სასურსათო ტექნოლოგია

პროგრამის დასახელება სასურსათო ტექნოლოგია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ინჟინერიის მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  პროგრამის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს საკვები პროდუქტების – პურის, მაკარონის, საკონდიტრო ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელებისა და სხვ. წარმოების ტექნოლოგიური პროცესები; ამ მიზნით – მცენარეული და ცხოველური წარმოშობის მრავალფეროვანი ნედლეულის გამოყენების პერსპექტივები; ტექნოლოგიური პროცესების დროს ცალკეულ სტადიებზე მიმდინარე ნედლეულის ფიზიკურ-ქიმიური და ბიოქიმიური გარდაქმნები; არსებული ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებისა და ალტერნატიული ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობები; უნარჩენო ტექნოლოგიური პროცესების შექმნის პერსპექტივები; სასურსათო პროდუქტების ხანგრძლივი შენახვის პირობები და მისადმი წაყენებული მოთხოვნები  
სწავლის შედეგი პროგრამის დაუფლების შემდეგ მაგისტრანტს შეეძლება კვების პროდუქტების წარმოების მართვა, ტექნოლოგიური პროცესის ცალკეული სტა-დიების შეფასება და ოპტიმალური გადა-წყვეტილებების მიღება; პროცესის ცალკეული სტადიების მატერიალური და ენერგეტიკული ბალანსების გაანგარიშება, მათი ტექნოლოგიურ ციკლში შეკვრა. საწარმოთა ბიზნეს-გეგმის შედგენა (წარმოების ორგანიზაციისათვის საჭირო კაპიტალდაბანდებების განსაზღვრა, ამოსავალი ნედლეულის შერჩევა, მიღებული პროდუქტის თვითღირებულების გაანგარიშება და დასაბუთება; რენტაბელობის დადგენა; ბაზრის თვისობრივი შეფასება).; წარმოების ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინება და გადაწყვეტა; სასურსათო პროდუქტების დიაგნოსტიკა და ექსპერტიზა.  
დასაქმების სფეროები პროფესიული მოღვაწეობის ობიექტებია პურის, მაკარონის, საკონდიტრო ნაწარმის, სპირტის, ღვინის, ლუდის, ლიქიორ-არყის, ლიმონათისა და სხვა ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ქარხნები; ანალოგიური პროდუქციის მწარმოებელი სახელმწიფო და კერძო მცირე საამქრო-საწარმოები; ახალ საწარმოთა დაგეგმარებით დაინტერესებული სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები; შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, სასერტიფიკაციო, დიაგნოსტიკური, საექსპერტო ლაბორატორიები, სანეპიდსადგურის ობიექტები.  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა ინჟინერიის ან ქიმიის ბაკალავრი  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას