ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგია

პროგრამის დასახელება ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ინჟინერიის მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  სამაგისტრო პროგრამების მიზანს წარმოადგენს საუნივერსიტეტო სწავლებაში ქიმიური ტექნოლოგიის ისეთი სპეც. კურსის შეტანა, რომელიც მეტად აქტუალურია რადგან სტუდენტი იძენს უნარჩვევებს გამოიყენოს ფუნდამენტური მეცნიერების მიღწევები თანამედროვე საწარმოო პროცესების დაპროექტების დროს; გაითვალისწინოს ის ძირითადი მახასიათებლები რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნედლეული , ენერგეტიკა, აპარატურა, ეკონომიკა და ეკოლოგია. მოცემულ მიმართულებაში ზოგადად საკითხთა შორის განიხილება: ქიმიური ტექნოლოგიის არსი და შინაარსი, კანონზომიერებანი და მეთოდები, ნედლეული, ენერგიის წყაროები, კონსტრუქციული მასალები. ქიმიურ საწარმოებში პროცესების კლასიფიკაცია დამყარებულია ძირითადად კანონებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ამ პროცესების სიჩქარეს, როგორიცაა: ჰიდროდინამიკური, სითბური, მასათა ცვლის ( დიფუზური ), მექანიკური, ქიმიური ( სარეაქციო ).  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამის შედეგია ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატების გაანგარიშების სრულყოფა და ქიმიურ- ტექნოლოგიური პროცესების მოდელირება. ეს არის უმოკლესი გზა ლაბორატორიულ-ექსპერიმენტული კვლევებიდან მსხვილ საპროექტო გაანგარიშებამდე. თანამედროვე ეტაპზე ქიმიკოს-პროგრამისტები ცდილობენ შექმნან ქიმიურ- ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისი კომპიუტერული პროგრამები, რაც შესაძლებელს ხდის მინიმალურ დროში მოხდეს როგორც დაბალ ისე მაღალტონაჟიანი ქიმიურ-ტექნოლოგიური საწარმოების დაპროექტება. სწორად შედგენილი ტექნოლოგიური გაანგარიშებები, სადაც ენერგეტიკული, ეკონომიკური და ეკოლოგიური ხარჯები მინიმუმამდე არის დაყვანილი იძლევა: რენტაბელურ, უდანაკარგო და მომგებიან წარმოებას. ასეთ საწარმოთა დაპროექტებას და საწარმოო პროცესების წარმართვას შეძლებენ მხოლოდ თავისი საქმის მცოდნე სპეციალისტები. დასაქმების სფეროები: ქიმიურ- ტექნოლოგიური პროფილის ნებისმიერი ორგანული ტექნოლოგიის წარმოება- დაწესებულებები.  
დასაქმების სფეროები ქიმიურ-ტექნოლოგიური პროფილის ნებისმიერი ორგანული ტექნოლოგიის წარმოება-დაწესებულებები  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა ქიმიური ტექნოლოგიის, ბიოტექნოლოგიის და კვების ტექნოლოგიის ბაკალავრი, ქიმიის ბაკალავრი.  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას