გამოყენებითი ქიმია (მოდულები: კომპიუტერული ქიმია, ფარმაცევტული ქიმია, ქიმიური ექსპერტიზა)

პროგრამის დასახელება გამოყენებითი ქიმია (მოდულები: კომპიუტერული ქიმია, ფარმაცევტული ქიმია, ქიმიური ექსპერტიზა)
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ქიმიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი 
მიზანი  გამოყენებითი ქიმიის პროგრამა ითვალისწინებს არაორგანული და ორგანული ნივთიერებე-ბის გარდაქმნების მექანიზმების ქვანტურ-ქიმიურ მოდელირებას, ფარმაცევტული პრეპარატე-ბის თვისებებისა და სინთეზის, კვების პროდუქტებისა და სამკურნალო საშუალებათა ექსპერ-ტიზის საფუძვლების შესწავლას.

კომპიუტერული ქიმიის მოდულის მიზანს წარმოადგენს მაგისტრის მომზადება ბაკალავრი-ატში მიღებული ცოდნის ბაზაზე და ქიმიური ამოცანების გადაწყვეტა კომპიუტერული პროგ-რამების (ქვანტური ქიმიის თანამედროვე მეთოდები, მოლეკულური მექანიკა, ტოპოლოგიური ქიმია) გამოყენებით. ნივთიერების ელექტრონული აღნაგობის და რეაქციის უნარიანობის კვლე-ვა წარმოადგენს თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერების ერთ-ერთ აქტუალურ მიმარ-თულებას.

ფარმაცევტული ქიმიის მოდული ითვალისწინებს - უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო იკვე-თება მოთხოვნილება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ახალი სამკურნალწამლო საშუ-ალებების მიღებაზე, რომელთა შესწავლა, გამოყენების პროგნოზირება და დანერგვა შეუძლებე-ლია ფარმაცევტული ქიმიის განვითარების გარეშე. მოდულის ძირითადი მიზანია გააცნოს მა-გისტრანტებს ფარმაცევტული ქიმიის საფუძვლები, სამკურნალო ნივთიერებებისა და ნედლეუ-ლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გადამუშავებისა და შენახვის პროცესში მიმდინარე ცვლილებები: სამკურნალო ნივთიერებების მიღების, გასუფთავების, სტანდარტიზაციის და ხა-რისხის კონტროლის მეთოდები. აითვისოს ბიოლოგიურ ობიექტებში სამკურნალო საშუალებე-ბის ანალიზის მეთოდები ფარმაკოკინეტიკური კვლევებისათვის, ეკოლოგიურ-ფარმაცევტული მონიტორინგის, სასამართლო-ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზისათვის სპეციალობის მეთოდოლოგიურ საფუძველს შეადგენს ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკო-ქიმიური, ბიოქიმიუ-რი, ბიოლოგიური და ბიოფარმაცევტული მეთოდების კომპლექსი. ფარმაცევტული ქიმიის მა-გისტრანტების სწავლების თანამედროვე დონის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ქიმიაში, ბიოლოგიაში, ბიოქიმიაში მიღებული ცოდნის ახლებურად ინტერპრეტირება. მაგისტრატურა მიზნად ისახავს მომზადდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც თავისი დარგის სპეციფიკის მიხედვით ფუნდამენტური მეცნიერებების ძირითადი დებულებების საფუძველზე შეძლებს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, სამკურნალო ნივთიერებების სინთეზისა და კვლევის ოპტიმალური გზებისა და საშუალებების დასახვას.

ქიმიური ექსპერტიზის მოდული ითვალისწინებს - უხარისხო, მავნე და ფალსიფიცირებუ-ლი პროდუქციის შეძენა და მოხმარება აზარალებს მომხმარებელს და უმეტეს შემთხვევაში ზი-ანს აყენებს მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. დადგენილი მოთხოვნებისადმი შეუსაბამო და ჯანმრთელობისათვის საშიში ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვის ერთ-ერთი ეფექტური ხელშემწყობი საშუალებაა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დარგში მომუშავე სპეციალისტი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური ქიმიკოსი და უნდა ფლობდეს კვლე-ვის თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებს, ქიმიური ანალიზის მეთოდებს. პროგრამის და-ნიშნულებაა მოამზადოს კვების პროდუქტებისა და ფარმაცევტული პრეპარატების ექსპერტი-ზის დარგში მომუშავე მაღალი დონის სპეციალისტი. მოდულის მიზანია გამოუშვას სპეცია-ლისტები ექსპერტიზის თეორიული საკითხების ღრმა ცოდნითა და ამ სფეროში შემდგომი საქ-მიანობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. მაგისტრები შეისწავლიან კვების პრო-დუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ფარმაცევტული პრეპარატების ექსპერტიზის ჩატარების მეთოდებს, ხარისხის, სტანდარტიზაციის და სერტიფი-კაციის საკვანძო საკითხებს, დღეისათვის არსებული საერთაშორისო და საქართველოს კანონ-მდებლობის გათვალისწინებით.

 
სწავლის შედეგი დარგის ცოდნა და გაცნობიერება

ექნება ქიმიის და მისი ქვედარგების (კომპიუტერული ქიმია, ფარმაცევტული ქიმია, ქიმიუ-რი ექსპერტიზა) უახლესი თეორიული და კვლევაზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდ-ნა, მათ შორის ზოგადი ცოდნა გამოყენებით და მომიჯნავე სფეროებში. დაეუფლება ქიმიისათ-ვის დამახასიათებელ ისეთ სპეციფიკურ მეთოდებს, როგორიცაა ქიმიური პროცესების მოდე-ლირება, ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის თანამედროვე ხელსაწყოებზე მუშაობა, კვების პროდუქ-ტებისა და ფარმაცევტული პრეპარატების ექსპერტიზა. გაცნობიერებული ექნება ქიმიისათვის დამახასიათებელი ეთიკური პრობლემები და შეძლებს დილემების გადაჭრას.

დარგის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარები

შეეძლება რთული ქიმიური პროცესების მოდელირება კომპიუტერული პროგრამების გა-მოყენებით, კვების პროდუქტებისა და ფარმაცევტული პრეპარატების ექსპერტიზის ჩატარება თანამედროვე ხელსაწყოებით დამოუკიდებლად, უნარების ადაპტირება ახალი სიტუაციები-სათვის, ამოცანათა დაგეგმვა და პროფესიულ დონეზე დამოუკიდებლად განხორციელება, ამო-ცანების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება. შეეძლება დამოუკიდებლად დაგეგ-მოს და განახორციელოს კვლევა უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.

არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების უნარი

კრიტიკული მიდგომის გათვალისწინებით შეეძლება რთული, არასრული და წინააღმდე-გობრივი მონაცემების ანალიზი, მოსაზრებების ჩამოყალიბება და ანალიზის შედეგის ეფექტუ-რი მიწოდება. შეძლებს ინფორმაციის ინოვაციურ სინთეზს ქიმიის უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით.

კომუნიკაციის უნარი

_ შეძლებს აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებაში დამაჯერებელ, დამოუკიდებელ და კომპეტენტურ კომუნიკაციას.

_ ეცოდინება უცხო ენა C1 დონეზე.

_ გაიცნობს და თავისუფლად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ICT) და შეძლებს მათ შემოქმედებით და კრიტიკულ გამოყენებას ქიმიისათვის სპეციფიკურ კონტექსტში.

სწავლის უნარი

ექნება უნარი, თავად დაგეგმოს და შეასრულოს სასწავლო პროცესის მოთხოვნები. ადექვა-ტურად შეაფასებს საკუთარი სწავლის პროცესს და ეცოდინება, როგორ გააუმჯობესოს მიღებუ-ლი შედეგი.

 
დასაქმების სფეროები  
ვებ–მისამართი http://sou.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=204
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას