ფარმაცია

პროგრამის დასახელება ფარმაცია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მეცნიერების მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  ფარმაციის მაგისტრების სწავლების თანამედროვე დონის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიოლოგიაში, ფარმაკოლოგიაში, ფარმაკოგნოზიაში, ფარმაცევტულ და ტოქსიკოლოგიურ ქიმიებში, აგრეთვე ფარმაცევტულ ტექნოლოგიებში მიღებული ცოდნის ახლებურად ინტერპრეტირება. მაგისტრატურაში ჩარიცხვა მიზნად ისახავს მომზადდეს მაღალკვალიფიციური ფარმაცევტი, რომელიც თავისი დარგის სპეციფიკის მიხედვით ფუნდამენტური მეცნიერებების ძირითადი დებულებების საფუძველზე შეძლებს შეაფასოს ნებისმიერი მასალა და მოვლენა, შეიმუშაოს მათი სინთეზისა თუ სრულყოფის ოპტიმალური გზები და საშუალებები, ფარმაციაში ბაკალავრთა მომზადების სფეროში მონაწილეობის შემდგომი ამაღლებისათვის შეიძინოს სათანადო ცოდნა. უკანასკნელ დროს სულ უფრო მძაფრად იკვეთება მოთხოვნილება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღებისას ფართოდ იქნას გამოყენებული პროგნოზირების ფიზიკო-ქიმიური მეთოდები, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ხანგრძლივი და ძვირადღირებული ექსპერიმენტული კვლევა-ძიება. იგივე მიდგომა უნდა განხორციელდეს დღეს არსებული ტექნოლოგიების სრულყოფის, ინოვაციური გადაწყვეთილებების მიღების საქმეში, რადგან ნებისმიერი საწარმოო განწირულია, თუ არ მიმდინარეობს მისი ტექნოლოგიური დახვეწა და თვისობრივად ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების ძიება. ზემოთ აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელია ისეთი ფუნდამენტური მეცნიერების გარეშე, როგორიცაა ფარმაცია, მისი პროფილური დისციპლინები მათი ძირითადი დებულების ღრმა შემეცნებითა და ამ დებულებათა პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევათა დაუფლების გარეშე. ფარმაციის ძირითადი დისციპლინების განმსაზღვრელი დებულების ცოდნა საშუალებას იძლევა: - სწორად შეფასდეს თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის მასალათა და ნივთიერებათა, სხვადასხვა სახის მოვლენათა შესწავლის მეთოდები და ობიექტურად გაანალიზდეს კვლევის შედეგები; - მოხერხდეს ამა თუ იმ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების მიღების, სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური პროცესების წარმართვის პროგნოზირება და მათი ბალანსის შევსება. - არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების მისაღებად ტექნოლოგიური პროცესის წარმართვის მრავალმხრივი შესწავლა-დახასიათება, მათი დახვეწის ოპტიმალური გზების დადგენა. - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებიდან, ამა თუ იმ დაავადების საწინააღმდეგო სათანადო წამლის ფორმის შემუშავება. ჭამლის კეთილხარისხოვნების შემოწმება.  
სწავლის შედეგი მაგისტრატურის კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სრულყოფილად შესწავლას, შეძლებს დაადგინოს მათი შეთავსებადობა ფარმაკოლოგიური ფექტის გაზრდის თვალთახედვით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ფარმაციის მაგისტრი დაეუფლება იმ უმნიშვნელოვანეს კანონებსა და მეთოდებს, ფაქტიურ ექსპერიმენტულ მასალასა და მიღწევებს, რომელსაც ემყარება თანამედროვე ფარმაცევტული ტექნოლოგია  
დასაქმების სფეროები მაგისტრატურის დამთავრებისა და ფარმაციის მაგისტრის ხარისხის მინიჭების შემდეგ ამ ხარისხის მქონე სპეციალისტი შეიძლება გამოყენებული იქნეს: - ფარმაცევტულ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, კერძო ფირმებსა და კომპანიებში, სადაც იგეგმება ჩვენი ქვეყნის, კერძო ბიზნესის პრიორიტეტული მიმართულებები, საწარმოთა განვითარების პერსპექტივები; - კერძო და სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით და საგამოცდო ცენტრებსა და ლაბორატორიებში, სადაც მიმდინარეობს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სხვადასხვა მასალისა და პროდუქტის მიღების საშუალებათა ძიების და უკვე არსებულის ხარისხისა და წარმოების მონიტორინგი. - კერძო და სახელმწიფო საწარმოთა ცენტრალურ ლაბორატორიებში და აფთიაქებში გამოშვებული პროდუქტის ხარისხის დადგენის, ტექნოლოგიური პროცესის კონტროლის განსახორციელებლად; - კერძო და სახელმწიფო საწარმოთა ცალკეულ უბნებზე, კონკრეტულ პრობლემატურ საკითხთა გადაჭრისა და მათი წარმოქმნის მიზეზების დადგენისათვის. უმაღლეს სკოლებში სწავლების პირველ სტადიაზე (ბაკალავრიატში), სტუდენტებთან ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა BSc (Pharmaceutical Technology and Bio-pharmacy), BA (Pharmaceutical Technology and Bio-pharmacy), BSc (Chemistry), BA(Chemistry), BSc (Technology of natural medicinal means), BA (Technology of natural medicinal means), BSc (Pharmacy), BA(Pharmacy), BSc (Biotechnology), BA (Biotechnology), BSc (medicine), BA (medicine), BSc (Biochemistry), BA (Biochemistry)  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას