გამოშვება #1, 7 აპრილი, 2011

გახდით საქართველოს პროფესიონალ ქიმოკოსთა ასოციაციის წევრი და ისარგებლეთ მრავალი პრივილეგიით? 

ვრცლად..

 




2011 წელი იუნესკოს დადგენილებით გამოცხადებულია
ქიმიის წლად!

 

 

მიმდინარე პროექტი

 

 

პორტალი ახორციელებს ქიმიის დარგის ნობელიანტების ვებ-გვერდის შექმნას.

გვერდის შექმნაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ  ვებ-გვერდის რედაქციას.

 

 

მიმდინარე პროექტი

 

 

"საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია" "საქართველოს ნორჩ ქიმიკოსთა კლუბთან" ერთად ახორციელებს პროექტს "პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისათვის."

ვრცლად

 

ანონსი! 

მოხარულით ვართ გაცნობოთ, რომ დაფუძვნდა "საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია" და შეიქმნა ქართული ქიმიის პორტალი www.chemisty.ge. ასოციაციის წევრად გახდომა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელის განათლება ან/და საქმიანობა დაკავშირებულია ქიმიასთან და მის მონათესავე რომელიმე დარგთან.

 

ასოციაციის მიზნებსა  და  საქმიანობის ფორმებს დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ მის ვებ-გვერდზე. ასევე შეგიძლიათ ჩამოწეროთ ჩვენი ბროშურა.

 

 გარდა ამისა, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ქიმიური პორტალის პრეზენტაცია.

 

 

მოვლენები

2011 წლის 26 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორგანული ქიმიის მიმართულებაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციასიის თანადგომით ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური კონფერენცია "ქიმია დღეს".

 

კონდერენციაზე მონაწილოება მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ახალგაზრდა ქიმიკოს მკვლევარება.

საორგანიზაციო კომიტეტის მიერ კონფერენციაზე პლენარული მოხსენებების წასაკითხად მოწვეელი იყო  ცნობილი მეცნიერები.  თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის წ/კორესპნდენტი შოთა სამსონია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ აგლაძე. 

კონფერენიის მასალების სრულად ნახვა შესაძლებელია კონფერენციის ვებ-გვერდზე.

 


ელემენტთა პერიოდულობის სისტემის პირველი ქართულენოვანი ვებ ვერსია

შეიქმნა პირველი ქართულენოვანი ელემენტთა პერიოდულობის სისტემის ვებ ვერსია. პერიოდოლობის სისტემა განკუთვნილია ქიმიკოსთა ფართო წრისათვის: მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის, მასწავლებელისათვის, ქიმიკოსებისათვის და არაქიმიკოსებისათვის. პერიოდულობის სიტემაში თითოეული ელემენტისათვის მოცემულია მახასითებელი ფიზიკური კონსტანტები: ატომური მასა, კოვალენტური რადიუსი, ატომური რადიუსი, იონიზაციის პოტენციალები, აგრეგატული მდგომარეობა, სიმკვრივე, სიმკვრივე თხევად მგდომარეობაში, ლღობის ტემპერატურა, დუღილის ტემპერატურა, კრიტიკული წერტილი, დნობის სითბო, აორთქლების სითბო, სპეციალური სითბოტევადობა და მრავალი სხვა . ასევე მოცემულია ინფორაცია ელემენტის აღმოჩენის, ფიზიკური, ქიმიური, ფიზიოლოგიური თვისებების და ა.შ. შესახებ.
პერიოდული სისტემის ავტორები: ელიზბარ ელიზბარაშვილი, ლუიზა თაკალვაძე და ირმა ლაგვილავა.

იხილეთ ვრცლად

 


2010 წლის ნობელის პრემია ქიმიაში

მიმდინარე წელს ნობელის პრემია განაწილდა სამ მეცნიერს შორის. ეს მეცნიერები არიან პროფესორი რიჩარდ ფ. ჰეკი დელავერის უნივერსიტეტიდან, ნევარკი, დელავერი, აშშ; პროფესორი ეი-იჩი ნეგიში პერდიუს უნივერსიტეტიდან, ვესტ ლაფაიეტი, ინდიანა, აშშ და პროფესორი (ემერიტუსი) აკირა სუზუკი ჰოკაიდოს უნივერსიტეტდან, საპორო, იაპონია. მათ შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ ნობელის პრემია მიანიჭა „პალადიუმ კატალიზური ჯვარედინი შეუღლების რეაქციისათვის ორგანულ სინთეზში“. სამი ორგანიკოს ქიმიკოსის აღმოჩენამ უდიდესი როლი ითამაშა აკადემიურ კვლევებში, ახალი მედიკამენტებისა და მასალების შემუშავებაში და გამოიყენება მრავალ საწარმოო პროცესებში სხვადასხვა ფარმაცევტული მასალებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზში.

ვრცლად

 
დიდი ხელოვნება სინჯარაში

ორგანული ქიმია (ნახშირბადოვანი ნაერთები) არის სიცოცხლის საფუძველი და პასუხისმგებელი მრავალი ბუნებრივი ფენომენის არსებობაზე, მაგალითად როგორიცაა ყვავილების ფერი, გველის შხამი და ბაქტერიების გამანადგურებელი სუბსტანციები (მაგ. პელიცილინი).

ასეთი რთული აღნაგობის ნაერთების მისაღებად ქიმიკოსებს უწევთ ნახშირბადატომების ერთმანეთთან დაკავშირება, მაგრამ ნახშირბადი მდგრადი ნაერთია და იგი მარტივად არ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან. პირველი მეთოდი, რომლის საძულებითაც შესაძლებელი გახდა ნახშირბადობანი ჩონჩხის კონსტრუირება, ითვალისწინებდა ერთ-ერთი ნანშირბადატომის გადაყვანას აქტიურ, შედარებით უფრო რეაქციიისუნარიან ფორმაში. მაგრამ ასეთმა მეთოდებმა მიუხედავად იმისა რომ წარმატებით იმუშავა მარტივი სტრუქტურების მიღებისას, ....

 იხილეთ ვრცლად  

ჩამოტვირთეთ ქიმიაში 2010 წლის ნობელის პრემიის სამეცნიერო მიმოხილვა   *.PDF