გამოშვება #4, 10 ოქტომბერი 2011

გახდით საქართველოს პროფესიონალ ქიმოკოსთა ასოციაციის წევრი და ისარგებლეთ მრავალი პრივილეგიით 

ვრცლად..

 



მომხმარებელს სულ მალე chemistry.ge-ზე რეაქტივებისა და ლაბორატორიუმი მასალების შერჩევა შეეძლება...

 

მიმდინარე პროექტი

 

ნობელიანტები ქიმიაში

 

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და www.chemistry.ge საიტის რედაქცია სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს პროექტში "ნობელიანტები ქიმიაში" მონაწილების მისაღებად

 

წითელი სინათლე ნანომილაკებიდან

ნანომილაკებს ადამიანის თვალი აღიქვავს შავი ფხვნილის სახით. სინათვლის გამოსხივების ინდუცირებისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო, რადგან ისინი კარგი ელექტროგამტარებია და შეუძლიათ ახლოს მოთავსევული სხვა ლუმინესცენტური ნაერთის მიერ გამოსხივებული სინათლის შთანთქმა.  

ანონსი! 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, გიწვევთ საიუბილეო ღონისძიებებზე, რომლებიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის რაფიელ აგლაძის დაბადების 100 წლისთავს . საიუბილეო სხდომა გაიმართება 2011 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში: 0108, თბილისი, რუსთაველის გამზირი, 52, V სართული. დასაწყისი 16 საათზე. იუბილესთან დაკავშირებული ნაციონალური კონფერენცია გამოყენებით ქიმიაში საზღვარგარეთელ მეცნიერთა მონაწილეობით ჩატარდება 2011 წლის 19-21 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში: 0175, თბილისი, კოსტავას 77.

მოვლენები

მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის მეცნიერი ორგანულ ქიმიაში არსებული მიღწევები განიხილეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ორგანულ ქიმიაში მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰეტეროციკლური ქიმიის მიღწევები“GeoHet-2011 გაიხსნა. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა ჰეტეროციკლების ქიმიაში, ასევე ქიმიის სხვადასხვა სფეროში მიღებული სამეცნიერო კვლევის უახლოესი შედეგები განიხილეს.

კონფერემციის ამსახველი ფოტოგალერეა შეგიძლიათ იხილოთ ბმულის საშუალებით.


გარდაიცვალა პროფესორი ბობი ბუცხრიკიძე - პედაგოგი, მეცნიერ-ხელმძღვანელი და გამორჩეული პიროვნება
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბობი ბუცხრიკიძე


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2011 წლის 30 მაისს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის საერო სკოლა-გიმნაზია "გორდას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მკვლევარებმა აღმოაჩინეს მაგნიტური გარსების მქონე ატომები
ნანომილაკებს ადამიანის თვალი აღიქვავს შავი ფხვნილის სახით. სინათვლის გამოსხივების ინდუცირებისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო, რადგან ისინი კარგი ელექტროგამტარებია და შეუძლიათ ახლოს მოთავსევული სხვა ლუმინესცენტური ნაერთის მიერ გამოსხივებული სინათლის შთანთქმა.


კვირის სტუმარი

პროფესორი რეზო კლდიაშვილი - "ბატონი რამაზ ლაღიძე"

ამ წერილის სათაურზე ბევრი არ მიფიქრია. მას ყოველთვის ასე მიმართავდნენ კოლეგები, ასპირანტები თუ სტუდენტები. იმ პერიოდშიც კი, როცა მძვინვარებდა მიმართვა “ამხანაგო”, ჩვენ მისი მოსწავლეები ვამაყობდით მასწავლებლით. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ პროფესორ რამაზ ლაღიძესთან თანამშრომლობა ადვილი საქმე არ იყო. ნივთიერების სტრუქტურას რომ დავადგენდით, იგი მაინც ეჭვის თვალით უყურებდა. რამდენჯერმე გვთხოვდა გადაგვემოწმებინა, მანამდე კი ზედმეტი იყო გამოქვეყნებაზე ლაპარაკი. დასაწყისში მისი ეს სიდინჯე მაღიზიანებდა. ხშირად მიფიქრია, რომ ესპანელი ინკვიზიტორები შეიძლებოდა ასე მოქცეულიყვნენ. ერთხელ შემატყო გაღიზიანება და თავის კაბინეტში შემიპატიჟა. თეთრი ფურცელი კარადიდან დინჯად ამოიღო, ლამაზი კალმისტრით ერთმანეთზე გადაჯაჭვული ხუთი წრე შემოხაზა....