გამოშვება #2, 30 მაისი, 2011

გახდით საქართველოს პროფესიონალ ქიმოკოსთა ასოციაციის წევრი და ისარგებლეთ მრავალი პრივილეგიით? 

ვრცლად..

 



chemistry.ge სულ უფრო პოპულარული ხდება
 chemistry.ge საიტის მომხმარებელთა ბოლო ერთვის ანალიზი აჩვენებს, რომ მას დღითი დღე უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს...

 

მიმდინარე პროექტი

 

ნობელიანტები ქიმიაში

 

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და www.chemistry.ge საიტის რედაქცია სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს პროექტში "ნობელიანტები ქიმიაში" მონაწილების მისაღებად

 

მიმდინარე პროექტი

 

მინერალების ენციკლოპედია  

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და www.chemistry.ge საიტის რედაქცია სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს პროექტში "მინერალების ენციკლოპედია" მონაწილეობის მისაღებად..  

ანონსი! 

II საერთაშორისო სიმპოზიუმი ორგანულ ქიმიაში - "ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის მიღწევები" ჩატარდება 26-27 სექტემბერს თბილისში სასტუმრო "D-Plaza"-ში. კონფერენციის ორგანიზატორები არიან თბილისის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. კონფერენციის საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებს "საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია"...  

მოვლენები

2011 წლის 17 მაისს, 15.00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე "საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ" ჩაატარა შეხვედრა სტუდენტებთან.


2011 წლის 13-15 მაისს, სასტუმრო რედისონში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო ცენტრის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის „საქპატენტის“, ჯეოსელისა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-5 საერთაშორიშო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 33 ქვეყნის ახალგაზრდებმა. ქიმიის პროფილით წარმოდგენილი პროექტის ავტორებს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ სამახსოვრო სიგელები გადასცა.


სიახლე პორტალზე - ფიზიკურ-ქიმიური კონსტანტების ცხრილები

ვებ-რესურსების რუბრიკაში დაემატა ფიზიჯურ-ქიმიური კონსტატნტების ცხრილები.მოცემული ცხრილების საშუალებით თქვენ სწრაფად იპოვით ისეთ მუდმივებს, როგორიცაა ანიონების დასახელება, ანიონებისა და კათიონების წარმოქმნის სითბოს მნიშვნელობები, მეტრული განზომილებების წინსართები და სხვა მრავალი...

 


კვირის სტუმარი

პროფ. ქეთევან კუპატაძე:  „მე ქიმიკოსობა მაქვს გადაწყვეტილი!“

„მე ქიმიკოსობა მაქვს გადაწყვეტილი!“- ასე უპასუხა გიმნაზიელმა იუსტუს ლიბიხმა გიმნაზიის დირექტორს, როდესაც ეს უკანასკნელი გიმნაზიელების მომავალი პროფესიებით დაინტერესდა. ამგვარმა პასუხმა დამსწრეთა გახალისება გამოიწვია, რადგან ქიმიკოსობა მე-19- საუკუნის დასაწყისის გერმანიაში სულაც არ ითვლებოდა სერიოზულ პროფესიად. ქიმიას აღიქვავდნენ, როგორც ბუნებისმეტყველების დამატებით ნაწილს და თუმცა ნივთიერებაზე გარკვეული თეორიული წარმოდგენები იყო შემუშავებული, ექსპერიმენტს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ.
დღესაც, საქართველოში მომავალი თაობა დაახლოებით ასეა განწყობილი ქიმიის მიმართ. რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში ქიმია სერიოზულ პროპესიად კი ითვლება, მაგრამ ათიდან ერთ მოსწავლეს თუ წარმოუდგენია ის თავის მომავალ პროფესიად...  


პროექტი "იდეების ინკუბატორი"

"იდეების ინკუბატორი" არის პროექტი, რომელიც მეცნიერებს, მკვლევარებს, გამომგონებებლს სთავაზობს მათი ახალი პროექტების პოპულარიზაციას და პოტენციური დამფინანსებლებისათვის შეთავაზებას.

 

რა სახის პროექტი მიიღება "იდეების ინკუბატორში"?
წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს დასრულებული სახის და უნდა ახლდეს პროტოტიპული ნიმუში.
რა ფორმით უნდა წარმოდგინდეს პროექტი?
 პროექტები მიიღება მხოლოდ ე.წ. TPF ფორმის მიხედვით.
TPF არის აბრევიატურა Technology Profile Form. TPF შესრულებული უნდა იყოს ერთ გვერდზე და უნდა მოიცავდეს: მოკლედ და ლაკონურად ჩამოყალიბებულ პროექტის დასახელებას; აღწერას; ინოვაციურ ასპექტებსა და ძირითად უპირატესობებს; გამოყენების სფეროს;  პროექტის შემუშავების სტადიას; პროდუქტის ამსახველ ფოტო მასალას სურათების დასახელებით;  საკონტაქტო მისამართს...