ქიმია

პროგრამის დასახელება ქიმია
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი(ქიმია)  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
მიზანი  მიზანი--საბაკალავრო პროგრამის მიზანია მაღალი პროფესიული დონის მქონე სპეციალისტების მომზადება, რის მისაღწევადაც იგი ისახავს შემდეგ ამოცანებს: თეორიული და პრაქტიკული განათლების მიღება ქიმიის საბაზო დისციპლინებში: ზოგად და არაორგანული ქიმიაში, ორგანულ, ფიზიკურ, ანალიზურ, მაღალმოლეკულურ და ელემენტორგანულ ნაერთთა ქიმიაში, ასევე გამოყენებითი და ქიმიური ეკოლოგიის, კომპლექსნაერთა ქიმიის, კოლოიდური ქიმიის, ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის და სხვა მნიშვნელოვანი ქიმიური დისციპლინების სფეროში; ქიმიის ექსპერიმენტული მეთოდების დაუფლება და ფიზიკისა და მათემატიკის საფუძვლების შესწავლა.  
სწავლის შედეგი შედეგები და კურსდამთავრებულთა კომპეტენციები—პროგრამის გავლის შემდეგ ბაკალავრს მიეცემა საფუძვლიანი განათლება ქიმიის ძირითად დისციპლინებში. ბაკალავრი დაეუფლება ქიმიკოსოსათვის აუცილებელ ექსპერიმენტულ უნარ-ჩვევებს ქიმიურ ნაერთთა სინთეზის ანალიზის სფეროში. პროგრამით მიღებული საბაზო განათლების შემდეგ ქიმიის ბაკალავრი შეძლებს კვლევის თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების გამოყენებას, აგრეთვე სათანადო სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას.  
დასაქმების სფეროები დასაქმების სფეროები-შესაბამისი პროფილის სასწავლო - კვლევითი დაწესებულებები , ქიმიური პროფილის საწარმოები და ფირმები, ქიმიურ- ფარმაცევტული წარმოება, პესტიციდების წარმოებისა და გამოყენების სფეროები, კვებისა და მსუბუქი მრეწველო-ბის საწარმოები და ლაბორატორიები, საბაჟო და გარემოს დაცვის შესაბამისი სამსა-ხურების ქიმიური ლაბორატორიები, თავდაცვის სისტემაში – ქიმიური პროფილის ლაბორატორიები და საორგანიზაციო სტრუქტურები, სათბობ-ენერგეტიკული დანი-შნულებისა და მეტალურგიული წარმოებები, ნავთობქიმიური საწარმოები და სხვ.  
ვებ–მისამართი http://atsu.edu.ge/faculties/zusti/geo/bak/ag.qimia.pdf
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა სრული, საშუალო ან მისი ექვივალენტური საგანმანათლებლო დონე და გააჩნდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დოკუმენტი, რომელიც ანიჭებს მას სტუდენტის სტატუსს.  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას