ქიმიური ტექნოლოგია

პროგრამის დასახელება ქიმიური ტექნოლოგია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ინჟინერიის მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  თანამედროვე ქიმიური მრეწველობა სწრაფად განვითარებადი დარგია, რომლის სამეცნიერო და საწარმოო აღჭურვილობის გადაიარაღება ხორციელდება სწრაფი ტემპებით. ეს კი მოითხოვს საინჟინრო პერსონალისაგან თანამედროვე საწარმოო და სამეცნიერო აპარატურისა და მეთოდების ცოდნას; მათემატიკური მეთოდების და კომპუტერული პროგრამების გამოყენების შესაძლებლობას. მაგისტრატურის კურსის მიზანია მოამზადოს მაღალი დონის სპეციალისტი, რომელსაც შეეძლება ამ ამოცანების გადაწყვეტა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე.  
სწავლის შედეგი მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეეძლება სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნა გამოიყენოს დასაქმების ნებისმიერ დონეზე. მას შეეძლება დამოუკიდებლად შეასრულოს სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საწარმოო სამუშაოები; უხელმძღვანელოს კონკრეტულ ჯგუფებს ქიმიური პროფილის საწარმოოებში, სამეცნიერ-კვლევით, საექსპერტო და სასწავლო დაწესებულებებში.  
დასაქმების სფეროები საშუალო სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლები, შესაბამისი პროფილის სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები, ქიმიური და მონათესავე პროფილის საწარმოები, ქიმიური ლაბორატორიები, პროდუქციის ხარისხის კონტროლისა და საექსპერტო ლაბორატორიები.  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა ტექნოლოგიების ბაკალავრი, ქიმიის ბაკალავრი.  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას