ფარმაცია

პროგრამის დასახელება ფარმაცია
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მედიცინის ბაკალავრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი 
მიზანი  ფარმაციის დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება. თეორიული და პრაქტიკული განათლების მიცემა ფარმაციის ისეთ საბაზო საგნებში, როგორიცაა ზოგადი და არაორგანული ქიმია, ანალიზური, ორგანული და ფიზიკური ქიმია, აგრეთვე ფარმაცევტული ბოტანიკის, ანატომიის, ფიზიოლოგიის, მიკ-რობიოლოგიის, პათოლოგიის, ფარმაკოლოგიის, ფარმაკოგნოზიის, ეკოლოგიის და სხვა მნიშვნელოვანი ბიოლოგიური დისციპლინების სფეროში; ფარმაციის დისციპლინების თეორიული და ექსპერიმენტული მეთოდების დაუფლება; ძირითადი ფარმაცევტული წარმოების პროცესთა საფუძვლების შესწავლა, შესაბამისი პროფილით დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება  
სწავლის შედეგი ცოდნა და გაცნობიერება - კურდამთავრებულს აქვს ფარმაციის ზოგადი ცოდნა. აცნობიერებს ფარმაციის საერთო სტრუქტურას და ურთიერთკავშირებს მის ქვედარგებს შორის. იცის ფარმაციის თანამედროვე ტერმინოლოგია და ლაბორატორიული მუშაობის მეთოდები. შეუძლია საქმიანობა ფარმაციის სტანდარტული მეთოდებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - შეუძლია კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის სამუშაოს შესრულებას წინასწარ მიცემული რეკომენდაციების მიხედვით, ფარმაცევტული მენეჯმენტის და სტრატეგიის დაგეგმვა. აქვს სამკურნალო საშუალებების დამზადების ტექნოლოგიური პროცესის მომზადების, ეკოლოგიისა და სამედიცინო უსაფრთხოების უნარ-ჩვევები. არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების უნარი - შეუძლია მონაცემების ინტერპრეტაცია და ხარისხის კონტროლის განხორციელება, ახალი მონაცემების ანალიზი ფარმაციის სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. კომუნიკაციის უნარი - შეუძლია პროფესიულ დისკუსიაში მონაწილეობა და შედეგების დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ზეპირ წარმოდგენა. იცის უცხო ენა B2 დონეზე. იცნობს და თავისუფლად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (IT), მათ შორის ფარმაციის სფეროში. შეუძლია ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისება და გამოყენება. სწავლის უნარი - შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით, საკუთარი სწავლის შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროების განსაზღვრა. მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში შეუძლია აბსტრაქტული მონაცემებისა და კონცეფციების გამოყენება მოცემული საჭიროებისათვის და პრობლემის გადასაჭრელად.  
დასაქმების სფეროები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, საჯარისო ფორმირებები, სახელმწიფო სტრუქტურები, ფარმაცევტული წარმოება, სამედიცინო საქონლის და ქიმიური რეაქტივების მაღაზია, ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია და სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების ლაბორატორია, ფარმაცევტული ბაზები, ღია და დახურული ტიპის აფთიაქები. 
ვებ–მისამართი http://sou.edu.ge/files/xarisxis%20uzrunvelyofa/SABAKALAVRO/sabunebismetkvelo/10-14/farmacia_2010-2014.doc
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა სრული ზოგადი განათლების ატესტატი და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას