ქიმია

პროგრამის დასახელება ქიმია
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალვრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი 
მიზანი  თეორიული და პრაქტიკული განათლების მიცემა ქიმიის საბაზო საგნებში _ ზოგად და არაორგანულ ქიმიაში, ანალიზურ, ორგანულ და ფიზიკურ ქიმიაში, აგრეთვე მაკრომოლეკულების ქიმიისა და პოლიმერული მასალების, მინერალური ნედლეულისა და გამოყენებითი ქიმიის, გარემოს ქიმიის, ბუნებრივი ნაერთებისა და ბიოორგანული ქიმიის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის, კომპლექსური ნაერთებისა და კოლოიდური ქიმიის და სხვა მნიშვნელოვანი ქიმიური დისციპლინების სფეროში; ქიმიის ექსპერიმენტული მეთოდების დაუფლება; ძირითად ქიმიურ პროცესთა მექანიზმების, ასევე ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის ძირითადი საფუძვლების შესწავლა, შესაბამისი პროფილით დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.  
სწავლის შედეგი ზემოაღნიშნული პროგრამის გავლის შემდეგ ბაკალავრს მიეცემა საფუძვლიანი განათლება ქიმიის ძირითად დისციპლინებში. ბაკალავრი დაეუფლება ქიმიკოსისათვის უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამის აუცილებელ ექსპერიმენტულ უნარ-ჩვევებს ქიმიურ ნაერთთა სინთეზისა და ანალიზის სფეროში; ზემოაღნიშნული პროგრამით მიღებული საბაზო განათლების შემდეგ ქიმიის ბაკალავრი შეძლებს კვლევის თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების გამოყენებას, აგრეთვე სათანადო სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას და სარგებლობას. კურსდამთავრებულს განუვითარდება როგორც დარგობრივი, ასევე ზოგადი შემდეგი კომპეტენციები:  
დასაქმების სფეროები კუსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს შესაბამისი პროფილის სასწავლო-საკვლევ დაწესებულებებში, ქიმიური პროფილის საწარმოებსა და ფირმებში, სათბობ-ენერგეტიკული დანიშნულებისა და მეტალურგიულ საწარმოებში, ქიმიურ-ფარმაცევტულ, შხამ-ქიმიკატთა წარმოებისა და გამოყენების სფეროებში (მაგ. სოფლის მეურნეობაში), კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოებში, საბაჟო და გარემოს დაცვის შესაბამის სამსახურებში, თავდაცვის სისტემაში _ ქიმიური პროფილის ლაბორატორიებსა და საორგანიზაციო სტრუქტურებში; ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობქიმიურ საწარმოებში და სხვ.  
ვებ–მისამართი http://sou.edu.ge/files/xarisxis%20uzrunvelyofa/SABAKALAVRO/sabunebismetkvelo/10-14/qimia_2010-2014.doc
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა სრული ზოგადი განათლების ატესტატი და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას