ეკოლოგია

პროგრამის დასახელება ეკოლოგია
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  მოამზადოს კადრი ეკოლოგიური განათლებით გარემოში არსებული გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად. საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს იმ საკითხების საფუძვლიანად შესწავლას, რომლებიც იწვევენ ბიოსფეროში ეკოლოგიური წონასწორობის რღვევას და გარემოში მიმდინარე ცოცხალი ორგანიზმებისათვის და მცენარეებისათვის არასასურველ ფიზიკო-ბიოქიმიურ პროცესებს. პროგრამა მიზნად ისახავს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და მონიტორინგისათვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოყენების საფუძვლებს. შეისწავლის ბუნებრივ გარემოზე დაკვირვების, შეფასებისა და მისი დაცვის თანამედროვე ტექნიკის გამოყენების პერსპექტივებს.  
სწავლის შედეგი საბაკალკავრო პროგრამის დაუფლების შემდეგ ბაკალავრს შეეძლება კვების პროდუქტების წარმოების მართვა, ტექნოლოგიური პროცესის ცალკეული სტადიების შეფასება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება; პროცესის ცალკეული სტადიების მატერიალური და ენერგეტიკული ბალანსების გაანგარიშება, მათი ტექნოლოგიურ ციკლში შეკვრა. საწარმოთა ბიზნეს-გეგმის შედგენა (წარმოების ორგანიზაციისათვის საჭირო კაპიტალდაბანდებების განსაზღვრა, ამოსავალი ნედლეულის შერჩევა, მიღებული პროდუქტის თვითღირებულების გაანგარიშება და დასაბუთება; რენტაბელობის დადგენა; ბაზრის თვისობრივი შეფასება).; წარმოების ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინება და გადაწყვეტა; სასურსათო პროდუქტების დიაგნოსტიკა და ექსპერტიზა.  
დასაქმების სფეროები სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები, საბიუჯეტო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულია გარემოს დაცვის საკითხებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონალური სამსახურები და სამრეწველო საწარმოები, ნავთობისა და გაზსადენი მაგისტრალები, აგრეთვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/archive/gegmebi/bakalavriati-Ekologia.pdf
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა ერთიანი ეროვნული გამოცდები  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას