ქიმია

პროგრამის დასახელება ქიმია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მაგისტრი ქიმიაში  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
მიზანი  სამაგისტრო პროგრამა მიზანად ისახავს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას ორგანული, არაორგანული ქიმიის და ქიმიური ექსპერტიზის მიმართულებით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს კვლევისა და ანალიზის მეთოდების შესწავლის საფუძველზე მოამზადოს მკვლევარი ორგანულ და არაორგანულ ქიმიაში, რომელიც უნდა ერკვეოდეს როგორც ბუნებრივი ასევე სინთეზური ორგანული ნივთიერებების კვლევის მეთოდების თანამედროვე ფიზიკო–ქიმიურ საფუძვლებში. სწავლის პროცესში მაგისტრანტს უნდა ჩამოუყალიბდეს უნარ– ჩვევები რათა არა მარტო გამოიკვლიოს და ინდენტიფიკაცია მოახდინოს არამედ შეძლოს ტექნოლოგიური პროცესების ღრმა ცოდნის საფუძველზე ორგანული და არაორგანული ნივთიერებების სინთეზი. მოწოდებული სასწავლო გეგმის მიხედვით აღნიშნული სპეციალობის კურსდამთავრებული ზოგადი ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპრეტიზის საკითხებთან ერთად, კარგად უნდა ერკვეოდეს ექსპერტული სამუშაოების შესრულების ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზა. ამდენად სამართლიანი ექსპერტიზის სამართლებრივი საფუძვლების, კრიმინალისტიკისა და სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის სწავლება, ხელს შეუწყობს სპეციალისტის (ქიმიკოს-ექსპერტების) შემდგომ დამოუკიდებელ მუშაობას.  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამის გავლის შემდეგ მაგისტრები მოამზადებული იქნებიან მაღალი დონის: სასმელი და მინერალური წყლების, ალკოჰოლიანი სასმელების, ძვირფასი თვლებისა და ძვირფასი ლითონების ქიმიკოს-ექსპერტებად, მყარი, აირადი და თხევადი ენერგორესურსების, ფარმაცევტული პრეპარატების და კვების პროდუქტების ქიმიური ანალიზის ექსპერტებად და ასევე ქიმიკოსტოქსიკოლოგებად. მომზადებული იქნება მკვლევარი ორგანულ და არაორგანულ ქიმიაში, რომელიც დაუფლებული იქნება როგორც ბუნებრივი, ასევე სინთეზური ორგანული ნივთიერებების კვლევის თანამედროვე ფიზიკო–ქიმიურ მეთოდებს.  
დასაქმების სფეროები შესაბამისი პროფილის სასწავლო-საკლვევი დაწესებულებებში • ქიმიური პროფილის საწარმოებში და ფირმებში • სათბობ-ენერგეტიკული დანიშნულებისა და მეტალურგიულ წამოებაში • ქიმიურ-ფარმაცევტულ, შხამქიმიკატთა წარმოებისა და გამოყენების სფეროებში • კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები • საბაჟო და გარემოს დაცვის შესაბამის სამსახურებში • თავდაცვის სისტემებში - ქიმიური პროფილის ლაბორატორიებში • ნავთობ-გადამამუშავებელ და ნავთობ-ქიმიურ საწარმოებში.  
ვებ–მისამართი http://atsu.edu.ge/faculties/zusti/geo/mag/mag_zusti_qimia.pdf
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას