გამოშვება #3, 2 ივლისი, 2011

გახდით საქართველოს პროფესიონალ ქიმოკოსთა ასოციაციის წევრი და ისარგებლეთ მრავალი პრივილეგიით 

ვრცლად..

 



მომხმარებელს სულ მალე chemistry.ge-ზე რეაქტივებისა და ლაბორატორიუმი მასალების შერჩევა შეეძლება...

 

მიმდინარე პროექტი

 

ნობელიანტები ქიმიაში

 

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და www.chemistry.ge საიტის რედაქცია სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს პროექტში "ნობელიანტები ქიმიაში" მონაწილების მისაღებად

 

მეცნიერებმა იპოვეს გრაფენის მიღების მარტივი გზა

ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის მეცნეირებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს გრაფენის მაღალი გამოსავლიანობით მიღების მარტივი მეთოდი. გრაფენი წარმოადგენს ნახშირბადოვან ნანოსტრუქტურას, რომელსაც მომავალში წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს სილიკონის მასალები.  

მკვლევარებმა აღმოაჩინეს მაგნიტური გარსების მქონე ატომები

ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს 'სუპერატომების' ახალი კლასი - ატომების მდგრადი კლასტერები, რომელთაც შეუძლიათ მიბაძონ პერიოდულობის ცხრილის სხვადასხვა ელემენტებს უჩვეულო მაგნიტური თვისებებით  

ანონსი! 

გრძელდება თეზისების რეგისტრაცია II საერთაშორისო კონფერეციაზე ორგანულ ქიმიაში - "ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის მიღწევები".

დღეისათვის უკვე რეგისტირებულია 30 თეზისი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები იტალიიდან, საბერძნეთიდან, ინდოეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან, სინგაურიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

საოგრანიზაციო კომიტეტის მოწვევით ლექციას წაიკითხავენ პროფ. დომენიკო სპინელი (ბოლონია, იტალია), პროფ. ათინა გერონიკაკი (თესალონიკი, საბერძნეთი), აკად. აბელ მაჰარამოვი (ბაქო, აზერბაიჯანი).

 თეზისების რეგისტრაციია სრულდება 30 ივლისს.

მოვლენები

საზაფხულო სამეცნიერო აკადემია - თსუ -2011

საზაფხულო სამეცნიერო აკადემია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისათვის 21 ივნისიდან - 1 ივლისამდე აწყობს ღონისძიებებს


სტუდენტთა 79-ე ღია სამეცნიერო კონფერენციის II ეტაპი
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ სტუდენტთა 79-ე ღია სამეცნიერო კონფერენციის II ეტაპის გამარჯვებული სტუდენტები სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა.


შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
2011 წლის 10 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტს სტუმრობდნენ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები და ქიმიის პედაგოგი იზოლდა ხაჭაპურიძე.


შეხვედრა სსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში
2011 წლის 1 ივნისს სსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში გაიმართა „საქართველოს პროფესონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ და ქიმიის პორტალის www.chemistry.ge გასვლითი პრეზენტაცია...


სიახლე პორტალზე - მინერალების ენციკლოპედია

ვებ-რესურსების რუბრიკაში დაემატამინერალების ენციკლოპედია. მოცემული გვერდის  საშუალებით თქვენ სწრაფად იპოვით მინერალების დასახელებას, მათი ფიზიკურ მახასიათებლებს. ყველა მინერალი არის დასურათებული...

 


კვირის სტუმარი

პროფ. თამაზ აგლაძე:  „აკადემიკოსი რაფიელ აგლაძე - 100!“

რაფიელი ძალიან კარგად წერდა ლექსებს და მოთხრობებს, ლიტერატურით იყო ძალიან გატაცებული, ხშირად დადიოდა თეატრში. ერთხელაც ბატონი რაფიელის მამას ხელში ჩაუვარდა შვილის "თხზულებების" რვეული. პირველი გვერდის გადაკითხვის ,გრამატიკული და სტილისტური შეცდომების აღმოჩენის შემდეგ შვილს უთხრა: “საქართველოს ეყოფა უნიჭო ლიტერატორები,სჯობს სხვა დარგშიც სცადო ბედი“. მამის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე პირველი სკოლიდან რაფიელი გადაყვანილი იქნა ქიმიურ ტექნიკუმში. ქიმია მისი ცხოვრების პროფესიად იქცა.ინსტიტუტში გაკეთებული არჩევნის- ელექტროქიმიის ერთგული იგი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე დარჩა.მან შემდგომი კვლევის ობიექტად მანგანუმი შეარჩია.რაც საკმაოდ გააზრებულიარჩევანი იყო.სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაინერგა მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი....

ინტერვიუ მომზადებული იქნა სტუ-ს მე-2 კურსის სტუდენტების
მარიამ ბარამიძისა და ნინო ბერიაშვილის მიერ
 


კონკურსის "მინერალების ენციკლოპედია" შედეგები

დასრულდა საქართველოს პროფსიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსი "მინერალების ენციკლოპედია".
კონკურსის შედეგად შერჩეულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტები სოფო დარბაიძე, თამარ აღაპიშვილი და ნინო ქოპილაშვილი.
პროექტში გამარჯვებულებს გადაეცეთ შესაბამისი სერტიფიკატები.

 


ნინო ქოპილაშვილი


სოფო დარბაიძე

 
თამარ აღაპიშვილი