ბიოტექნოლოგია

პროგრამის დასახელება ბიოტექნოლოგია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მეცნიერების მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  მომზადდეს სპეციალისტები, რომლებიც მიიღებენ პროდუქციას ბიოლოგიური ობიექტებისა და ბიოლოგიური პროცესების გამოყენებით, საფუძვლიანად იყოს გარკვეული აღნიშნული პროცესების განსახორციელებლად გათვალისწინებულ სტადიებში. რეალურად შეარჩიოს ბიოლოგიური ობიექტები, სუბსტრატი, საჭირო დანადგარები, შეიმუშაოს რეგლამენტი, განსაზღვროს წარმოების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები  
სწავლის შედეგი მაგისტრატურის კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს მართოს ბიოტექნოლოგიაში არსებული პროცესები, მიღებული პროდუქციის დიაგნოსტიკის, ექსპერტიზისა და ეკოლოგიური მოთხოვნილებების გათვალისწინებით. შეადგინონ ბიოქიმიური წარმოების ბიზნეს გეგმა, წარმოების ცალკეული სტადიების ექსპერტული შეფასება, უნარჩენო ტექნოლოგიური სქემების დამუშავება.  
დასაქმების სფეროები მაგისტრატურის დამთავრებისა და ბიოტექნოლოგიის მაგისტრის ხარისხის მინიჭების შემდეგ, ამ ხარისხის მქონე სპეციალისტი შეიძლება გამოყენებული იქნეს: - ორგანიზაცია-დაწესებულებებში, კერძო ფირმებსა და კომპანიებში, სადაც იგეგმება ჩვენი ქვეყნის, კერძო ბიზნესის პრიორიტეტული მიმართულებები, საწარმოთა განვითარების პერსპექტივები; - კერძო და სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით და საგამოცდო ცენტრებსა და ლაბორატორიებში, სადაც მიმდინარეობს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სხვადასხვა მასალისა და პროდუქტის მიღების საშუალებათა ძიების და უკვე არსებულის ხარისხისა და წარმოების მონიტორინგი. - კერძო და სახელმწიფო საწარმოთა ცენტრალურ ლაბორატორიებში და ბიოტექნოლოგიურ საწარმოებში გამოშვებული პროდუქტის ხარისხის დადგენის, ტექნოლოგიური პროცესის კონტროლის განსახორციელებლად; - კერძო და სახელმწიფო საწარმოთა ცალკეულ უბნებზე, კონკრეტულ პრობლემატურ საკითხთა გადაჭრისა და მათი წარმოქმნის მიზეზების დადგენისათვის. - თბილისის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, ბიოტექნოლოგიისა და ბიოქიმიის ინსტიტუტი, ტაბახმელის ბიოკომბინატი, ბიოქიმიური და დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ლაბორატორიები და სხვა. უმაღლეს სკოლებში სწავლების პირველ სტადიაზე (ბაკალავრიატში), სტუდენტებთან ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად.  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა BSc (Pharmaceutical Technology and Bio-pharmacy), BA (Pharmaceutical Technology and Bio-pharmacy), BSc (Chemistry), BA(Chemistry), BSc (Technology of natural medicinal means), BA (Technology of natural medicinal means), BSc (Pharmacy), BA(Pharmacy), BSc (Biotechnology), BA (Biotechnology), BSc (medicine), BA (medicine), BSc (Biochemistry), BA (Biochemistry)  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას