ვაკანსიები

ვაკანსია: მკვლევარი
დამსაქმებელი: საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 
გამოცხადებულია: 2018-10-15 
ბოლო ვადა: 2018-10-25 
ვაკანსიის აღწერა: საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“ ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერაზე მიმართული გრანტის ფარგლებში, „ქიმიკოსთა დასაქმების ბაზრის კვლევ“-ის პროექტში მონაწილეობის მიღების მიზნით აცხადებს ვაკანსიებს სტუდენტებისათვის (01.12.2018 – 30.03 2013)

გასაუბრების წესით შეირჩევა 10 კანდიდატი.

ხელფასი: 120 ლარი/თვეში. ასევე, საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია ბონუსების გამომუშავება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია და მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გამოაგზავნონ CV.

 
მოვალეობები:
  •  სპქა-ს საქმიანობის გაცნობა;
  •  კომუნიკაცია ქიმიკოსთა პოტენციურ დამსაქმებლებთან შემდეგი მიზნებით:
    •  სპქა-ს საქმიანობის გაცნობა
    • ინსტიტუციური პროფაილის ფორმების მასალების შეგროვება
    •  ბაზრის კვლევის კითხვარის შევსება
  •  პროექტის საბოლოო ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  •  სპქა-ს საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
 
უნარები:
  • პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
  •  დამარწმუნებელი, არგუმენტირებული მეტყველების უნარი;
  •  დროის ეფექტური მართვის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook)
 
საკონტაქტო ინფორმაცია: www.chemistry.ge
contact@chemistry.ge
საკონტაქტო პირი: თეა მათითაიშვლი, ტელ: 595 636676