მრავალკომპონენტიანი სისტემების ფიზიკური ქიმია

პროგრამის დასახელება მრავალკომპონენტიანი სისტემების ფიზიკური ქიმია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მეცნიერების მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  მრავალკომპონენტიანი სისტემების რიცხვს მიეკუთვნებიან ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის ნარევთა (კომპოზიციათა) უმეტესობა, რომლებიც შესაბამისი, ძირითადად თერმული, დამუშავების შედეგად იძლევიან კაცობრიობისათვის მეტად საჭირო კრისტალურ თუ ამორფულ, არაორგანულ თუ ორგანულ, მაკრო-, მიკრო- თუ ნანოფაზურ მასალებს. კომპოზიციების შემადგენლები შეიძლება იყოს მთის ქანები, საწარმოო ნარჩენები, მადნეულის გადამუშავების პროდუქტები, სპეციალურად სინთეზირებული ნივთიერებები. სადღეისოდ მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ბაზაზე შეიქმნა მრავალკომპონენტიანი სისტემების არაერთი ეფექტური მიდგომა, რომელთა უმეტესობაში მნიშვნელოვან ადგილს ფიზიკური ქიმიის ძირითად დებულებათა პრაქტიკული განხორციელების ელემენტები იკავებენ. ამ ელემენტთა ფიზიკო-ქიმიური ანალიზის ექსპერიმენტულ მეთოდებთან შერწყმა იძლევა საშუალებას სრულად დახასიათდეს არამარტო გამოსავალი კომპოზიცია, არამედ მასში დამუშავებისას მიმდინარე პროცესები და მიღებული პროდუქტების ფაზური შედგენილობა ბევრად უფრო მოკლე ვადებში, მასალათა და ენერგიის უმნიშვნელო დანახარჯებით, ვიდრე ტრადიციულ ნატურული გამოცდების შემთხვევაში. სწავლების ძირითად მიზანს წარმოადგენს მრავალი ზოგადი და კონკრეტული პრობლემატური საკითხების გადაჭრაში ფიზიკური ქიმიის დებულებათა აქტიური გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. ძირითადად ეს ეხება შემდეგ პრობლემატიკას: • კრისტალური და ამორფული მასალების მიღებისათვის ამა თუ იმ საწარმოს მყარი ნარჩენების ტექნოგენურობის ხარისხის ფიზიკურ-ქიმიური შეფასება; • ძნელდნობადი კომპოზიციათა მიღების ოპტიმალური პირობებისა და ფაზური შედგენილობის დადგენა; • მრავალკომპონენტიან სისტემებში თერმული დამუშავებისას მიმდინარე პროცესების კომპიუტერული მოდელირება; • სხვადასხვა სახის კომპოზიტების ფიზიკურ-ქიმიური შეფასება; • ხელოვნური და ბუნებრივი ნივთიერებების საწყისი თერმოდინამიკური პარამეტრებით საინფორმაციო ბაზის შევსება  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი შეიძენს ნებისმიერი მასალის შესწავლისადმი ფიზიკურ-ქიმიური მიდგომის განხორციელების უნარ-ჩვევებს: • კვლევების ჩატარების დაგეგმვაში; • მასალის მიღების ენერგეტიკის პროგნოზირება-დადგენაში; • ექსპერიმენტისათვის ოპტიმალური პირობებისა და შედგენილობათა უბნის დადგენაში; • მასალაში და კომპოზიციებში მიმდინარე პროცესების ფიზიკურ-ქიმიურ შეფასებაში; • მიღებული შედეგების კრიტიკულ განხილვაში; • პუბლიკაციებისა და მოხსენებების გაფორმება, წარდგენა, განხორციელებაში.  
დასაქმების სფეროები კურსდამთავრებულ პირს მიენიჭება “ქიმიის მეცნიერებათა მაგისტრის (ფიზიკური ქიმია)” ხარისხი. მისი პროფესიონალური დასაქმების ობიექტთა რიცხვს მიეკუთვნება ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია: • რომლის ძირითადი მიზანია ახალი მასალების (ნაკეთობების) დამზადების დაგეგმვა-შეფასება; • რომელშიც არსებობს მასალის (ნაკეთობის) ხარისხის ან (და) ექსპლოატაციის შემდეგ მასალის (ნაკეთობის) ხარისხის მონიტორინგის სამსახური; • რომელიც დაკავებულია ნებისმიერი კრისტალური და ამორფული მასალის (ნაკეთობის) დამზადებით (წარმოებით); • რომელიც წარმართავს მუშაობას გარემოს დაცვის სფეროში. წინამდებარე პროგრამით მომზადებული მაგისტრი შეძლებს: • გააგრძელოს განათლება დოქტორი წოდების მოსაპოვებლად ფიზიკური ქიმიის ან მონათესავე მეცნიერებათა სფეროში; • დაიკავოს მეცნიერ-მუშაკის თანამდებობა სახელმწიფო და კერძო კვლევით ინსტიტუტსა და ლაბორატორიაში; • უხელმძღვანელოს და მიიღოს მონაწილეობა მონიტორინგის ჯგუფებში • დაიკავოს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელში ფიზიკური ქიმიისა და მონათესავე მეცნიერებათა მიმართულებით.  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა BSc (Chemistry, Chemical Tech.), BA (Chemistry, Chemical Tech.), BSc (Metallurgical Engineering), BSc (Natural Science).  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას