ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების ტექნოლოგია

პროგრამის დასახელება ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების ტექნოლოგია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მეცნიერების მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც შეეძლებათ მიიღონ ადამიანისათვის საჭირო პროდუქცია, ბიოლოგიური ობიექტებისა და ბიოლოგიური პროცესების გამოყენებით. შეისწავლოს სამკურნალწამლო ნედლეულის მოპოვების და მათგან სამკურნალო საშუალებების მიღების გზები, დაამუშაოს ბუნებრივი ნედლეულის გადამუშავებით მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან სათანადო წამლის ფორმების მომზადებისა და ანალიზის მეთოდები,შეისწავლოს მიღებული პროდუქციის დიაგნოსტიკა და ექსპერტიზა, დარგის წარმოების ეკოლოგია. ბუნებრივი ნედლეულის გადამუშავების პროცესში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური გარდაქმნები და სამკურნალო საშუალებათა ტექნოლოგიები, საქართველოს ბუნებრივი მინერალური წყლების და სამკურნალო ტალახების დიაგნოსტიკა და აღნიშნული პროდუქციის შენახვისა და ექსპლუატაციის პირობები.  
სწავლის შედეგი კურსდამთავრებულები შეძლებენ სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მოპოვებას და შესწავლას, მოპოვებული მცენარეული ნედლეულიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივტიერებეის ამოღებას, გასუფთავებას, მათ განსაზღვრას თვისებითად და რაოდენობრივად, მოახდენენ ბუნებრივი ნედლეულიდან ამოღებული ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებეის სინთეზს და მათ შედარებით დახასიათებას, შეძლებენ მოპოვებული მცენარეული ნედლეულის და მათგან მიღებული ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაფასოებას, შეადგინონ ბიოქიმიური და სამკურნალო საშუალებების წარმოების ბიზნეს გეგმას, განსაზღვრავენ ბუნებრივი სამკურნალო ნედლეულისა და სამკურნალო ნივთიერებების ტოქსიკურობას, შეძლებენ ჩაატარონ სამკურნალო ნივთიერებების ქიმიური და ბიოქიმიური ანალიზი, დარგის წარმოების ცალკეული სტადიის ექსპერტული შეფასება.  
დასაქმების სფეროები დარგობრივი საწარმოები - თბილისის ბაქტერიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი, ბიოკომბინატები, ქიმიურ-ფარმაცევტული საწარმოები, ბიოქიმიური, დიაგნოსტიკის და ექსპერტიზის ლაბორატორიები და სხვა.  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა ტექნოლოგიების ბაკალავრი, ქიმიის ბაკალავრი.  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას