პროგრამები

VIII კლასი

ნივთიერება

ნივთიერების შედგენილობა - მოლეკულა და ატომი. ქიმიური ელემენტი. ალოტროპია. ნივთიერების თვისებები. ნივთიერებათა კლასიფიკაცია, ნარევები და ნაერთები. ვალენტობა. ქიმიური ფორმულა. ფარდობითი ატომური და მოლეკულური მასები. ნაერთში ელემენტის მასური წილი.

ატომის შედგენილობა

ატომის მოდელი. ატომბირთვი. იზოტოპები. ატომური ნომერი და მასური რიცხვი

ელექტრონები. ელექტრონების განაწილება ენერგეტიკულ დონეებზე და

ლუისის ფორმულები. იონები.

პერიოდულობის კანონი და ცხრილი

ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის კანონი. პერიოდულობის ცხრილი - ჯგუფები და პერიოდები. ელემენტთა კლასიფიცირება მეტალებად, მეტალოიდებად

და არამეტალებად. ტუტე მეტალები. ჰალოგენები.

ქიმიური ბმა

ქიმიური ბმის წარმოქმნა. იონური ბმა. იონური ნაერთები და მათი სახელწოდებები.  კოვალენტური ბმა. კოვალენტური ნაერთები. მეტალური ბმა.

ქიმიური რეაქციები

ფიზიკური და ქიმიური მოვლენები. ქიმიური რეაქციების მიმდინარეობის ნიშნები და პირობები. რეაქციის ქიმიური ტოლობა. მასისა და შედგენილობის მუდმივობის კანონები

წვა და ჟანგვა. ქიმიური რეაქცია და ენერგია. ქიმიური რეაქციის ტიპები.

არაორგანულ ნაერთთა კლასები

ოქსიდები, მჟავები, ფუძეები და მარილები. ნეიტრალიზაციის რეაქცია.

მიწა, წყალი და ჰაერი

დედამიწის ქერქის შედგენილობა. წყალი, მისი გავრცელება და თვისებები. ჰაერი. ატმოსფეროს შედგენილობა.

IX კლასი

ნივთიერების რაოდენობა

ნივთიერების რაოდენობის საზომი ერთეული – მოლი. კავშირი ნივთიერების რაოდენობას მასას და მოცულობას შორის. ავოგადროს კანონი. აირის მოლური მოცულობა. აირის ფარდობითი სიმკვრივე.

მეტალებიმეტალოიდები  და  არამეტალები

ელემენტთა კლასიფიკაცია. მეტალური ბმა. მეტალთა თვისებები. მეტალების კოროზია. არამეტალები და მათი ნაერთები. ფუძე, მჟავა და ამფოტერული ოქსიდები. ფუძეები და ამფოტერული ჰიდროქსიდები. მჟავები და მათი სიძლიერე. მარილები. მათი ნომენკლატურა და მიღების მეთოდები.

ქიმიური რეაქცია

ქიმიური რეაქციების კლასიფიკაცია. ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები.

ქიმიური რეაქცია, როგორც ენერგიის წყარო.

გარემოს ქიმია

გარემოს დაბინძურება. ჰაერის დაბინძურება. წყლის დაბინძურება. ნიადაგის დაბინძურება. სათბურის ეფექტი. მჟავა წვიმები. ოზონის ხვრელი.

ნახშირწყალბადები

ნახშირწყალბადების ზოგადი დახასიათება. ნახშირწყალბადების ბუნებრივი წყაროები

ნავთობი. კოქსქიმიური წარმოება. პოლიმერები.

X კლასი

ატომის აღნაგობა

ატომბირთვი. იზოტოპები და ბუნებრივი რადიონუკლიდები. ელექტრონული შრეების აღნაგობა. ატომში ელექტრონების განაწილების პრინციპები. პერიოდული სისტემა და ატომის აღნაგობა. ელექტრონული აღნაგობა და ელემენტების თვისებების პერიოდულობა.

ჟანგვა-აღდგენის რეაქციები

ჟანგვის რიცხვი. ჟანგვა და აღდგენა. ჟანგვა-აღდგენის რეაქციის ტოლობის  შედგენა.             

ჟანგვა-აღდგენის რეაქციების  კლასიფიკაცია.

ქიმიური ბმის წარმოქმნა. იონური ბმა. კოვალენტური ბმა და მისი თავისებურებები.  

მეტალური ბმა. წყალბადური ბმა

ნარევები და ხსნარები            

ნარევების ტიპები. გახსნის პროცესი. ხსნარის კონცენტრაცია. ელექტროლიტური დისოციაციის თეორია. მჟავების, ტუტეებისა და მარილების ელექტროლიტური დისოციაცია

ელექტროლიტური დისოციაციის ხარისხი. იონური მიმოცვლის რეაქციები. ელექტროლიზი და მისი გამოყენება.

ქიმიური კინეტიკა

ქიმიური რეაქციის სიჩქარე და მასზე მოქმედი ფაქტორები. კატალიზი და კატალიზატორი. ქიმიური წონასწორობა და მასზე მოქმედი ფაქტორები.

არამეტალები

წყალბადი და მისი ჟანგბადნაერთები. ჰალოგენები, მათი წყალბადნაერთები და მარილები. ჟანგბადი.  გოგირდი, გოგირდწყალბადი, გოგირდის ოქსიდები და მჟავები. გოგირდმჟავას მარილები. აზოტი, ამიაკი, აზოტმჟავა და მათი მარილები. ფოსფორი, ფოსფინი, ფოსფორის ოქსიდები, მჟავები. ფოსფორმჟავას მარილები. ნახშირბადი, მისი ოქსიდები, ნახშირმჟავა და მისი მარილები. სილიციუმი, სილიციუმმჟავა და სილიკატები.       

მეტალები       

1-ლი ჯგუფის ელემენტები. ნატრიუმი, კალიუმი და მათი ნაერთები. მე-2 ჯგუფის ელემენტები. კალციუმი და მისი ნაერთები. წყლის სიხისტე. ალუმინი და მისი ნაერთების ამფოტერობა. მანგანუმი და რკინა. რკინის ნაერთები და შენადნობები.

XI კლასი

ორგანული ნაერთების ზოგადი დახასიათება

ორგანული ქიმიის საგანი. ორგანულ ნაერთთა აღნაგობის თეორია. ქიმიური ბმების ბუნება ორგანულ ნაერთებში. ორგანულ რეაქციათა ტიპები. ორგანულ ნაერთთა კლასიფიკაცია. იზომერია. ნომენკლატურა

ნახშირწყალბადები

ალკანები. ციკლოალკანები. უჯერი ნახშირწყალბადები - ალკენები, ალკადიენები, ალკინები და არომატული ნახშირწყალბადები (არენები).

ჟანგბადშემცველი ორგანული ნაერთები

ნაჯერი ერთატომიანი სპირტები. ეთილენგლიკოლი და გლიცეროლი. ფენოლი. კარბონილური ნაერთები. კარბონმჟავები. ესტერები და ცხიმები. ნახშირწყლები - მონოსაქარიდები, დისაქარიდები და პოლისაქარიდები.

აზოტშემცველი ორგანული ნაერთები

ამინები. ამინომჟავები. პეპტიდები და ცილები.

მაღალმოლეკულური ნაერთები

მაღალმოლეკულურ ნაერთთა ზოგადი დახასიათება. მონომერი, პოლიმერი, მონომერული ერთეული, პოლიმერიზაციის ხარისხი. პოლიმერიზაცია და პოლიკონდენსაცია. პლასტმასები. კაუჩუკი. ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოები.

გაღრმავებული კურსი

...