ვაკანსიები

ვაკანსია: დოქტორანტურის სტუდენტი (PhD student)
დამსაქმებელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 
გამოცხადებულია: 2017-07-31 
ბოლო ვადა: 2017-09-05 
ვაკანსიის აღწერა:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა აცხადებს ვაკანსიას დოქტორანტის თანამდებობაზე VW–ის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში „Novel Polymer Electrolyte Membranes for Fuel Cell Application“ (Ref. 93 331). დოქტორანტი კვლევებში ჩაერთვება მიმდინარე სემესტრის დასაწყისიდან 3 წლის ვადით. გრანტის ფარგლებში დაფინანსდება მინიმუმ ერთი მივლინება (კოლაბორატორთან ვიზიტი გერმანიაში ან საერთაშორისო კონფერენცია). დოქტორანტის ხელფასი შეადგენს 220 ევროს.

პროექტის ფარგლებში განვითარებულ და შესწავლილ იქნება ახალი ტიპის პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანები, ასევე მოხდება საწვავ ელემენტებში (Fuel Cells) მათი გამოყენების პოტენციალის შესწავლა. პროექტის პარტნიორია მყარი სხეულების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტი, კერძოდ დრ. კ.დ კროიერის ჯგუფი.

 
მოვალეობები:

ახალი არომატული ტიპის პოლიმერების სინთეზი და მათი კვლევა, პოლიმერების მოდიფიკაცია, პოლიმერებისა და მათი ნარევებისაგან მემბრანების დამზადება საწვავ ელემენტებში გამოსაცდელად.

 
უნარები:  
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატს უნდა გააჩნდეს მაგისტრის ხარისხი პოლიმერული ან ორგანული ქიმიის მიმართულებით, ფლობდეს ინგლისურ ენას, ჰქონდეს სინთეზის ლაბორატორიული უნარები და სპექტროსკოპიული მეთოდების ცოდნა.

 
საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესებულმა პირებმა პირველ ეტაპზე გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ასოც. პროფ. გ. ტიტვინიძესთან g.titvinidze@agruni.edu.ge 1 სექტემბრამდე.

სადოქტორო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ნუცა ბათიაშვილი

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი

ტელ.: 577 729 909

ელ. ფოსტა: n.batiashvili@freeuni.edu.ge>

პროფ. ნატო კობახიძე,

 
http://agruni.edu.ge/ge/node/1635