ფიზიკური ორგანული ქიმია

პროგრამის დასახელება ფიზიკური ორგანული ქიმია
სწავლების საფეხური დოქტორანტურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ქიმიის დოქტორის აკადემიური ხარისხი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი 
მიზანი  უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით დოქტორანტურა არის უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს. უკანასკნელ წლებში ქიმიის პრობლემების მათემატიკური მეთოდებითა და კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით გადაწყვეტის განვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დოქტორანტურის გახსნა ქიმიაში თეორიული მიმართულებით _ ფიზიკური ორგანული ქიმიის სპეციალობით, რომლის საფუძველია ქიმიური ამოცანების გადაწყვეტა კომპიუ-ტერული პროგრამების (ქვანტური ქიმიის თანამედროვე მეთოდები, მოლეკულური მექა-ნიკა, ტოპოლოგიური ქიმია) გამოყენებით. ნივთიერების ელექტრონული აღნაგობის და რეაქციის უნარიანობის კვლევა წარმოადგენს თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნი-ერების ერთ-ერთ აქტუალურ მიმართულებას. დოქტორანტს შეეძლება მიღებული ცოდნისა და პრობლემების გადაჭრის უნარის გამოყენება როგორც ქიმიური, ასევე ფიზიკური და ბიოლოგიური ხასიათის კვლევების შესრულებისათვის, რაც დასტურდება ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომებით, რომელთა შედეგებიც გამოქვეყნებულია ქართულ და საერთაშორისო ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურ-ნალებში.Hკომპიუტერული ქიმიის თანამედროვე მეთოდების ათვისების შედეგად დოქ-ტორანტურის კურსდამთავრებულს შეეძლება ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის დარგის ნებისმიერ თანამედროვე სამეცნიერო და ანალიზური ხასიათის დაწესებულებაში წარ-მატებული მუშაობა. პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი უნდა განხორციელდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფა-კულტეტზე არსებული კომპიუტერული ცენტრის ბაზაზე.  
სწავლის შედეგი ცოდნა და გაცნობიერება - ექნება ფართო, ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც იძლევა ფიზიკურ ორგანულ ქიმიაში რეფერირებადი საერთაშორისო პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე მუშაობის საშუალებას. სრულად დაეუფლება ფიზიკური ორგანული ქიმიისათვის სპეციფიკურ თეორიულ და ექსპერიმენტალურ მეთოდებს.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - შეეძლება შეიმუშაოს ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მიდგომები, რომლებიც ორიენტირებულია ახალი ცოდნის შექმნაზე და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში, დამოუკიდებლად დაგეგმოს და განა-ხორციელოს ინოვაციური კვლევა.
არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების უნარი - კრიტიკული მიდგომის გათვალისწინებით შეეძლება რთული, არასრული და წინააღმდეგობრივი მონაცემების ანალიზი. განახორციელებს ახალი მიდგომების სინთეზს, რითაც შეუწყობს ხელს ფიზიკურ ორგანულ ქიმიაში ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებას ან განვითარებას. გამოიმუშავებს უნარს დამოუკიდებლად მიიღოს სწორი და ეფექტური გადაწყვეტილება პრობლემის გადაჭრისათვის და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს დამატებითი რესურსები.
კომუნიკაციის უნარი - შეძლებს რთული და სადავო ინფორმაციის ეფექტურ გადაცემას სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ამ უკანასკნელთა მომზადების ხარისხის გათვალისწინებით;
_ ეცოდინება უცხო ენა;
_ გაიცნობს და თავისუფლად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ICT) და შეძლებს მათ შემოქმედებით და კრიტიკულ გამოყენებას ფიზიკური ორგანული ქიმიისათვის სპეციფიკურ კონტექსტში.
სწავლის უნარი - პროგრამის დასრულების შემდეგ დოქტორანტი ადეკვატურად შეაფასებს, დაგეგმავს და განახორციელებს საკუთარი სწავლის პროცესს და გამოიყენებს სასწავლო რესურსების სრულ სპექტრს. შეძლებს სხვების სწავლის პროცესის დაგეგმვას და მართვას.
 
დასაქმების სფეროები  
ვებ–მისამართი http://sou.edu.ge/files/Magistraturisa%20da%20doqtoranturis%20gankofileba/Doktorantura/fizikuri_organuli_qimia.doc
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა • მაგისტრის ხარისხი, ან მასთან გატოლებული ერთსაფეხურიანი სწავლების დიპლომი ქიმიაში;
• თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ კონკუსანტებს, რომელთაც ექნებათ სამეცნიერო პუბლიკაციები ქიმიის თემატიკაზე, სხვადასხვა სამეცნიერო (მათ შორის, სტუდენტთა) სამეცნიერო კონფერენციების მონაწილეებს. (სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი სხვა საბუთებთან ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი);
სამუშაო გამოცდილების ქონა არ არის სავალდებულო;
მისაღები გამოცდები დოქტორანტურაში ჩატარდება უცხო ენაში (B2 დონის ტესტი); სპეციალობაში ჩატარდება გასაუბრება.
მატერიალური და ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე სადოქტორო პროგრამამ შესაძლოა უზრუნველყოს 3-5 დოქტორანტის მიღება.
 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას