyer (1885). "Ueber Polyacetylenverbindungen". Berichte der deutschen chemischen Gesellschaft 18 (2): 294–295. doi:10.1002/cber.18850180296.


ნობელის პრემია



სტატია მომზადებულია მიერ