ვაკანსია: ლაბორატორიის ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: სს „მარგებელი ჰოლდინგი“  
გამოცხადებულია: 2019-09-04 
ბოლო ვადა: 2019-09-13 
ვაკანსიის აღწერა:

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც  მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ჰოლდინგში შემავალი კომპანიების პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე თითოეული პროდუქტი წამყვან პოზიციას იკავებს და მომხმარებელში მაღალ ხარისხთან და ქართულ წარმოებასთან არის ასოცირებული.

ჰოლდინგის განვითარების ისტორიის საწყისებიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ აქტივად ადამიანებს და თანამშრომელთა გუნდს განვიხილავთ - რომელთა ძალისხმევა, პროფესიონალიზმი და ერთგულება - ქმნის ჩვენს წარმატებას!

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“  შემავალი სს „წყალი მარგებელი“  აცხადებს ვაკანსიას გურიაში, ქარხნის ლაბორატორიის ხელმძღვანელის  თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებაორება: გურია, სოფ.ნაბეღლავი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ,

დამატებითი სარგებელი: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

 
მოვალეობები:

პასუხისმგებელია:

  • მაღალი პროფესიული სტანდარტებით და დისციპლინირებულად უხელმძღვანელოს ლაბორატორიას
  • ლაბორატორიის თანამშრომლების სამუშაოს, მასალების ორგანიზაციასა და კოორდინაციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ლაბორატორიის თანამშრომელთა სწავლება
  • ლაბორატორიის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების შედგენა და მათი ოპტიმალურად განაწილება
  • თანამშრომელთა სამუშაო პროცესის კოორდინირება
  • წარმოებულ პროდუქტთა ნიმუშების შენახვის მენეჯმენტი
  • ლაბორატორიული ანალიზების (ქიმიური, მიკრობიოლოგიური) ჩატარება საჭიროების შესაბამისად;
  • ლაბორატორიული კვლევის შედეგების მონიტორინგი
  • პასუხისმგებლობა პროდუქტის ნიმუშებზე, შეცდომებზე და საჩივრებზე;
  • ნედლეულის და წარმოებული პროდუქციის კონტროლი და მონიტორინგი (სენსორული)
  • ლაბორატორიული მასალების, დანადგარების რეგულარული მონიტორინგი და კონტროლი
  • კომპანიის შესაბამისი თანამშრომლ(ებ)ის მხარდაჭერა ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე
  • ჰიგიენის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
  • ნედლეულისა და მზა პროდუქციის კარანტინიდან გაშვების პროცესის კონტროლი
  • სხვადასხვა სახის სერტიფიკატებისა (მათ შორის ხარისხის) და შეკვეთების მომზადება
  • სტატისტიკური მონაცემების დამუშავება
  • ლაბორატორიისთვის საჭირო მასალების შეკვეთა
  • სხვადასხვა დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან/თანამშრომლებთან კომუნიკაცია
  • სხვადასხვა სახის შენიშვნების წარმოება
  • ქიმიური ნივთიერებების შენახვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ფორმების ადმინისტრირება
  • ლაბორატორიული კვლევების შედარება
  • პირველი ჩამოსხმის (first fillings) შემოწმება;
 
უნარები:
  • ძლიერი ინტერპერსონალური უნარები
  • დიდი მოცულობის სამუშაოს ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარი
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
  • აკურატული
  • დისციპლინირებული
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) მედიცინის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - ქიმიის ან ბიოლოგიის დარგი
  • სამუშაო გამოცდილება ლაბორატორიის თანამშრომლის პოზიციაზე
  • საწარმოს ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად
  • ლაბორატორიის ოპერაციების მართვაში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად
  • ხარისხის სერტიფიკატების მომზადების გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად
  • დოკუმენტების წარმოების გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარები (MS Office)
  • ინგლისური ენა, ჩაითვლება უპირატესობად
 
საკონტაქტო ინფორმაცია:

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@healthywater.ge.  abuadze@healthywater.ge.  577655699

 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 
www.healthywater.ge

 

 

უკან დაბრუნება

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას